მიხეილ სარჯველაძე თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, თურქეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძე, სტამბოლში, ქალთა და სამართლიანობის მე-6 საერთაშორისო სამიტში მონაწილეობს. სამიტის თემა, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ქალთა გამოწვევები და შესაძლებლობებია. მაღალი დონის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გახსნა. უწყების ცნობითვე, სესიაზე, მიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობას […]

35 წლის წინ ბერლინის კედელი დაინგრა

35 წლის წინ ბერლინის კედელი დაინგრა და გერმანია, რომელიც თითქმის სამი ათწლეული ორ ნაწილად იყოფოდა, გაერთიანდა. დაინგრა ბარიერი, რომელიც კომუნისტურმა რეჟიმმა იმისთვის ააშენა, რომ აღმოსავლეთი გერმანია დასავლეთის ე.წ. იდეოლოგიური დაბინძურებისგან დაეცვა. წელს 9 ნოემბერი გერმანიის დედაქალაქში არტ-ინსტალაციით აღინიშნება. იქ, სადაც ადრე რკინის ფარდის ფიზიკური სიმბოლო იდგა, წელს გამოიფინა გზავნილები, რომლებიც ერთობასა და თავისუფლებას უკავშირდება. 1945 […]

„სოკარის“ საჩუქარი კორპორატიულ მომხმარებლებს

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა“ უმსხვილესი კორპორატიული მომხმარებლები ბაქოში, „Formula 1 2024“-ის გრან-პრიზე დაპატიჟა, სადაც სამდღიანი ტურის ფარგლებში, დაუვიწყარი გამოცდილება მიიღეს. პროექტისა და შთაბეჭდილებების შესახებ „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ნიკოლოზ ოსიტაშვილი და ამ ტურის ერთ-ერთი მონაწილე, „თეგეტა რენთალსის“ დირექტორი კობა ბაზაძე გვესაუბრა. ნიკოლოზ ოსიტაშვილი: მოგეხსენებათ, „სოკარი“ აზერბაიჯანული კომპანიაა, ხოლო მისი ერთ–ერთი მთავარი წარმომადგენლობა […]

ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა

ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში სოციალურ ქსელში ავრცელებს. „რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევში მეხუთედ ვიმყოფები და უკანასკნელად, როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი. უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ჩემი მანდატის განმავლობაში პირადი პრიორიტეტი იყო და იგი ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში დარჩება“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

წლის ბოლომდე უარყოფითი ბალანსი შემცირდება და რეზერვები კვლავ აღდგება – ნათია თურნავა

“ყოველთვის, როდესაც სახეზე გვაქვს არაფუნდამენტური, ერთჯერადი, არაეკონომიკური ფაქტორები და მიზეზები, ვალდებული ვართ, ყველა ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტით მოვახდინოთ სავალუტო ბაზრის სტაბილიზაცია, ავარიდოთ ლარს მყისიერი გაუფასურება”, – ასე განმარტავს საქართველოს ეროვნული ბანკის(სებ-ის) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა, ბოლო ორ თვეში რეზერვების ხარჯვას. როგორც მან ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ განაცხადა, გასულ წელს რეზერვების წმინდა შესყიდვები […]

კვეკვესკირის როლი გასახდელში დიდია… ეს კონკურენციაა… ბათუმში კარგი საფარი იქნება – სანიოლისა და იაშვილის პრესკონფერენცია

“ერთა ლიგაზე” გადამწყვეტი მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს. ვილი სანიოლი: “უკანასკნელი 2-3 წლის მანძილზე მსგავსი ტაქტიკური სქემით ვთამაშობთ. ალბანეთთან მისი შეცვლა სიტუაციამ მოითხოვა, ისე კი ხშირი ცვლილებების მომხრე არ ვარ. როცა ფეხბურთელები შეკრებაზე ჩამოდიან, მათ უნდა ჰქონდეთ მოლოდინები, თუ როგორ ვითამაშებთ. მომავალში ილია ბერიაშვილის […]

რუსებმა ოდესას დრონებით დაარტყეს, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები

რუსებმა ოდესას დრონებით დაარტყეს, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დღეს ღამით რუსულმა ძალებმა დრონების გამოყენებით ოდესას შეუტიეს, რის შედეგადაც ქალაქში საცხოვრებელი კორპუსები, ადმინისტრაციული შენობები და ავტომობილები დაზიანდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ადამიანები არ დაშავებულან. ამასთან, ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

პუტინმა ტრამპთან დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გაამახვილა ყურადღება და დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა. პუტინმა ტრამპი მისი მკვლელობის მცდელობისას გამოვლენილი სიმამაცისთვის შეაქო და განაცხადა, რომ მოსკოვი ახალ პრეზიდენტთან დიალოგისთვის მზადაა. ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ივლისში, პენსილვანიაში საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას დონალდ ტრამპზე თავდასხმის დროს ის ნამდვილი მამაკაცივით მოიქცა: „ჩემი აზრით, ის სწორად […]

ევროკავშირი ტრამპთან რუსული აგრესიის შეკავებას განიხილავს

ევროკავშირი და დონალდ ტრამპი უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე საუბარს გამართავენ. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, 8 ნოემბერს ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირი შეერთებულ შტატებთან რუსული აგრესიის შეკავების მნიშვნელობას განიხილავს, ვინაიდან ეს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში ვითარებასაც უკავშირდება. „რუსეთი საფრთხეა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთლიანობაში გლობალური უსაფრთხოებისთვისაც. ვინაიდან რუსეთი არა უბრალოდ ავტოკრატიაა, რომლებიც დემოკრატიებს ემუქრება, არამედ […]

წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის ირანის მოქალაქეს და კიდევ ორ პირს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა

წინასაარჩევნო კამპანიის დროს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის სამ ადამიანს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა, მათ შორის, ერთი ირანის მოქალაქეა, 51 წლის, ფარჰად შაკერი, რომელსაც ედავებიან, რომ დავალებული ჰქონდა ტრამპის მოკვლის გეგმის შემუშავება. ირანელ ფარჰად შაკერისთან ერთად ბრალდებულები არიან ნიუ იორკში მცხოვრები აშშ-ის მოქალაქეები, კარლაილ რივერა და ჯონათან ლოდჰოლტი. როგორც CNN იუწყება, შეთქმულების გეგმა […]