ცესკო ISFED-ის პასუხად ამბობს, რომ 11 უბანზე გენდერული სტატისტიკა ცდომილებით დამუშავდა

ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული“ განცხადება გააკეთა. ერთი მხრივ, ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა თქვა, რომ 11 საარჩევნო უბანზე გენდერული სტატისტიკა არასწორად დამუშავდა, მეორე მხრივ კი მაინც არასამთავრობო ორგანიზაცია დაადანაშაულა „მანიპილაციური“ განცხადების გავრცელებაში. „მონაცემებს ითვლიან რეგისტრატორები არა საარჩევნო, არამედ მხოლოდ გენდერული სტატისტიკის დამუშავების მიზნით და შესაძლოა, დათვლის მეთოდოლოგიისა […]

პირველი ქალი თეთრი სახლის აპარატის უფროსად

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ თეთრი სახლის აპარატის უფროსად მისი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, სუზი უაილსს დანიშნავს. 67 წლის უაილსი პირველი ქალი იქნება, რომელიც თეთრი სახლის აპარატის უფროსის თანამდებობას დაიკავებს. 1980 წელს უაილსი რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო კამპანიაში მუშაობდა, 2018 წელს იგი რესპუბლიკელ გუბერნატორს, რონ დესანტისს, ფლორიდაში არჩევნების მოგებაში დაეხმარა. 2016 და 2020 წლის არჩევნებზე იგი ტრამპის […]

“თბილისი თუ ამას შეძლებს, – ქოცებს დაერხევათ” – გიორგი მელაძე

თბილისი თუ შეძლებს ათასი ხუთკაციანი ჯგუფის შექმნას, რომელიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაგეგმავს და განახორციელებს პატარ-პატარა ამბებს, შეეჯიბრება ერთმანეთს საინტერესო აქციების მოფიქრებაში, ქოცებს დაერხევათ და თან დემოკრატიულ საზოგადოებას გავაძლიერებთ. გუდ მორნინგ!

არჩევნების გაყალბების საქმეზე პროკურატურამ საბა ბუაძე გამოკითხვაზე დაიბარა

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე არჩევნების გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც ბუაძე ფეისბუქზე წერს, გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვს. “ამ “პატიოსან” მკერავ-პროკურორთა სახლში მისვლას ცხადია არ ვაპირებ და ველოდები დაკითხვას მაგისტრი მოსამართლის წინაშე. ამასობაში ვინმემ თუ მოისმინეთ პროკურატურისგან, რა ნაბიჯები გადაიდგა არჩევნების დღეს დადასტურებულ დანაშაულებრივ შემთხვევებზე?”, – წერს ბუაძე. საქმე ეხება პროკურატურის […]

„რეზერვების გახარჯვა საკმაოდ დიდ საფრთხეებამდე მიგვიყვანს“ – დავით კიკვიძე

სებ-მა არსებობის ისტორიაში ერთ თვეში რეკორდული ოდენობით რეზერვები გაყიდა. 2024 წლის ოქტომბერში რეზერვები 627 მილიონი დოლარით შემცირდა და 4.08 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. ,,საფრთხე რა თქმა უნდა ძალიან დიდია.’’- ასე აფასებს ეკონომისტი დავით კიკვიძე რეზერვების მოცულობის შემცირებას. ,,რეზერვები ეს არის ქვეყნის ბუფერი, რომლითაც ეროვნული ბანკი ემსახურება მთავრობას, სავალუტო ხარჯების თვალსაზრისით. (საერთაშორისო ვალის მომსახურება იქნება თუ სხვა […]

ერთი რამ ცხადია, ძლიერი გერმანიის გარეშე ევროპა ვერ იქნება ძლიერი – რობერტა მეცოლა

ერთი რამ ცხადია, ევროპა ვერ იქნება ძლიერი, თუკი გერმანია არ იქნება ძლიერი. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა. ამის შესახებ მალტელმა პოლიტიკოსმა ბუდაპეშტში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა. მეცოლას თქმით, „ევროპული პოლიტიკური გაერთიანება“ მომდევნო თვეებში მოლოდინის რეჟიმში იქნება. „ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მომდევნო რამდენიმე თვეს, როდესაც გამოვალთ მოწოდებებით პოლიტიკური სტაბილურობისკენ, როდესაც მოვუწოდებთ […]

ცესკო – საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი 1201 საჩივრიდან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ან დაკმაყოფილდა 167, არ დაკმაყოფილდა 917, ხოლო განუხილველად დარჩა 107 საჩივარი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სანტურიანის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 1201 საჩივარი იყო წარმოდგენილი, საიდანაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ან დაკმაყოფილდა 167, არ დაკმაყოფილდა 917, ხოლო განუხილველად დარჩა 107 საჩივარი. როგორც პრესკონფერენციაზე სანტურიანმა განაცხადა, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა 290 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს. ამასთან, მისი თქმით, 427 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები ხელახლა გადაითვალა, თუმცა ამან […]

სახალხო დამცველმა კახეთის რეგიონში მდებარე შშმ პირთა სათემო მომსახურებები მოინახულა და დაწესებულებებში მცხოვრებ პირთა უფლებრივ მდგომარეობას გაეცნო

2024 წლის 7 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა კახეთის რეგიონში, სოფელ საქობოსა და სოფელ გრემში მდებარე შშმ პირთა სათემო მომსახურებები მოინახულა და დაწესებულებებში მცხოვრებ პირთა უფლებრივ მდგომარეობას გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათი ცნობით, სახალხო დამცველმა სათემო მომსახურებების ფიზიკური გარემო, ბენეფიციართა საცხოვრებელი ოთახები, სასადილო სივრცეები, სველი წერტილები, ეზო დაათვალიერა და […]

საარჩევნო აპარატურის დაზიანების ფაქტზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდველაში მდებარე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო აპარატურის დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, […]

რას პირდება ბაიდენი ტრამპს? – “არ შეიძლება, ქვეყანა გიყვარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც იმარჯვებ”

ჩვენ ვართ დემოკრატიაში, სადაც ხალხის ნება ყოველთვის იმარჯვებს. მე ვესაუბრე არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს. მივულოცე მას გამარჯვება და დავარწმუნე ის, რომ მთელ ჩემს ადმინისტრაციას მივმართავ, რომ იმუშაონ მის გუნდთან ერთად ძალაუფლების მშვიდობიანი და მოწესრიგებული გადაბარების უზრუნველსაყოფად. ეს არის ის, რასაც ამერიკელი ხალხი იმსახურებს. არ შეიძლება, ქვეყანა გიყვარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც იმარჯვებ, გიყვარდეს მეზობელი მხოლოდ მაშინ, როდესაც […]