ნინო დოლიძე – ზოგ უბანზე მისული კაცი ამომრჩევლის რაოდენობა, უფრო მეტია ვიდრე ამავე უბანზე სიაში რეგისტრირებული მამაკაცთა რაოდენობა, რაც მანიპულაციაზე მიუთითებს

ISFED-ის დირექტორმა ნინო დოლიძემ, თავის გუნდთან ერთად 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, სადაც გენდერული ნიშნით ამომრჩეველთა რაოდენობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, არსებობს საარჩევნო უბნები, სადაც მამაკაცთა აქტივობა უფრო მაღალია, ვიდრე უბანზე რეგისტრირებულ საარჩევნო სიაში კაცი ამომრჩევლის რაოდენობა. “26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა რაოდენობას რომ დავაკვირდით, გამოვავლინეთ საყურადღებო ტენდენცია გენდერულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ მივმართეთ […]

სააპელაციო სასამართლო არჩევნებისას ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა

სააპელაციო სასამართლომ, საპარლამენტო არჩევნებისას ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა დაასრულა. სასამართლო გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა. ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „ჩემი ხმის“ სარჩელებს თითქმის 24 საათი განიხილავდა. სასამართლომ საია-ს 12 და კოალიცია “ჩემი ხმის” 14 საქმე გააერთიანა.

“მთავრობის ეფექტურობით, საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიო ბანკის წევრი 189 ქვეყნის Top 35-შია” – WGI-ის კვლევა

მსოფლიო ბანკმა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” (WGI) 2024 წლის კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა. “გლობალური მმართველობის ინდიკატორებით” მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო ისეთი პარამეტრების მიხედვით ფასდება, როგორიცაა “კორუფციის კონტროლი,” “მთავრობის ეფექტურობა,” “კანონის უზენაესობა” “რეგულაციების ხარისხი” და ა.შ. მთავრობის ეფექტურობა “მთავრობის ეფექტურობით” მიხედვით, საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. შეფასების […]

,,ამერიკის დამოკიდებულება საქართველოს მთავრობის მიმართ შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს’’ – გიორგი ლაბაძე

,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლება საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვის საქმეში ფსონს დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე დებდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ტრამპს. კობახიძემ თავის პოსტში აღნიშნა, რომ დარწმუნებულია ,,დონალდ ტრამპის ლიდერობა ხელს შეუწყობს გლობალურ და რეგიონულ მშვიდობას და უზრუნველყოფს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას”. არჩევნების შედეგებმა დიდი სიხარული გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებშიც. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ არჩევნებში […]

ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე საქართველოს საკითხს და “შემდგომ ნაბიჯებს” განიხილავენ

7-8 ნოემბერს ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მოსაწვევ წერილშია ნათქვამი, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს გადაეგზავნათ. არაფორმალური შეხვედრა ბუდაპეშტშია დაგეგმილი. “ხუთშაბათს ჩვენს სადილზე გთავაზობთ სტრატეგიულ დებატებს ჩვენს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე. ჩვენი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან მნიშვნელოვანია და ჩვენ მზად ვართ გავაღრმაოთ ის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ […]

ISFED: 23 საარჩევნო უბანზე იმაზე მეტი კაცი ამომრჩეველი მივიდა, ვიდრე რეგისტრირებული იყო

სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ ახალ დარღვევებზე ისაუბრა და ყურადღება ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ გენდერულ ნაწილზე გაამახვილა. ნინო დოლიძის თქმით, ცესკოსგან გამოთხოვილი ინფორმაციის პირველადმა ანალიზმა გამოკვეთა, რომ საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ქალი და კაცია ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს პრაქტიკულად გამორიცხულ, არაბუნებრივ მახასიათებლებს. ის […]

26 საქმის განხილვა მიმდინარეობს ერთ წარმოებად, რაც არის წარმოუდგენელი – თითქმის 20 საათია, თბილისის სააპელაციო სასამართლო არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებს განიხილავს

26 საქმის განხილვა მიმდინარეობს ერთ წარმოებად, რაც არის წარმოუდგენელი – თითქმის 20 საათია, თბილისის სააპელაციო სასამართლო არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებს განიხილავს თითქმის 20 საათია, თბილისის სააპელაციო სასამართლო არჩევნებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებს განიხილავს. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და “ჩემი ხმის” წარმომადგენლები 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევაზე დავობენ. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ […]

23 უბანზე, არჩევნებზე მისული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა, აღემატება სიაში რეგისტრირებულ კაც ამომრჩეველს – ISFED

23 უბანზე, არჩევნებზე მისული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა, აღემატება სიაში რეგისტრირებულ კაც ამომრჩეველს – ISFED კიდევ ერთი საყურადღებო ტენდენცია, რომელიც სავარაუდო მანიპულაციებზე მიუთითებს – “სამართლიანი არჩევნები” 26 ოქტომბრის არჩევნებზე გენდერულ ნაწილთან დაკავშირებით ავრცელებს ინფორმაციას. ორგანიზაციამ ცესკოსგან გამოითხოვა მონაცემები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ზოგიერთ უბანზე არჩევნებზე იმაზე მეტი კაცი მივიდა, ვიდრე ერთიან საარჩევნო სიაში იყო რეგისტრირებული: მივმართეთ […]

რომელი ბანკები აფინანსებენ საქართველოში ენერგეტიკის განვითარებას

საქართველოში ენერგეტიკის სექტორზე გაცემული საბანკო კრედიტების მოცულობა 2024 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით 2.4 მილიარდ ლარს აღწევს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ენერგეტიკის სექტორზე გაცემული სესხების მოცულობა 245 მილიონი ლარით არის გაზრდილი. კომერციული ბანკების მიერ გამოქვეყნებული 9 თვის ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, ბანკებს შორის ენერგეტიკის სექტორზე ყველაზე დიდი – 1.1 მილიარდი ლარის სესხები თიბისი ბანკს აქვს გაცემული. […]

გერმანიის კოალიციური მთავრობა დაიშალა

გერმანიაში მმართველი “შუქნიშნის კოალიცია” დაიშალა. ამის შესახებ ინფორმაცია დოიჩე ველემგაავრცელა. გერმანული მედიის ცნობით, კოალიციის დაშლის მიზეზი გახდა ის, რომ მისი წევრები, სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD), თავისუფალი დემოკრატიული პარტია (FDP) და ალიანსი 90/მწვანეები, 2025 წლის ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ. კოალიციის დაშლამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდნერი, რომელიც „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარეა. მისი თქმით, […]