ხუჭუა: მეუღლის გამჟღავნებული აზრი ვერ იქნება მოსამართლის აცილების საფუძველი – ვლადიმერ ხუჭუა

თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ,”ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ რომ მეუღლის ან ნათესავით გამჟღავნებული აზრი ან მათი პოლიტიკური შეხედულებები ვერ განიხილება მოსამართლის აცილების საფუძვლად და ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლსო გადაწყვეტილებაც არსებობს, ამიტომაც დაინტერესებულ პირებს მოსამართლე ამ გადაწყვეტილების გაცნობას ურჩევს.
ყველაფერი ამის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანა და სოციალური ქსელებიდან მიღებული ინფორმაცია ჩემ მიკერძოებასთან დაკავშირებით, ამის დეტალურად განხილვა არასერიოზულია. ვინც დაინტერესდება და ამის თაობაზე ღრმად ჩაიხედავს, არსებობს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, სხვათა შორის, ქართულ საქმეზე. ვურჩევ ნახოს ეს გადაწყვეტილება და კიდევ უფრო დარწმუნდება, რომ თუნდაც ეს საკითხი, ნებისმიერი საკითხი, არამარტო პოლიტიკური შეხედულებები, თუნდაც პოლიტიკური პარტიის წევრობა, მეუღლის გამჟღავნებული აზრი, არ შეიძლება, თუ არ არსებობს ამის იმგვარი წინაპირობები, რომელიც იწვევს მოსამართლის აშკარად აცილების საფუძვლებს, რა თქმა უნდა, ვერ განიხილება როგორც მოსამართლის აცილების საფუძვლები. ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, რასაც მეკითხებით, მაშინ გამოდის, რომ ამ საქმეს ვერ განიხილავდა ვერცერთი მოსამართლე, რომლის მეუღლე, ან ნათესავი, პოზიციის ან ოპოზიციის აზრის მატარებელია. ლოგიკა ხომ ასეთია. თუ ადამიანს სოციალურ ქსელში აქვს აზრი გამოთქმული ნებისმიერ საკითხზე, ეს შეიძლება პირდაპირ მივაწეროთ ნებისმიერ ადამიანს, მოსამართლეს როგორც მის აზრად. ამ შემთხვევაში, მივდივართ სრულ აბსურდამდე”, – ამბობს ვლადიმერ ხუჭუა.
ცნობისთვის, ცესკოს საჩივარში თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებული იყო მოსამართლის მეუღლის პირადი მოსაზრებები საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებით, რაც აპელანტების აზრით, შესაძლოა გადაწყვეტილების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებდეს.
შეგახსენებთ, რომ თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება 4 ნოემბერს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს