პრემიერი – ევროპელ ლიდერებთან ვისაუბრებთ ყველა თემაზე, რაც საინტერესოა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით, გვექნება საუბარი საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე, რაც არის ევროკავშირში ინტეგრაცია

ევროპელ ლიდერებთან ვისაუბრებთ ყველა თემაზე, რაც საინტერესოა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით, გვექნება საუბარი საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე, რაც არის ევროკავშირში ინტეგრაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უნგრეთში განუცხადა, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს. პრემიერის თქმით, ის სამიტის ფარგლებში გამოვა როგორც თემატურ პანელზე, ასევე დასკვნით პლენარულ სესიაზე, სადაც გაჟღერდება გზავნილები იმაზე, რაც უკავშირდება […]

საქართველოს ფოსტის გენერალურ დირექტორს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო მედალი გადაეცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი, ლევან ჩიკვაიძე, უნივერსიტეტის მხარდაჭერასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვდა. საქართველოს ფოსტის ცნობით, მედალი და სერტიფიკატი ლევან ჩიკვაიძეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გადასცა.

შალვა ხუციშვილი – ევროპელი ტურისტების მოსაზიდად WTM London-ში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაში 21 ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს. WTM London-ზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ საუბრისას „ჯორჯიან ბასის“ წარმომადგენელი შალვა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპელი ტურისტების მოსაზიდად გამოფენაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. „WTM ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენაა […]

რას სთავაზობს მომხმარებელს კომპანია “აკუსტიკო”?

ხმის იზოლაცია, ვიბროიზოლაცია აკუსტიკა, პროფესიული გახმოვანება, განათება და სცენა, – სწორედ ამ სერვისებს აერთიანებს კომპანია „აკუსტიკო“, რომელიც ბაზარზე 10 წელია ოპერირებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ავთანდილ კრავეიშვილი BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ საუბრობს, ბიზნესი სწორედ მაშინ დაიწყეს, როდესაც საქართველოს ბაზარზე ჯერ კიდევ აკუსტიკური სერვისები ცნობილი არ იყო. თუმცა, 10 წლიანი ოპერირების თავზე, კრავეიშვილი აღნიშნავს, რომ […]

რეგულირების ხარისხის მიხედვით საქართველომ 100%-ანი სისტემით 79.7 ქულა აიღო – საქართველო მსოფლო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის მსოფლიოში 32-ე, მათგან კი ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-19 ადგილზე გავიდა

რეგულირების ხარისხის მიხედვით საქართველომ 100%-ანი სისტემით 79.7 ქულა აიღო – საქართველო მსოფლო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის მსოფლიოში 32-ე, მათგან კი ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-19 ადგილზე გავიდა რეგულირების ხარისხის მიხედვით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში 19-ე ადგილზე გავიდა. მონაცემებს „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ აქვეყნებს. რეგულირების ხარისხი ფასდება სახელმწიფოს უნარი შეიმუშაოს და გაატაროს რეფორმები კერძო სექტორის განვითარების მიზნით. […]

საერთაშორისო რეიტინგი აღარ დარჩა, სადაც საქართველომ წამყვანი რეკორდული პოზიციონირება არ დააფიქსირა – გია აბაშიძე

საერთაშორისო რეიტინგი აღარ დარჩა, სადაც საქართველომ წამყვანი რეკორდული პოზიციონირება არ დააფიქსირა, მაინტერესებს სუვერენიტეტის დაცვის კუთხით რა ნახტომი გვაქვს. ამის მიუხედავად, გვესმის გარე ავტორებისთვის უკუშედეგიანი დამუნათება ე.წ. კურსიდან გადახვევაზე და ა.შ. – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რითაც ეხმიანება მსოფლიო ბანკის შეფასებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველომ რამდენიმე მიმართულებით ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. მისი თქმით, უმჯობესია, დასავლელმა პოლიტიკოსებმა […]

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები: საქართველო კანონის უზენაესობის შეფასებით უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს

საქართველო კანონის უზენაესობის შეფასებით უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს. მონაცემებს „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ აქვეყნებს. კანონის უზენაესობა (განმარტება) – ფასდება მთავრობის მოქმედებების კანონის ნორმებთან შესაბამისობა, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და პატივისცემა. „საქართველო კანონის უზენაესობის შეფასებით უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია ევროკავშირის წევრი ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, […]

„მთავრობის ეფექტურობით“ მიხედვით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა – ქვეყანა დიდი შვიდეულის ერთ, ევროკავშირის წევრ 12 , ნატოს წევრ 14 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატს უსწრებს

„მთავრობის ეფექტურობით“ მიხედვით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა – ქვეყანა დიდი შვიდეულის ერთ, ევროკავშირის წევრ 12 , ნატოს წევრ 14 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატს უსწრებს „მთავრობის ეფექტურობით“ მიხედვით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 77.8% მიიღო, მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის დაწინაურდა და Top 40-ში მოხვდა 35-ე ადგილზე. მონაცემებს „მსოფლიო […]

დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპის ახალ პოლიტიკურ პარტნიორად გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ლიდერი, 68 წლის ფრიდრიჰ მერცი იქნება

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ მსოფლიო დღის წესრიგში ცვლილებების პირველ თვალშისაცემ მოვლენაზე წერს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ცვლილებები მოსალოდნელია გერმანიაში, სადაც ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა გააჟღერა ინიციატივა 2025 წლის იანვარში, ტრამპის ინაუგურაციამდე ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, სავარაუდოდ გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ლიდერი და ბუნდესტაგის წევრი ფრიდრიჰ მერცი გერმანიის […]

გერმანიის ფინანსთა მინისტრი იორგ კუკისი გახდება

გერმანიის ფინანსთა მინისტრი იორგ კუკისი გახდება, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გერმანიის ფინანსთა მინისტრის მოადგილე, იორგ კუკისი აღნიშნულ თანამდებობაზე კრისტიან ლინდნერს შეცვლის, რომელიც გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თანამდებობიდან გადააყენა. იორგ კუკისი წარსულში ამერიკულ საინვესტიციო ბანკში, Goldman Sachs-ში მუშაობდა და 2018 წლის აპრილიდან 2021 წლის დეკემბრამდე ფინანსური ბაზრის პოლიტიკისა და ევროპული პოლიტიკის […]