ირაკლი კობახიძე – სისასტიკე, ადამიანის ღირსების უგულებელყოფა იყო წინა ხელისუფლების ხელწერა და როდესაც კონკრეტული უცხოელი ლიდერები მისტირიან ასეთ დანაშაულებრივ პოლიტიკურ პარტიას, ეს ძალიან მძიმედ მეტყველებს ამ ლიდერებზე

სისასტიკე, ადამიანის ღირსების სრული უგულებელყოფა, ადამიანის უფლებების სრული უგულებელყოფა, ეს იყო მათი [წინა ხელისუფლების] ხელწერა და დღეს, როდესაც კონკრეტული უცხოელი ლიდერები მისტირიან ასეთ დანაშაულებრივ პოლიტიკურ პარტიას, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ მეტყველებს ამ ლიდერებზე, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 2007 წლის 7-8 ნოემბრის მოვლენებს.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა და ახლაც დანაშაულებრივია მათი ოპოზიციური საქმიანობა.
„ყველამ იცის, რომ ეს არის დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა. დანაშაულებრივი იყო მათი 9-წლიანი საქმიანობა, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და დანაშაულებრივია, ასევე, მათი საქმიანობა ოპოზიციაში. რაც შეეხება 7-8 ნოემბრის მოვლენებს, ეს არის ერთ-ერთი შავი ლაქა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ეს დღეები ცხადყოფს იმ დანაშაულებრივ ბუნებას, რომლითაც გამოირჩეოდა მაშინდელი რეჟიმი – ეს იყო სისასტიკე, ეს იყო ადამიანის ღირსების სრული უგულებელყოფა, ეს იყო ადამიანის უფლებების სრული უგულებელყოფა, ეს იყო მათი ხელწერა და დღეს, როდესაც კონკრეტული უცხოელი ლიდერები მისტირიან ასეთ დანაშაულებრივ პოლიტიკურ პარტიას, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ მეტყველებს ამ ლიდერებზე“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, 7-8 ნოემბრის მოვლენებიდან, როდესაც ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ანტისახელისუფლებო პროტესტის დარბევა მოხდა, 17 წელი გავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა