ევროპული საბჭო საქართველოს საკითხზე 18 ნოემბერს იმსჯელებს

ევროპული საბჭო საქართველოს საკითხზე 18 ნოემბერს იმსჯელებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბებიან და არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ. როგორც ცნობილია საქართველო დღის წესრიგში მეორე საკითხი იქნება უკრაინის შემდეგ.
ევროპელი ლიდერების მხრიდან საქართველოში ჩატარებული არჩევნების ნეგატიურად შეფასების და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შემდეგ არსებობს მოლოდინი, რომ შეხვედრაზე მწვავე განცხადებები გაკეთდება და არ არის გამორიცხული მწვავე გადაწყვეტილებებიც, მათ შორის დროებით მექანიზმად ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამოყენებაც. გადაწყვეტილების მიღებას ევროკავშირის ქვეყნების უბრალო უმრავლესობა სჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო