მსოფლიო ბანკმა უკრაინისთვის $750-მილიონიანი სესხი დაამტკიცა

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მსოფლიო ბანკმა უკრაინისთვის ახალი სისტემური პროექტი დაამტკიცა. დაფინანსება რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) $450-მილიონიან სესხს მოიცავს, რომელიც გარანტიით იაპონიის მთავრობის მიერ არის მხარდაჭერილი, ისევე როგორც $300-მილიონიან სესხს მსოფლიო ბანკის კრიზისის ფონდის უკრაინისა და მოლდოვის აღდგენის სპეციალური პროგრამიდან. მოსალოდნელია, რომ უკრაინა გამოყოფილ თანხებს 2024 წლის ბოლოსთვის მიიღებს.
დისკვალიფიკაციამოხდილი გოგლიჩიძე მწვრთნელმა “ლეჩესთან” მატჩში სასტარტოში დააყენა

სერია A-ს მეთორმეტე ტურში „ემპოლი“ გასვლაზე „ლეჩეს“ შეხვდება. სტუმართა გუნდის მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ საბა გოგლიჩიძე, რომელმაც “კომოსთან” მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, ძირითად შემადგენლობაში დააყენა. დაპირისპირება „ვია დელ მარეზე“ თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ზელენსკის, ტრამპის და მასკის საუბარი – რას დაპირდა მასკი უკრაინის პრეზიდენტს?

გამოცემა Axios სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 6 ნოემბერს ვოლოდიმერ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარში ილონ მასკიც მონაწილეობდა. გამოცემის ცნობით, ილონ მასკმა უკრაინის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ Starlink სატელიტებით ომში ჩართული ქვეყნის დახმარებას გააგრძელებს. წყარო გამოცემასთან ამბობს: „არაფერი, რაც ზელენსკიმ და მისმა თანაშემწეებმა მოისმინეს ტრამპისა და მისი გუნდისგან პირადში, არ ყოფილა საგანგაშო და არ […]
ქართველი მიგრანტებისთვის, რომლებიც აშშ-ში სამუშაოს მოსაძებნად და კეთილდღეობისთვის ჩავიდნენ, ტრამპის პოლიტიკა დიდი პრობლემა იქნება – თამარ ჩიბურდანიძე

ამერიკის 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკა არალეგალი მიგრანტებისადმი ყველასათვის ცნობილია და ახალი ამბავი არ არის. გაპრეზიდენტების შემდეგ ერთ-ერთი საკითხი რაზეც ტრამპის ადმინისტრაცია იმუშავებს, სწორედ არალეგალი მიგრანტები არიან და ითქვა, რომ აშშ-დან ყოველწლიურად დაახლოებით მილიონ მიგრანტს გამოაძევებენ. ოკეანის გაღმა ქართველებიც მრავლად ცხოვრობენ, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ტრამპის პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხოს. ამერიკას, საერთო ჯამში, 13 […]
თინა ბოკუჩავა პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს” პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს. ჯერჯერობით უცნობია, მივა თუ არა ბოკუჩავა პროკურატურაში თუ ისიც, სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მსგავსად, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოითხოვს გამოკითხვას.
როგორ დაკომპლექტდება არჩეული პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაცია?

ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი საკადრო აგდაწყვეტილება უკვე მიიღო და თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსად თავისი კამპანიის ხელმძღვანელი დანიშნა. ახლა ქვეყანა იმს გაგებას ელოდება, ვინ ჩაუდგება სათავეში დიპლომატიურ უწყებას, პენტაგონს, ეროვნული უსაფრთხოებისა თუ ეკონომიკურ გუნდებს.
პესკოვი: პუტინი ტრამპთან სასაუბროდ მზადაა, თუმცა უკრაინასთან დაკავშირებით მიზნები არ შეცვლილა

პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზადაა უკრაინის საკითხი დონალდ ტრამპთან განიხილოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის მოსკოვის მოთხოვნების შეცვლას აპირებს – განაცხადა კრემლმა პარასკევს. ამ თემაზე პუტინის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე დასმულ კითხვაზე პასუხად ისაუბრა. “პრეზიდენტს არასდროს უთქვამს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები იცვლება. პირიქით, ის იმეორებს, რომ ეს მიზნები იგივე რჩება”, – თქვა პესკოვმა და […]
წინასაარჩევნოდ სესხების გალარების მოთხოვნა იყო, ხოლო დეპოზიტების – დოლარში კონვერტირების – მატუა

“პროკრედიტ ბანკი – საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსი მატუას ინფორმაციით, წინასწაარჩევნო პერიოდში, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მხრიდან ვალუტაზე მოთხოვნა მკვეთრად იყო გაზრდილი. ალექსი მატუა ლარის კურსის სტაბილურობისთვის სავალუტო რეზერვების ხარჯვის პოლიტიკას პირდაპირ არ აფასებს, მაგრამ „პროკრედიტ ბანკის“ კლიენტების მაგალითზე ჰყვება, რომ მოთხოვნა იყო დოლარის სესხების გალარების, ხოლო ლარში დეპოზიტების დოლარში კონვერტირების, რადგან არჩევნების შემდეგ ხალხი […]
“ვისაც დიდი ფული გაქვთ და, რომ გაქვთ ცხადია, ჯიბეზე გაიკარით ხელი და დაორგანიზებაში დაგვიდექით უწყვეტი აქციებისთვის” – მეგი გოცირიძე

არჩევნების მიტაცების დღიდან მოყოლოლებული, ჩემი პარტიის ლიდერები ძალას არ იშურებენ და მათ შორის, საკუთარი, პირადი კონტაქტების გამოყენებით, ყველაფერს აკეთებენ არაღიარებისათვის, არ აძლევენ მიტაცებულ არჩევნებს ლეგიტიმაციას, არ აპირებენ ხიხოს რუსულ დუმაში შეძრომას … არ ვამბობ, რომ სხვა არაფერს აკეთებს, მაგრამ ჩემი პარტია გამორჩეულია მათ შორის, ვისაც ტრამპი და ქამალა თანაბრად ეპატიჟებიან. ათობით რეზოლუცია აქვს ევროკავშირს მიღებული, […]
შევჩენკოს სიძემ უკრაინის დატოვების სანაცვლოდ, სავარაუდოდ, 20 ათასი დოლარი გადაიხადა

ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის ანდრეი შევჩენკოს დამ, ელენამ, მისმა მეუღლემ ანდრეი ვასიურენკომ და კიდევ თვრამეტმა ადამიანმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ თვეებში, სავარაუდოდ, ოც-ოცი ათასი დოლარი გადაიხადეს, რათა კანონის დარღვევით წასულიყვნენ საზღვარგარეთ, – იტყობინება Слідство.Інфо. გამოძიების ინფორმაციით, ბერეგოვსკის რაიონის პოლიციის დეპარტამენტის პრევენციული ღონისძიებების უფროსის მოადგილე იან მიკშა ეჭვმიტანილია საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანაში. პროკურორმა რომან კრუპკამ განაცხადა, რომ […]