განმარტებები გავუკეთე შარლ მიშელს და ალბათ გამოიტანს დასკვნას – კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, მასთან საუბრის შემდეგ, დასკვნას გამოიტანს. ირაკლი კობახიძე და შარლ მიშელი ერთმანეთს გუშინ, 7 ნოემბერს, ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. „ყველაფერთან დაკავშირებით მქონდა საუბარი შარლ მიშელთან, მათ შორის განვუმარტე მას, რომ მთელი რიგი სუბიექტები ითხოვდნენ გამოძიებას, ბორელის განცხადება შევახსენე მას, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება და […]

ბუდაპეშტში ვიზიტი იყო ძალიან პროდუქტიული, გვქონდა მნიშვნელოვანი საუბრები შესაბამის ლიდერებთან – ირაკლი კობახიძე

ბუდაპეშტში ვიზიტი იყო ძალიან პროდუქტიული, გვქონდა მნიშვნელოვანი საუბრები შესაბამის ლიდერებთან – ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში ვიზიტი იყო ძალიან პროდუქტიული, გვქონდა მნიშვნელოვანი საუბრები შესაბამის ლიდერებთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რაცუკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ამისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლიკობახიძემ ჟურნალისტებს ყვარელში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მას ჰქონდა შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე, […]

“დამიბარეს გამოკითხვაზე” – პროკურატურაში ირაკლი კუპრაძეც დაიბარეს

ქართული ოცნება აგრძელებს საგამოძიებო ფარსს პროკურატურის მონაწილეობით. დამირეკეს და დამიბარეს გამოკითხვაზე პროკურატურაში. რა თქმა უნდა პროკურატურას ვუცხადებ უნდობლობას. თუმცა მზად ვარ, სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან წარვადგინო და ვამხილო ქართული ოცნების გაყალბების სქემა.

შალვა პაპუაშვილი – თუ ვინმეს რაიმე ეჭვი აქვს და ბრალდებებს წამოაყენებენ, ეჭვის საბუთები შესაბამის ორგანოებს უნდა წარუდგინონ და გაეცემა პასუხები – ყველას მოვუწოდებ, ეუთო/ოდირის დასკვნით იხელმძღვანელონ

თუ ვინმეს რაიმე ეჭვი აქვს და ბრალდებებს წამოაყენებენ, ეჭვის საბუთები შესაბამის ორგანოებს უნდა წარუდგინონ და ყველა ამ საკითხს საარჩევნო კომისიებს, სასამართლოს თუ პროკურატურის მხრიდან გაეცემა პასუხები – ყველას მოვუწოდებ, ეუთო/ოდირის დასკვნით იხელმძღვანელონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით […]

შალვა პაპუაშვილი – 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ოთხი პარტია „ნაციონალურ მოძრაობად“ გაფორმდა – ყველანი „ნაცები“ არიან!

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ეს ოთხი პარტია „ნაციონალურ მოძრაობად“ გაფორმდა – 26 ოქტომბრის შემდეგ, „ნაცები“ არიან ყველა! როცა ურთიერთობა „ნაცებთან“ გაქვს, ჩვენი დამოკიდებულებაც შესაბამისი იქნება, – ეს განცხადება ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. პაპუაშვილის თქმით, აღნიშნულმა პარტიებმა “უცხოეთიდან კარნახით“ შეიმუშავეს ტაქტიკა და იმ მიზნით, რომ ბარიერი ყველას გადაელახა და “ქართული ოცნებისთვის“ ზიანი […]

პრემიერი – კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით ფართო რეგიონში საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით ფართო რეგიონში საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი, თუმცა ამაზე გაჩერებას არ აპირებენ. „ჩვენი ამოცანაა, რომ ევროპის სამეულში, მსოფლიოს სამეულში გავიდეთ უახლოესი წლების განმავლობაში და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად შემცირებულიყო კორუფცია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ […]

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ფონიჭალა, მარნეული, გუგუთის საავტომობილო გზიდან, სოფელ მაშავერაში მისასვლელი გზის და სიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ, კახა პეტრიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა ფონიჭალა, მარნეული, გუგუთის საავტომობილო გზიდან, სოფელ მაშავერაში მისასვლელი გზის და სიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე შეაფასეს. ამის შესახებ ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ორივე პროექტის ბიუჯეტი ორ მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. „პროექტის ფარგლებში, […]

თეონა აქუბარდია – ჟენევის დისკუსიებზე კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რა დიდი საფრთხე შეუქმნა ივანიშვილმა საქართველოს ნამდვილ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას – მოვუწოდებ ივანიშვილს, თქვას სიმართლე!

რუსეთმა არჩევნებიდან მალევე გამოავლინა უკმაყოფილება „ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის ვერ მიღებასთან დაკავშირებით, მიუხედავად ფაქტობრივად, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შეწყვეტილი შესაძლებლობისა – მოვუწოდებ ივანიშვილის „ოცნებას“, გამოვიდეს და უთხრას ხალხს სიმართლე! – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ ბრიფინგზე განაცხადა. ის „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ილუზიების შექმნის ნაცვლად, ახსნას, რას უპირისპირებს […]

შალვა პაპუაშვილი – ვხედავთ, დეზინფორმაცია, რომელიც საქართველოს მიმართ ვრცელდება, ძირითადად, ევროპელი პოლიტიკოსებისგან მოდის

ვხედავთ, რომ დეზინფორმაცია, რომელიც საქართველოს მიმართ ვრცელდება, ძირითადად, ევროპელი პოლიტიკოსებისგან მოდის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები და ახლაც მისივე შეფასებით ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენებას ცდილობენ. „დაგვიანონსეს, რომ ორშაბათს და სამშაბათს გვესტუმრებიან, სხვადასხვა პარლამენტის წარმომადგენლები, რომლებიც აქ წინასაარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულნი, დამარცხდნენ აქ […]

შალვა პაპუაშვილი – ბუდაპეშტში ირაკლი კობახიძე შეხვდა ყველას, ვისთანაც ირაკლი კობახიძეს სურდა შეხვედრა

[ბუდაპეშტში] ირაკლი კობახიძე შეხვდა ყველას, ვისთანაც ირაკლი კობახიძეს სურდა შეხვედრა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. კერძოდ, მან უპასუხა კითხვას, ის, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები არ ეკონტაქტებიან, მიანიშნებს თუ არა რამეზე. პაპუაშვილის თქმით, კობახიძე ზუსტად იმ ხალხს შეხვდა, ვისთანაც უნდოდა შეხვედრა. „ირაკლი კობახიძე შეხვდა ყველას, ვისთანაც ირაკლი კობახიძეს […]