შალვა პაპუაშვილი – პირადად მე არანაირი კითხვები ISFED-ის მიმართ არ მაქვს, კითხვები მაქვს USAID მიმართ, რომელიც მას აფინანსებს – წინა ჯერზე ყველა პასუხისმგებლობას გაექცა, ახლა ვერავინ გაქცევა

პირადად მე არანაირი კითხვები ISFED-ის მიმართ არ მაქვს, მე კითხვები მაქვს USAID მიმართ, რომელიც აფინანსებს მას – USAID-ის პასუხისმგებლობაა, რომ მათ მიერ დაფინანსებული ეს ორგანიზაცია ახლა ცდილობს თაღლითურად არჩევნების ჩაშლას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ISFED პარალელური დათვლის შედეგებს არ აქვეყნებს, რათა სპეკულაციებისთვის ნიადაგი შექმნას. „მე პირადად არანაირი კითხვები […]

ვიქტორ ორბანი – ამერიკელები რუსეთ-უკრაინის ომს დატოვებენ – ევროპა ამ ომს მარტო ვერ დააფინანსებს

ევროკავშირმა უნდა გადახედოს უკრაინის მხარდაჭერას აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სახელმწიფო რადიოს განუცხადა. მისი თქმით, ევროპა აშშ-ის გარეშე, მარტო ვერ შეძლებს ამ ომის დაფინანსებას. „ამერიკელები ამ ომს დატოვებენ, პირველ რიგში ისინი არ წაახალისებენ ომს. ევროპა მარტო ვერ დააფინანსებს ამ ომს. ზოგიერთს ჯერ კიდევ სურს გააგრძელოს […]

ჩვეულებრივად გაგრძელდება პროცესები, შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, ნდობა გამოუცხადდება მთავრობას – პრემიერი

ჩვეულებრივად გაგრძელდება პროცესები, შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, ნდობა გამოუცხადდება მთავრობას – პრემიერი ოპოზიცია ცდილობს, შექმნას პარალელური დღის წესრიგი, თუმცა ამას ვერ მოახერხებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არჩევნები დამთავრებულია, ჩვეულებრივად გაგრძელდება პროცესები, შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, ნდობა გამოუცხადდება მთავრობას. „არჩევნები არის დამთავრებული. უახლოეს მომავალში შეჯამდება არჩევნების შედეგები ცესკოს […]

ინდოეთი, ირანი და სომხეთი, საქართველოს გავლით სატრანსპორტო დერეფნის შექმნას აანონსებენ

ინდოეთი, ირანი და სომხეთი, საქართველოს გავლით სატრანსპორტო დერეფნის შექმნას აანონსებენ მიღწეულია კონკრეტული შეთანხმება ინდოეთი-ირანი-სომხეთის სატრანსპორტო მარშრუტის გაშვების საკითხზე სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებაზე. ამის შესახებ ირანის ელჩმა სომხეთში მეჰდი სობჰანიმ ჟურნალისტებს კაპანში საექსპერტო სემინარის „სომხეთი-ირანი: თანამშრომლობა და პერსპექტივები“ ფარგლებში განუცხადა. „შეთანხმება არსებობს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ვადებზე“, – განაცხადა ელჩმა. სპარსეთის ყურე-შავი ზღვის ITC-ის გაშვებასთან დაკავშირებით, სობჰანიმ […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესორ დიმიტრი კუჭუხიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი, დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მკვლევრისა და პედაგოგის, დიმიტრი კუჭუხიძის გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს კუჭუხიძის ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტსა და ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათი ცნობით, დიმიტრი კუჭუხიძეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ნაყოფიერი 54 წელი აკავშირებს და ამ ხნის მანძილზე მან საუნივერსიტეტო საზოგადოებას და […]

შალვა პაპუაშვილი – ვნახეთ არნახული მასშტაბის ჩარევა არჩევნებში, უცხოელი ჩინოსნები, მათ შორის დიპლომატები, პირდაპირ ეუბნებოდნენ ქართველ ხალხს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ხმა არ მიეცათ

ვნახეთ არნახული მასშტაბის უცხოურ ჩარევა ჩვენს არჩევნებში, ვნახეთ პოლიტიკოსები და უცხოელი ჩინოსნები, მათ შორის დიპლომატები, რომლებიც პირდაპირ ერეოდნენ ქართულ არჩევნებში, პირდაპირ ეუბნებოდნენ ქართველ ხალხს, რომ „ ქართული ოცნებისთვის“ ხმა არ მიეცათ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხის ხმა იყო საკმაოდ მჭექარე საიმისოდ, რომ ვიღაცამ მისი […]

“მანჩესტერ იუნაიტედმა” სტანდარტები დაბლა დასწია” – დევიდ მოიესმა “წითელ ეშაკებში” მუშაობის პერიოდი გაიხსენა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა, Sky Bet’s Stick-ის პოდკასტთან ინტერვიუში “წითელ ეშმაკებში” გატარებული პერიოდი გაიხსენა. შოტლანდიელი სპეციალისტი “მანკუნიანელებს” 2013/2014 წლებში ავარჯიშებდა. “თავიდანვე ვიცოდი, რომ სიტუაციის გასაუმჯობესებლად დიდი დრო დამჭირდებოდა, თუმცა ხმამაღლა ვერ ვიტყოდი, რომ ამას დაახლოებით 6-წლიანი პროცესი სჭირდებოდა. გუნდს პრემიერლიგა ახალი მოგებული ჰქონდა და “იუნაიტედის” ჩაბარებას მეც დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით დავთანხმდი, […]

კობახიძე: ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის, არ ვიცი

“ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის, არ ვიცი”, – ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას 3 ევროპელი ლიდერის, მათ შორის გერმანიის კანცლერის ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით. კობახიძის აზრით, გერმანიის კანცლერს მეტად უნდა ეცალოს “საკუთარი პრობლემებისთვის და არა საქართველოს თემებთან დაკავშირებით აკეთებდეს განცხადებებს”. “პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს […]

“გამოდი, თქვი სიმართლე!” – რისი მიღება სურდა რუსეთს საქართველოს არჩევნებიდან – თეონა აქუბარდია

პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი. თეონა აქუბარდია, ბრიფინგზე ამბობს, რომ რუსეთმა უკმაყოფილე გამოთქვა იმით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვა ქართულმა ოცნებამ და შესაბამისად, ქვეყანა გააგრძელებს “კონსტიტუციის დებულებებს ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და ეროვნული შეიარაღებული ძალების მშენებლობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებით.” თეონა აქუბარდია იმასაც ამბობს, რომ კონსტიტუციიდან ამ მუხლების ამოღების გარეშეც ახერხებს ხელისუფლება, საქართველოს ნატოსა და […]

გულუბრყვილო მოლოდინია, რომ საქართველოს ინსტიტუტები გამოიძიებენ საარჩევნო დარღვევებს — ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე არსებულ დარღვევებს დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება სჭირდება. ნაუსედას აზრით, გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ საქართველოს ინსტიტუტები მიუკერძოებელ გამოძიებას ჩაატარებენ. „ამჯერად ჩვენი ღრმა შეშფოთების გამოხატვა საკმარისი არაა. მე იმედგაცრუებული ვარ არა მხოლოდ [არჩევნების] შედეგებით, არამედ საარჩევნო პროცესში მრავალი დარღვევით. არ შეიძლება ერთდროულად საუბრობდე ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზე და ყველაფერს [საწინააღმდეგოს] აკეთებდე […]