შარლ მიშელთან ყველაფერზე ვისაუბრე, ალბათ გამოიტანს დასკვნას

ყველაფერთან დაკავშირებით მქონდა საუბარი შარლ მიშელთან, განმარტებები გავუკეთე, მან მოისმინა და ალბათ გამოიტანს დასკვნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევნების გამოძიებასთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდება. „ყველაფერთან დაკავშირებით მქონდა საუბარი შარლ მიშელთან, მათ შორის განვუმარტე მას, რომ მთელი რიგი სუბიექტები ითხოვდნენ გამოძიებას, ბორელის განცხადება […]
2012 წლიდან ჩვენ დავამკვიდრეთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრაქტიკა – პრემიერი

ოპოზიცია უმტკიცებდა საკუთარ მხარდამჭერებს, რომ ისინი იგებდნენ არჩევნებს და დღეს უწევთ თავის მართლება, საუბარი არარსებულ გაყალბებაზე არის თავის მართლების ერთგვარი ფორმა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით მმართველმა პარტიამ აიღო 890 000-ით მეტი ხმა და ასეთ დროს გაყალბებაზე საუბარი ღიმილისმომგვრელია. „თქვენ იცით, რომ მეორე ადგილზე […]
შალვა პაპუაშვილი – პირადად მე არანაირი კითხვები ISFED-ის მიმართ არ მაქვს, კითხვები მაქვს USAID-ის მიმართ, რომელიც მას აფინანსებს – წინა ჯერზე ყველა პასუხისმგებლობას გაექცა, ახლა ვერავინ გაექცევა

პირადად მე არანაირი კითხვები ISFED-ის მიმართ არ მაქვს, მე კითხვები მაქვს USAID მიმართ, რომელიც აფინანსებს მას – USAID-ის პასუხისმგებლობაა, რომ მათ მიერ დაფინანსებული ეს ორგანიზაცია ახლა ცდილობს თაღლითურად არჩევნების ჩაშლას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ISFED-ი პარალელური დათვლის შედეგებს არ აქვეყნებს, რათა სპეკულაციებისთვის ნიადაგი შექმნას. „მე პირადად არანაირი კითხვები […]
ნათია თურნავა – არაფუნდამენტური ფაქტორების დროს, ვალდებული ვართ, ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტები გამოვიყენოთ და არ დავუშვათ ლარის მყისიერი გაუფასურება

ყოველთვის, როდესაც სახეზე გვაქვს არაფუნდამენტური, ერთჯერადი, არაეკონომიკური ფაქტორები და მიზეზები, ვალდებული ვართ, ყველა ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტით მოვახდინოთ სავალუტო ბაზრის სტაბილიზაცია, ავარიდოთ ლარს მყისიერი გაუფასურება, – ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, გასულ წელს რეზერვების წმინდა შესყიდვები 1.3 მლრდ. აშშ დოლარი იყო ანუ დაახლოებით […]
ავიაბილეთები, სასტუმრო, კვება… ყველაფერი გაძვირდა, რაც ქართველი მოგზაურებისთვის დიდი დარტყმაა – ასოციაცია

2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ ვიზიტების რაოდენობა შემცირდა. ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში ქვეყნიდან 6.8%-ით ნაკლები ვიზიტორი გავიდა, შემცირდა საზღვრის კვეთის სტატისტიკაც, ამ შემთხვევაში კლება 7.4%-ია. ორივე მიმართულებით პირველ ორ კვარტალში დაფიქსირებული ზრდის შემდეგ შემცირებას კერძო სექტორში რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი და ტურისტული სააგენტო “კლარკ & რობინსონის” აღმასრულებელი დირექტორი მამუკა კელაურაძე ამბობს, […]
Audi-მა ჩინური ბაზრისთვის სავაჭრო მარკა შეიცვალა

კომპანია Audi-მა ჩინეთის ბაზრისთვის განახლებული ბრენდინგი წარადგინა, რომელშიც ცნობილი ოთხი რგოლის ემბლემა აღარ გამოიყენება. ახალი ლოგო თავად კომპანიის სახელია- A U D I. გერმანელ ავტომწარმოებელს იმედი აქვს, რომ „ტექნოლოგიურად უფრო დახვეწილ“ ჩინელ მომხმარებლებს მიიზიდავს, რომლებიც „გაუმჯობესებულ ავტომატიზებულ მართვას ელოდებიან“,- აღნიშნა Audi-ს გენერალურმა დირექტორმა, გერნოტ დელნერმა. კომპანია A U D I E-ის განახლებულ კონცეფციაზე დაყრდნობით სამ […]
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი – ირანის მოქალაქე, ირანული რეჟიმის ბრძანებით, დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავდა

ირანის მოქალაქე, ირანული რეჟიმის ბრძანებით, დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავდა, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს. განცხადების თანახმად, იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიებაში ფიგურირებენ ირანის 51 წლის მოქალაქე ფარჰად შაქერი, რომელიც თავისუფლებაზე რჩება, ასევე აშშ-ის ორი მოქალაქე – 49 წლის კარლაილ რივერა და 36 წლის ჯონათან ლოუდგოლტი, რომლებიც გუშინ, 7 ნოემბერს, დააკავეს. გამოძიების თანახმად, ისლამური რევოლუციის […]
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავდა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ [FBI] დაადგინა, რომ ირანი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და სხვა პირების მკვლელობას გეგმავდა. „იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წარუდგინა ირანის აგენტს, რომელსაც რეჟიმმა დაავალა კრიმინალების ქსელის ხელმძღვანელობა ირანის სამიზნეების – მათ შორის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის – მკვლელობაში. ასევე დაკავებულია ორი პირი, რომელიც გეგმავდა აშშ-ში ამერიკელი ჟურნალისტის, რეჟიმის კრიტიკოსის […]
გამოცხადდა “გრემის” ნომინაციები, ფავორიტია ბიონსე

შეერთებულ შტატებში გამოცხადდა პოპმუსიკის სფეროში მთავარი ჯილდოს, „გრემის“ ნომინანტთა სია. მას ყოველწლიურად გასცემს ხმის ჩამწერი ხელოვნებისა და მეცნიერების ეროვნული აკადემია (NARAS). 2024 წლის ჯილდოები 94 კატეგორიაში გაიცემა. პრიზისთვის ბრძოლას მომღერალი ბიონსე ლიდერობს. მას აქვს 11 ნომინაცია ოთხ ჟანრში, მათ შორისაა: „წლის ალბომი“ – 2024 წელს ჩაწერილი ალბომისთვის „Cowboy Carter“, „წლის სიმღერა“, „საუკეთესო ხმის ჩანაწერი“. რეპერებს […]
ჟურნალისტებმა ომში დაღუპული 77 ათასზე მეტი რუსი სამხედროს ვინაობა დაადგინეს

ჟურნალისტებმა 77 143 რუსი ჯარისკაცის სახელი, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ დაიღუპნენ. დანაკარგის აღრიცხვას „მედიაზონა“ და „ბიბისის“ რუსული სამსახური მოხალისეთა გუნდთან ერთად აწარმოებს. დაღუპულთა შორის რაოდენობით ყველაზე მეტი, 15 741 მოხალისეა, მეორე ადგილზე არიან ყოფილი პატიმრები -14 204 ადამიანი, შემდეგ კი მობილიზებული მოქალაქეები – 9 465 ადამიანი. 8 ნოემბრისთვის ჟურნალისტებმა დაადასტურეს რუსეთის არმიისა და […]