პაკისტანში რკინიგზის სადგურზე ძლიერ აფეთქებას 21 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში, პარასკევს, რკინიგზის სადგურზე ძლიერ აფეთქებას 21 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 30. აფეთქება ქალაქ კვეტას სადგურზე, დაახლოებით დილის 9 საათზე მოხდა. CNN-ის ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სეპარატისტულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, Baloch Liberation Army (BLA) აიღო. უფროსი ზედამხედველის ბალოხას განცხადებით, მომხდარი სავარაუდოდ სუიციდური თავდასხმა იყო – “აფეთქება მოხდა მაშინ, როდესაც პლატფორმაზე დიდი რაოდენობით მგზავრები იმყოფებოდნენ” – განაცხადა მან. […]

„ევროპის უსაფრთხოება თავად უნდა უზრუნველვყოთ“ — EU-ში ტრამპთან ურთიერთობებზე მსჯელობენ

საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამ გაზარდა გაურკვევლობა და შიში იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები შეწყვეტს უკრაინის დახმარებას და ევროკავშირს მოუწევს, სრულად აიღოს პასუხისმგებლობა კონტინენტის უსაფრთხოებაზე. ამ დროისთვის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარებას უკრაინას აშშ უწევს, ყველაზე მსხვილი ფინანსური დონორი კი ევროკავშირია. ევროპელი ლიდერები ბუდაპეშტში ორი დღის განმავლობაში განიხილავდნენ ახალ პოლიტიკურ სცენარებს განიხილავენ. ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის […]

ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა

ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ბორელი ამბობს, ის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევში მეხუთედ ჩავიდა. ეს ვიზიტი კი მისთვის უკანასკნელია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის რანგში. “უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ჩემი მანდატის განმავლობაში პირადი პრიორიტეტი იყო და იგი ევროკავშირის დღის წესრიგის […]

ამერიკელ სამხედრო კონტრაქტორებზე დაწესებული აკრძალვა მოიხსნა, ისინი უკრაინაში აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის შეკეთებას შეძლებენ – Reuters

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკელ სამხედრო კონტრაქტორებზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა, რის შედეგადაც, ისინი უკრაინაში აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის შეკეთებას შეძლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, დე-ფაქტო აკრძალვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიმდინარე თვის დასაწყისში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ […]

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასულ კვირაში აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო: “საქართველოს ბანკის” (BGEO) აქციების ფასი 7.39%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 45.75 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.25 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 10.29%-ით შემცირდა. TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 9.09%-ით […]

Reuters – ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკელ სამხედრო კონტრაქტორებზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა, რის შედეგადაც, ისინი უკრაინაში აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის შეკეთებას შეძლებენ

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკელ სამხედრო კონტრაქტორებზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა, რის შედეგადაც, ისინი უკრაინაში აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის შეკეთებას შეძლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, დე-ფაქტო აკრძალვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიმდინარე თვის დასაწყისში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ […]

პაკისტანში, რკინიგზის სადგურზე მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 17 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში, რკინიგზის სადგურზე მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 17 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. „დაღუპულთა რიცხვმა 17 ადამიანს მიაღწია. იგი შეიძლება გაიზარდოს“, – განაცხადა გენერალურმა ინსპექტორმა მოაზემ იაჰ ანსარიმ. მისივე ცნობით, ბელუჯისტანის პროვინციაში მდებარე კეტას რკინიგზის სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 46 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, […]

რუსეთის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრების დელიმიტაციისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრების დელიმიტაციისკენ მოუწოდა. ამის შესახებ საუბარია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ჟენევის დისკუსიების ჩატარებას შეეხება. ჟენევის დისკუსიების 62-ე რაუნდი 5-6 ნოემბერს ჩატარდა. რუსეთის სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე მოსკოვმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა თბილისიდან წამოსული “შემრიგებლური სიგნალები” პრაქტიკულ განზომილებაში გადაიზარდოს და საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართებით ე.წ. დელიმიტაციის პროცესი დაიწყოს. “აღნიშნული ამოცანების […]

ზელენსკი-ტრამპის სატელეფონო საუბარში ილან მასკიც მონაწილეობდა, – საუბარი Starlink სატელიტებს შეეხო

ბოლო ორი თვის განმავლობაში ტრამპსა და ზელენსკის შორის პირადი საუბრები გარკვეულწილად უფრო იმედისმომცემი იყო უკრაინელებისთვის, – ამის შესახებ გამოცემა Axios-ი ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომლებიც ტრამპსა და ზელენსკის შორის 6 ნოემბრის სატელეფონო საუბრის დეტალებს იცნობენ. წყაროების ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი დაახლოებით 25 წუთს გაგრძელდა. ზელენსკიმ […]

სოზარ სუბარი – „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს მრავალი მიზეზის გამო და ნურავინ გვეტყვის, რომ ეს დემოკრატია არ არის

პირობას გაძლევთ, რომ „ნაცმოძრაობას” აუცილებლად გავასამართლებთ, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაცმოძრაობა” მრავალი მიზეზის გამო უნდა გასამართლდეს. „მართალია, საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მივიღეთ, მაგრამ „ნაცმოძრაობის” გასამართლებას ეს დაბრკოლებას ვერ შეუქმნის. „ნაცმოძრაობა” უნდა გასამართლდეს მრავალი მიზეზის გამო და ნურავინ – ნურც შოლცები, ნურც მაკრონები და ნურც ნურავინ გვეტყვის, რომ ეს დემოკრატია […]