კიევში დაბადებული იუჯინ ვინდმანი აშშ-ის კონგრესში აირჩიეს

5 ნოემბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, წარმოშობით უკრაინელი იუჯინ ვინდმანი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში აირჩიეს. ის არის ძმა თეთრი სახლის ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრ ვინდმანისა, რომელიც 2019-2020 წლებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო. ვინდმანმა, როგორც დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ვირჯინიის შტატის მე-7 ოლქში იყარა კენჭი. არჩევნების შედეგებით, მან დაახლოებით 5 ათასი ხმით გაუსწრო […]
ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება – ჰარისმა მარცხი აღიარა

ამერიკაში ხელისუფლების გადაბარების პროცესი იწყება. ტრამპს გამაჯრვება მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა მიულოცეს. ჰარისმა მარცხი 6 ნოემბერს აღიარა და მოუწოდა მხარდამჭერებს შედეგების აღიარებისკენ „ჩვენ ამისთვის არ გვიბრძოლია, მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ ეს შედეგი“,- თქვა ჰარისმა.
ზურაბიშვილი ფინეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, ბუდაპეშტში დაგეგმილ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე, ევროპელ ლიდერებთან კომუნიკაცია განაახლა – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. დღეს პრეზიდენტმა გამართა კომუნიკაცია ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ალექსანდერ სტაბთან და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპის საკითხთა მინისტრთან ბენჟამინ ჰადადთან”, – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“უკაცრავად, გვრიტიშვილი აღარაა ადეიშვილის კადრი?” – ფოფხაძე

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე: სააპელაციოს მოსამართლე გვრიტიშვილი რომელია. წესით ციხეში რო უნდა იჯდეს ნაცების დროს ჩადენილი დანაშაულობებისთვის?
ადმინისტრაცია – პრეზიდენტმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებთან კომუნიკაცია განაახლა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბუდაპეშტში დაგეგმილ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე, განაახლა კომუნიკაცია ევროპელ ლიდერებთან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს პრეზიდენტმა გამართა კომუნიკაცია ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ალექსანდერ სტაბთან და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან. პრეზიდენტი, ასევე, ესაუბრა საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპის საკითხთა მინისტრთან ბენჟამინ ჰადადთან.
ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში: „ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, თემაზე: „ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა”. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დახურული ფორმატის დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის მდგრად განვითარებას. “ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ევროკავშირთან […]
მიგრანტების ქარავანი ამერიკის საზღვრებს მიადგა

დონალდ ტრამპის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, 3000-კაციანი მიგრანტების ქარავანი ჩრდილოეთით მექსიკის საზღვრისკენ დაიძრა, რომლებიც აშშ-ს მიმართულებით მიემგზავრება. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება. დონალდ ტრამპმა, აწინასაარჩევნო კამპანიისას განაცხადა, რომ მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობას დაასრულებდა და საზღვარს დახურავდა. მისი თქმით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში ის დაეხმარება ტეხასის შტატსაც, სადაც დამატებით რესურსებს განათავსებს. „ტეხასს სრული მხარდაჭერა ექნება. მე განვათავსებ ყველა […]
Turkish Airlines-მა მესამე კვარტალში 24,5 მილიონი მგზავრი გადაიყვანა

Turkish Airlines-მა (THY) მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 24,5 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც 5,4 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით. THY-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად გლობალური გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და თვითმფრინავების წარმოებაში არსებული შეფერხებებისა, კომპანიამ განაგრძო მუდმივი ზრდა მისი სისწრაფისა და ფრენების ფართო ქსელის წყალობით და მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მგზავრების რაოდენობა 24,5 მილიონამდე გაზარდა. ივლის-სექტემბერში, მიუხედავად […]
ნაცვლიშვილი: მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, შემოუერთდით კამპანიას “ვითხოვ ახალ არჩევნებს”

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა, სადაც ის საზოგადოებას FACEBOOK ჯგუფში სახელად დაიცავი შენი ხმა #ვითხოვ ახალ არჩევნებს გაწევრიანებისკენ მოუწოდებს. ნაცვლიშვილის თქმით, მოქალაქეებს ამ ჯგუფის საშუალებით ყოველდღიურად მიაწოდებენ ინფორმაციას, რომელიც როგორც ემიგრანტებს, ისე საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს შეეხებათ. მან ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნული ინფორმაცია ძლიერი საქართველოს ოფიციალურ გვერდზეც გამოქვეყნდა. […]
თბილისის ნაწილს 24 საათის მანძილზე წყალმომარაგება შეუწყდება

GWP განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, 24 საათის მანძილზე, 8 ნოემბრის 01:00 საათიდან 9 ნოემბრის 01:00 საათამდე თბილისის დიდ ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება. წყლის შეწყვეტის მიზეზი დიდ დიღომში ფარნავაზ მეფის N24-თან დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. თბილისის უბნები, სადაც წყალმომარაგება შეწყდება: მთაწმინდა: პოლიკარპე კაკაბაძის, ძმები კაკაბაძეების, ზალდასტანიშვილის, ზანდუკელის, ზ. ბოცვაძის, ე. გაბაშვილის, ვ. სარაჯიშვილის, 8 მარტის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, […]