ირაკლი კობახიძე – დავალების მიმცემებმა რომ დაინახეს გახარია ბარიერს ვერ ლახავდა, წავიდა დავალება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოტენციურ ამომრჩეველს ხმა გახარიას პარტიისთვის უნდა მიეცა – მას ბარიერი ხელოვნურად გადაალახვინეს

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების დღეს, 15:00 საათის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდებდნენ ხმა არა მათთვის, არამედ გიორგი გახარიას პარტიისთვის მიეცათ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი გახარიას პარტიას ბარიერი ხელოვნურად გადაალახვინეს. „ერთ-ერთი ინფორმაცია, რაც მოვიდა არის ის, რომ 15:00 საათის შემდეგ მოსულ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს მოუწოდებდნენ, რომ ხმა გიორგი გახარიასთვის მიეცათ. საათობრივად ხდება […]
შალვა პაპუაშვილი – როცა ქართველი ხალხი მათ მოწოდებებზე არ გამოდის და გვერდში არ უდგება, მიდიან უცხოელებთან – ასეთი პარტიები გვყავს, რომლებიც არიან უცხო ქვეყნის დიპლომატების იმედად, ამიტომ უთხრა ხალხმა მათ უარი

როცა ქართველი ხალხი მათ მოწოდებებზე არ გამოდის და გვერდში არ უდგება, მიდიან უცხოელებთან. ასეთი პარტიები გვყავს, რომლებიც არიან უცხო ქვეყნის დიპლომატების იმედად, ასე იყვნენ სულ, ასე არიან და ამიტომ უთხრა ქართველმა ხალხმა მათ უარი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი ლიდერების ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციური ჯგუფები არა ქართველი […]
CIU-ში „ქართული დიპლომატიის კვირეული“ გაიმართა

4 – 7 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა „ქართული დიპლომატიის კვირეულს“ უმასპინძლა. ღონისძიებათა სერია, რომელიც სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის / უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა, ქართული დიპლომატიის დღეს მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათი ცნობით, კვირეულის პირველ ლექციაზე აუდიტორიის წინაშე წარდგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის […]
ლევან სურგულაძე ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების ხარჯვაზე – სებ-ის ქმედებები იყო სრულიად კანონიერი, მართებული და დროული

ნამდვილად არ მესმის, რას ემსახურება და რა აზრი აქვს ეროვნული ბანკის რეზერვების შესახებ კვლავ წამოწყებულ პოლემიკას, უნდა გამოეყენებინა თუ არა რეზერვები, რათა შეემცირებინა და დაესტაბილურებინა ლარის აჟიოტაჟური ვოლატილობა?! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფინანსისტი, საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე წერს. მისი თქმით, სებ-ის ქმედებები იყო სრულიად კანონიერი, მართებული და დროული. „ხომ შევთანხმდით და ოპონენტებიც […]
პაპუაშვილი: ვისთანაც უნდოდა ირაკლი კობახიძეს შეხვედრა, ზუსტად იმ ხალხს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბუდაპეშტში ვიზიტის დროს პრემიერმინისტრი შეხვდა ყველას, “ვისთანაც სურდა შეხვედრა”. ამის შესახებ მან კახეთში ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა. “ირაკლი კობახიძე შეხვდა ყველას, ვისთანაც ირაკლი კობახიძეს სურდა შეხვედრა. ვისთანაც უნდოდა ირაკლი კობახიძეს შეხვედრა, ზუსტად იმ ხალხს შეხვდა”, – თქვა პაპუაშვილმა. 7 ნოემბერს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე შეხვედრას დაესწრო. […]
კობახიძე: ყველაფერზე ვესაუბრე მიშელს, მოისმინა და ალბათ, გამოიტანს თავის დასკვნებს

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან “ყველაფერთან დაკავშირებით ჰქონდა საუბარი”. ის ამბობს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით შარლ მიშელს “განმარტებები გაუკეთა”. დასავლეთის მხრიდან არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოთხოვნის მიუხედავად, კობახიძე ამტკიცებს, რომ ქართულმა ოცნებამ გაითვალისწინა აშშ-EU-ის მოწოდება, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი ამას არ ემორჩილება. “მე ყველაფერთან დაკავშირებით მქონდა საუბარი შარლ მიშელთან, […]
“ყურადღებით უყურეთ ამ ვიდეოს – ეს ძალიან მნიშვნელოვანია” – ნინო ჯანგირაშვილი

ყურადღებით უყურეთ ამ ვიდეოს. ცესკოს გოგო ნათია, რომელსაც ბოლო დროს ნერვები ღალატობს, არჩევნებამდე დადიოდა ეთერ–ეთერ და ხმის მიცემის პროცედურების პრეზენტაციას აკეთებდა. ნოდარ მელაძის ამ გადაცემის ამ მონაკვეთში ის ფაქტიურად ადასტურებს, რომ თავიდანვე იყო სრული დაშვება, ბიულეტენი აპარატს არ მიეღო და უკან დაბრუნებულიყო. მე არ ვიცი ვინმემ ეს სასამართლოზე მტკიცებულებად წარადგინა თუ არა, მაგრამ დღეს, როცა […]
“რა ფული დახარჯა მმართველმა პარტიამ და საიდან მოიტანა ის?” – მერაბ მეტრეველი

კარგი, გავიგეთ, რომ ეს კორდინატორების და კაპიტნების სისტემა, თუ ამომრჩევლების მობილიზების სხვა მეთოდები ფორმალურად კანონს არ ეწინააღმდეგება და სხვა ქვეყნებშიც ახდენენ პარტიები საკუთარი ამომრჩევლების მობილიზებას, თუმცა დემოკრატიულ ქვეყნებსა და ჩვენს ქვეყანას შორის ამ მხრივ ის სხვაობაა, რომ იქ მმართველი პარტია სახელმწიფო სტრუქტურებთან შეზრდილი არაა და როცა პარტია გირეკავს, არ გაქვს განცდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურები, პოლიცია, […]
საბა 2024-ის ფინალისტები უკვე ველიზეა – რა უნდა წაიკითხო დაჯილდოებამდე

საბა 2024-ის ფინალისტები უკვე ველიზეა – რა უნდა წაიკითხო დაჯილდოებამდე სულ მალე პრემია საბა 2024-ის დაჯილდოება გაიმართება. „საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემიის დაარსებით იწყება. წელს ჟიური საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს 7 ნომინაციაში გამოავლენს: · წლის საუკეთესო პროზაული კრებული; · წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი; · წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა; […]
ირაკლი კობახიძე – სისასტიკე, ადამიანის ღირსების უგულებელყოფა იყო წინა ხელისუფლების ხელწერა და როდესაც კონკრეტული უცხოელი ლიდერები მისტირიან ასეთ დანაშაულებრივ პოლიტიკურ პარტიას, ეს ძალიან მძიმედ მეტყველებს ამ ლიდერებზე

სისასტიკე, ადამიანის ღირსების სრული უგულებელყოფა, ადამიანის უფლებების სრული უგულებელყოფა, ეს იყო მათი [წინა ხელისუფლების] ხელწერა და დღეს, როდესაც კონკრეტული უცხოელი ლიდერები მისტირიან ასეთ დანაშაულებრივ პოლიტიკურ პარტიას, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ მეტყველებს ამ ლიდერებზე, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 2007 წლის 7-8 ნოემბრის მოვლენებს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა […]