დუდა სანაძის 17 ქულა თურქულ “ბურსასფორთან” მატჩში

დუდა სანაძის “ანორთსისმა” ფიბა ევროპის თასზე ბოლოსწინა მატჩი გამართა. ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში “ანორთოსისმა” ლარნაკაში თურქულ “ბურსასფორს” უმასპინძლა და 66:81 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერი კვიპროსული გუნდის ბომბარდირი გახდა, მაგრამ მთლიანობაში მასპინძლებმა თავი ვერ გაართვეს დაკისრებულ მოვალეობას და ფავორიტად შერაცხულ მეტოქესთან უშანსოდ დამარცხდნენ. დუდა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31:45 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების წევრმა 8-დან 3 […]

ქალთა ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია

7 ნოემბერს, ნიონში, უეფას ქალთა ერთა ლიგის 2025 წლის გათამაშების წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები C ლიგის მეორე ჯგუფში მოხვდა, სადაც მალტის, კვიპროსის და ანდორის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს. C ლიგა 6 ჯგუფისგან შედგება და B ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. დაწინაურების დამატებით შანსს მიიღებს ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი, რომლებიც პლეი-ოფში B ლიგის მესამეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან. ერთა ლიგის ჯგუფური […]

კონდიციონერების მიმწოდებლებს ახალი ვალდებულებები უჩნდებათ

მთავრობამ კონდიციონერის ენერგოეტიკეტირების წესი დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილება, რომელიც 2025 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება, საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. ტექნიკური რეგლამენტი “ჰაერის კონდიციონერის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ” ადგენს ეტიკეტირების, პროდუქტის შესახებ სტანდარტული და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნებს ელექტრო ქსელში ჩართული ჰაერის კონდიციონერებისთვის, რომელთა ნომინალური სიმძლავრე გაგრილების ან იმ შემთხვევაში თუ პროდუქტს არ გააჩნია გაგრილების ფუნქცია, გათბობისთვის ≤12 […]

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალან ბერსეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელების პროცესში. “მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპის […]

რატი იონათამიშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს და რადიკალური ოპოზიცია აქ, აქციაზე კი არა, სასეირნოდაც ვერ იკრიბება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს და რადიკალური ოპოზიცია აქ, აქციაზე კი არა, სასეირნოდაც ვერ იკრიბება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ბუდაპეშტში, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იჯდა საქართველოს […]

‘საყვედურით ვიტყვი, არ მომწონს ღლიცინი, გასაცინი დღეს ჩვენ არაფერი გვაქვს” – სამადაშვილი

ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა TV ფორმულას ეთერში, თქვა: 🔻 “სტატუს-კვო, ვისთვისაც არ უნდა იყოს მისაღები, ეს არის ქართველი ხალხი. ხალხისთვის, რომელსაც გაუუქმეს ევროპული მომავალი. ევროპული მომავალი არ გაუუქმებიათ ფრანგებისთვის და გერმანელებისთვის. ამიტომ, ხაზგასმით მინდა ვთქვა, მე მესმის ადამიანების ფრუსტრაციის, რომლებიც ამბობენ, რომ მოვდივართ აქციებზე და მერე რა. აქციებზე მოგვიწევს სიარული ძალიან დიდხანს. ვინმეს […]

ანა ნაცვლიშვილი: ვიწყებთ ახალ კამპანიას ხელახალი არჩევნების მოთხოვნით

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ახალ კამპანიას იწყებენ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარება მიტაცებული არჩევნების მიმართ მკაფიო მიუღებლობის დაფიქსირებაში და არჩევნების დასაბრუნებლად აქტიური როლის შეასრულებაში. ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ ეს ინიციატივა თითოეულ მოქალქეს მისცემს შესაძლებლობას, ოფიციალური განაცხადით მიმართოს ცეესკოს და მოითხოვოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა: “ეს არის განცხადების ფორმის მქონე, საქართველოს კანონმდებლობაზე დაფუძნებით შექმნილი ორი […]

ილია დარჩიაშვილი – პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქმნის ჩვენი ქვეყანა, ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეკონომიკის განვითარებაში

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქმნის ჩვენი ქვეყანა, იმ ეკონომიკურ განვითარებასა და შედეგებზე, რომლებიც აქვს უკვე საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბუდაპეშტში განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და დაკავშირებადობას ეხებოდა. როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. „ჩვენი […]

მიხაილ როთი – ნებისმიერმა, ვისაც ევროკავშირის ნაწილად ყოფნა სურს, უნდა უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სამწუხაროდ, საქართველოში ეს ასე არ მოხდა

ნებისმიერმა, ვისაც ევროკავშირის ნაწილად ყოფნა სურს, უნდა უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. სამწუხაროდ, საქართველოში ეს ასე არ მოხდა, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუდენსტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ის პირად გვერდზე წერს. როთი ეხმაურება 6 ნოემბერს გამოქვეყნებულ საერთო განცხადებას, რომლის ხელმომწერებიც, როთთან ერთად, კიდევ 39 ევროპელი პარლამენტარია – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, პარლამენტის […]

ტრამპის გამარჯვებას ბირჟებზე ნავთობის გაიაფება მოჰყვა

დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ბირჟებზე ნავთობის გაიაფება მოჰყვა. ტრამპის მიერ ამერიკაში ნავთობის მოპოვების გაზრდის თაობაზე განცხადების შემდეგ, Brent-ის ნავთობის ფასი კვლავ ჩამოცდა 76 დოლარს და ახლა ის 75 დოლარია. ანალიტიკოსები ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ორ სცენარზე აკეთებენ აქცენტს – არის მოსაზრება, რომ ნავთობის გლობალური მიწოდება შეიძლება შეფერხდეს თუ ტრამპის ადმინისტრაცია ირანიდან ნავთობის მიწოდებაზე სანქციებს გაამკაცრებს. […]