ადმინისტრაცია – პრეზიდენტმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებთან კომუნიკაცია განაახლა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბუდაპეშტში დაგეგმილ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე, განაახლა კომუნიკაცია ევროპელ ლიდერებთან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს პრეზიდენტმა გამართა კომუნიკაცია ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ალექსანდერ სტაბთან და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან. პრეზიდენტი, ასევე, ესაუბრა საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპის საკითხთა მინისტრთან ბენჟამინ ჰადადთან.
მიხეილ სააკაშვილი – მახსოვს, როგორ იდგა აქციაზე მამუკა ხაზარაძე ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით, მეც სოლიდარული ვიყავი მის მიმართ – ძალა ერთობაშია!

მეც სოლიდარული ვიყავი მამუკა ხაზარაძის მიმართ, როდესაც ზუსტად ისეთივე თითიდან გამოწოვილი ბრალდებით უპირებდნენ ციხეში ჩასმას, როგორითაც მე ვარ ახლა პატიმრობაში , – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რითაც კოალიცია„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადება შეაფასა. როგროც სააკაშვილი წერს, ის ეთანხმება „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას მოსაზრებას, რომ ძალა ერთობაში უნდა იყოს. […]
“ზუსტად ასეთივე ბრალდებით გიპირებდნენ ციხეში ჩასმას” – სააკაშვილი ხაზარაძეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკშვილი, თინა ბოკუჩავას წერილს აზიარებს და წერს: მე კარგად მახსოვს, როგორ იდგა აქციაზე მამუკა ხაზარაძე ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით 2021-ში. მეც სოლიდარული ვიყავი მის მიმართ, როდესაც ზუსტად ისეთივე თითიდან გამოწოვილი ბრალდებით უპირებდნენ ციხეში ჩასმას, როგორითაც მე ვარ ახლა პატიმრობაში. ვეთანხმები თიკას რომ ძალა ერთობაშია! ცნობისთვის, თინა ბოკუჩავამ დაწერა: დიდ უსამართლობად მიმაჩნია პრეზიდენტი […]
„ძლიერი საქართველო“ კამპანიას – „ვითხოვ ახალ არჩევნებს“ იწყებს

„ძლიერი საქართველო“ კამპანიას – „ვითხოვ ახალ არჩევნებს“ იწყებს და საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს ორ სამართლებრივ ინსტრუმენტს, რითაც მათ „არჩევნების მიტაცების მიმართ მიუღებლობის დაფიქსირება“ შეეძლებათ. უფრო კონკრეტულად, როგორც „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, „ფეისბუქ“ პლატფორმაზე შეიქმნა ჯგუფი, სადაც გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეეძლება და სადაც ცესკოს-ს მისამართით განაცხადის ორი ფორმა იქნება ხელმისაწვდომი. ნაცვლიშვილის თქმით, განცხადების […]
ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სამსახური: 2024 წელს ტემპერატურა დედამიწაზე “დანამდვილებით” გაიზრდება 1,5 გრადუსით

ევროკავშირის დედამიწის მეთვალყურეობის – კლიმატის ცვლილების – სამსახურმა “კოპერნიკუსმა” გაავრცელა ცნობა, რომ როგორც ბევრი მკვლევარი მოელოდა, ახლა მეცნიერულად არის დადასტურებული, რომ 2024 წელს დედამიწაზე ტემპერატურა 1,5 გრადუსით იზრდება. უწყება მიიჩნევს, რომ ეს მონაცემი საგანგაშოა. დღემდე შეგროვებული მონაცემების საფუძველზე „კოპერნიკუსმა“ გამოთვალა, რომ წელს დედამიწაზე დათბობა, ინდუსტრიალიზაციის წინა პერიოდთან შედარებით, საშუალოდ 1,55 გრადუსით გაიზარდა. 2024 წელს, შარშანდლის […]
9 თვეში საქართველოში ექსპლუატაციაში 2597 ობიექტი შევიდა

2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ექსპლუატაციაში შევიდა 2,3 მლნ კვადრატული მეტრი საერთო ფართობის 2.597 ობიექტი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 16,2%-ით, ხოლო საერთო ფართობი – 7,7%-ით გაიზარდა. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებზე. კომპეტენტურმა ორგანოებმა წლის დასაწყისიდან […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – სისუსტის გამოვლენა ან ევროპის პოზიციების დათმობა არ მოგვცემს საშუალებას სამართლიან მშვიდობას მივაღწიოთ, მშვიდობა მხოლოდ ძლიერის ჯილდოა – სიძლიერეს ერთიანობა სჭირდება

მოდით, საერთო ინტერესებისთვის ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვიმუშაოთ , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, ევროპას ძლიერი ამერიკა სჭირდება და პირიქით. „კონცეფცია „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ უკვე გამოცდილია და ახლა იგი აუცილებელია. სისუსტის გამოვლენა ან ევროპის პოზიციების დათმობა არ მოგვცემს საშუალებას სამართლიან მშვიდობას მივაღწიოთ. მშვიდობა მხოლოდ ძლიერის […]
ლარი გაუფასურდა –ახალი კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7328 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7247 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0081 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი 2.9389 კურსი ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9288 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0101 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის […]
მაკრონი: მოლდოვასა და საქართველოში მოხდა არაერთი თავდასხმა დემოკრატიაზე

დემოკრატიის ევროპული მოდელი, ასევე, არის განხილვის საკითხი. მოლდოვასა და საქართველოში მოხდა არაერთი თავდასხმა დემოკრატიაზე, კიბერშეტევები, ამომრჩევლის მოსყიდვა, მანიპულაცია, ეს ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა. მინდა, მივულოცო მაია სანდუს ხელახალი არჩევა და იმედი მაქვს, რომ საქართველო განამტკიცებს თავის ევროპულ არჩევანს და თავის დემოკრატიულ მოდელს.
ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში ქართველმა სპორტსმენებმა 4 მედალი მოიპოვეს

დუშანბეში ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა სამბოში. საქართველოდან წარდგენილმა 4 სპორტსმენმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მსოფლიო ჩემპიონი ვეტერანთა შორის გიორგი ცოციაშვილი გახდა M1 98 წონით კატეგორიაში. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ვეტერანთა შორის ვანო არაბულმა მოიპოვა 98 კგ წონით კატეგორიაში. აღსანიშნავია, რომ ვანომ აღნიშნული ტიტული მეორედ მოიპოვა და ორგზის მსოფლიო ჩემპიონია. ვიცე […]