„ზოგიერთი თქვენგანი პუტინს 20 წელია ეხუტება, მაგრამ ამას სიკეთე არ მოუტანია“ — ზელენსკი ბუდაპეშტის სამიტზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური ლიდერების სამიტზე განაცხადა, რომ უკრაინა თავს არა რუსული სიტყვებისგან, არამედ რუსული ტყვიებისგან იცავს და შესაბამისად, მის ქვეყანას არა პუტინთან მოლაპარაკებებში მხარდაჭერა, არამედ შესაბამისი შეიარაღება სჭირდება. „არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ მშვიდობას სისუსტის გამოვლენით მოიპოვებ. მშვიდობა ჯილდოა მხოლოდ ძლიერებისთვის“, — თქვა ზელენსკიმ სამიტზე. ზელენსკი სიტყვით გამოსვლისას შეეხო მსჯელობებს რუსეთთან […]

ხუჭუა: მეუღლის გამჟღავნებული აზრი ვერ იქნება მოსამართლის აცილების საფუძველი – ვლადიმერ ხუჭუა

თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ,”ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ რომ მეუღლის ან ნათესავით გამჟღავნებული აზრი ან მათი პოლიტიკური შეხედულებები ვერ განიხილება მოსამართლის აცილების საფუძვლად და ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლსო გადაწყვეტილებაც არსებობს, ამიტომაც დაინტერესებულ პირებს მოსამართლე ამ გადაწყვეტილების გაცნობას ურჩევს. ყველაფერი ამის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანა და სოციალური ქსელებიდან მიღებული ინფორმაცია ჩემ მიკერძოებასთან დაკავშირებით, […]

“ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ერთთვიანი ვარდნა” – რა ბედი ელის ლარს?

2024 წლის ოქტომბერში, საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდული მოცულობით, 627 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც სებ-ის არსებობის ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ერთთვიანი ვარდნაა, – ინფორმაციას გამოცემა bm.ge აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, კლების მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული 4 სავალუტო ინტერვენცია, 213 მილიონი დოლარის გაყიდვა და ამასთან, სავარაუდოდ, Bmatch პლატფორმით დამატებითი ინტერვენციების განხორციელება იყო. […]

შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის – რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“

• მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის და შეამოწმე აკუმულატორი უფასოდ „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის სუსხიანი დღეების მოახლოებას ტემპერატურის მკვეთრი კლება ყოველდღიურად გვახსენებს. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკაც და უსაფრთხო გადაადგილებისათვის მნიშვნელოვანია, ავტომფლობელები ტემპერატურის კლებას სრულად გამართული ავტომობილით შეხვდეთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ცივი სეზონის დადგომამდე უნდა შევამოწმოთ – აკუმულატორია. ის ავტომობილის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც დიდ როლს ასრულებს ელექტრონული […]

heritage hotel and suites-ის წარმომადგენელი – WTM London-ის გამოფენაზე საქართველოს როგორც უნიკალურ, უძველესი კულტურის მქონე ქვეყანას, ყველას გავაცნობთ

დიდ ბრიტანეთში, WTM London 2024-ის გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაზე ტურიზმის სექტორიდან 21 კომპანიაა წარმოდგენილი. მათი ცნობით, ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს წარდგენის მნიშვნელობაზე სასტუმრო heritage hotel and suites-ის წარმომადგენელი თამარ მოსიძე საუბრობს. მათივე ინფორმაციით, WTM London 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ტურისტულ პროდუქტებს. […]

ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში რობერტ ფიცოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა. „შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და გამოითქვა მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სლოვაკ კოლეგას საქართველოს […]

„თბილისი ენერჯი“ – ფიზიკურმა პირმა გაზსადენი დააზიანა, რის გამოც 8500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა

“თბილისი ენერჯის“ განცხადებით, ფიზიკურმა პირმა გაზსადენი დააზიანა, რის გამოც 8500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა. კომპანიის ინფორმაციით, პიზიკური პირის მიერ გაზსადენის დაზიანების გამო, დღეს, 7 ნოემბერს, 18:00 საათიდან გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა: იური გაგარინის ქ. 18-ში მდებარე ამხანაგობა ,,გაგარინის 18″-ს, იური გაგარინის ქ. 29-ში მდებარე შპს ,,ირს თაუერი”-ს, ელისაბედ ჩერქეზიშვილის ქ. 2-ში მდებარე შპს ,,მ.დ.კ.”-ს, ნუცუბიძე – […]

რა თქვა მაკრონმა საქართველოს არჩევნების შესახებ იმ სამიტზე, რომელსაც კობახიძეც ესწრება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საქართველოსა და მოლდოვის არჩევნებში ხმების ყიდვა და მანიპულაციები იყო. ამის შესახებ მან დღეს, 7 ნოემბერს, ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მოლდოვის პრეზიდენტად ხელახლად არჩეული მაია სანდუც ესწრებოდნენ. ემანუელ მაკრონმა მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, კობახიძეს – არა, საქართველოსთან დაკავშირებით კი იმედი გამოთქვა, რომ […]

19-წლამდელების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები, 13 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპს, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩით დაიწყებს. ჯგუფის მასპინძელი შვედეთის შემდეგ, ჩვენი გუნდი – ნორვეგიას და ესტონეთს დაუპირისპირდება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ფირცხალაიშვილმა, მოახლოებული მატჩებითსთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა. U19 | შემადგენლობა მეკარეები: მათე საური (რიუ ავე), ლუკა ხელაშვილი (ლოკომოტივი თბილისი). მცველები: გიორგი ნიკოლაიშვილი (დინამო თბილისი), […]

ჩემი ხმა: ხელისუფლება სადამკვირვებლო მისიის წევრი ორგანიზაციების შევიწროებას ცდილობს

სადამკვირვებლო მისია ჩემი ხმა აცხადებს, რომ მათი წევრების პროკურატურაში დაბარების შემდგომ, ხელისუფლება ზეწოლის მცდელობებს განაგრძობს. მისიაში ამბობენ, რომ ოზურგეთში ორგანიზაცია “სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის” უკანონო დაჯარიმება ამ მცდელობის ნაწილია. 2024 წლის 4 ნოემბერს, ორგანიზაციამ ოფისის აივანზე განათავსა ტრანსპარანტი წარწერით “რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა”, რაც დარღვევებით ჩატარებული არჩევნების გაპროტესტებას ემსახურებოდა. 5 ნოემბერს ოზურგეთის მუნიციპალურმა ინსპექციამ ორგანიზაცია 1500 […]