როგორ შეიძლება დაკომპლექტდეს დონალდ ტრამპის კაბინეტი?

როგორ შეიძლება დაკომპლექტდეს დონალდ ტრამპის კაბინეტი? დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, საზოგადოება მისი პოტენციური კაბინეტის ფორმირების შესახებ სულ უფრო აქტიურად საუბრობს. იანვარში, ინაუგურაციის შემდეგ თეთრ სახლში შესვლასთან ერთად, ტრამპმა აშშ-ის მთავრობის ახალი წევრები უნდა წარადგინოს. პოლიტიკური ანალიტიკოსები, წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპის გუნდზე დაყრდნობით, ასევე წინა ვადის გამოცდილების გათვალისწინებით, რამდენიმე სავარაუდო ვარიანტს განიხილავენ. საინტერესოა, რომ იმ […]
SCMP: ჩინეთში „სიკვდილის ვარსკვლავის“ მსგავსი იარაღი შექმნეს

SCMP: ჩინეთში „სიკვდილის ვარსკვლავის“ მსგავსი იარაღი შექმნეს ჩინელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ შექმნეს მოწყობილობა, რომელსაც ერთ მიზანზე დარტყმისთვის ელექტრომაგნიტური ტალღების სინქრონიზება შეუძლია. გაზეთ South China Morning Post-ის (SCMP) ინფორმაციით, ეს სისტემა კოსმოსურ სადგურ „სიკვდილის ვარსკვლავის“ მუშაობის პრინციპს იმეორებს, რომელიც „ვარსკვლავური ომების“ ფილმების სერიაშია გამოყენებული. შესაბამისი ექსპერიმენტი ჩინეთის დასავლეთ ნაწილში ჩატარდა, სადაც სპეციალისტებმა ააშენეს კომპლექსი 7 მიკროტალღური […]
კლონირებულმა დედოფალამ ისტორიაში პირველად ჯანსაღი შთამომავლობა გააჩინა

კლონირებულ დედოფალა ანტონიას, რომელიც ცხოველთა ამ სახეობის აღდგენის პროექტში მონაწილეობს, ორი ჯანმრთელი შთამომავალი გაუჩნდა. გამოცემა Interesting Engineering-ის ინფორმაციით, ანტონია პირველი კლონირებული დედოფალაა, რომელიც დედა გახდა. ანტონია დედოფალა ვილას კლონია, რომლის დნმ ჯერ კიდევ 1988 წელს იყო შეგროვებული და გაყინულ მდგომარეობაში სან-დიეგოს ზოოპარკში ინახებოდა. ვილა მნიშვნელოვანი გენეტიკური მრავალფეროვნების მატარებელი იყო, შესაბამისად, ანტონიას შთამომავლები პოპულაციის გენეტიკური მდგრადობის […]
სჩვევია თუ არა ფეხბურთს სარკაზმი? – ანუ როგორ მოიპარეს “ოქროს ბურთი”

უინსტონ ჩერჩილმა თქვა ერთხელ, დემოკრატია მმართველობის საშინელი ფორმაა, მაგრამ უკეთესი არც არაფერი არსებობსო. “ოქროს ბურთი” კი, სწორედ დემოკრატიის პრინციპებით გაიცემოდა დაარსებიდან დღემდე. 1956 წელს, ფრანგული ჟურნალის შემქმნელმა, გაბრიელ ანომ გადაწყვიტა ინდივიდუალური წახალისების მიზნით, ფეხბურთელებისათვის შესაბამისი ჯილდო გამოეყო. თავდაპირველად, მხოლოდ ევროპელ ფეხბურთელებს აჯილდოებდნენ, მოგვიანებით კი პრიზს ევროპაში მოთამაშე ნებისმიერი ეროვნების მოთამაშეებს გადასცემდნენ. დღესდღეობით, “ოქროს ბურთი” შესაძლოა […]
დავით კირთაძე – მმართველ პარტიას მანიპულაციების საშუალება, რომ გაეყალბებინათ არჩევნები, ცესკომ მისცა, რის შესახებაც ინფორმაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მივაწოდეთ

მმართველ პარტიას მანიპულაციების საშუალება, რომ გაეყალბებინათ არჩევნები, ცესკომ მისცა, რის შესახებაც ინფორმაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მივაწოდეთ, – ამის შესახებ ცესკოში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ განაცხადა. მისი განცხადებით, ცესკოს ოპოზიციონერმა წევრებმა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. „ცესკოს ოპოზიციონერი წევრები შევხვდით საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებსაც ინფორმაცია მივაწოდეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის […]
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი – ბრალდებები, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულების უკან თეირანი იდგა, სრულიად უსაფუძვლოა

ბრალდებები, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულების უკან თეირანი იდგა, სრულიად უსაფუძვლოა, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ესმაილ ბაღაის განცხადებას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს. „საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ბრალდებებს, რომ ირანი აშშ-ის ყოფილი ან ამჟამინდელი ოფიციალური პირების მკვლელობის მცდელობაშია გარეული“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, […]
რა ჯდება საქართველოში ხაჭაპურის მომზადება – ინდექსი ისევ გაიზარდა

2024 წლის ოქტომბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6.62 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ISET-ი ავრცელებს და წერს, რომ ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 2%-ით გაიზარდა. ხოლო, წლიურ ჭრილში, 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით ზრდამ 8% შეადგინა. “თვიურ ჭრილში, ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა თელავში დაფიქსირდა, სადაც ხაჭაპურის ინდექსი 6.6%-ით გაიზარდა. კერძოდ, თელავში, მიმდინარე თვეში, ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ […]
გლდანში ნასერალის ქედის ქუჩის მოასფალტება 500 000 ლარი დაჯდა

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, კიდევ ერთ პროექტს ახორციელებს. ამჯერად, ნასერალის ქედის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები, ჯამში, 5 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე სრულდება. პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 500 000 ლარი დაიხარჯება. მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან და საკრებულოს წევრ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
ქობულეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი დაშავდა

ქობულეთში ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ჟოზე მოურინიო შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს

The Guardian-ის ცნობით, ცნობილი პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომელიც ამჟამად თურქულ “ფენერბაჰჩეს” ავარჯიშებს, შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს. 61 წლის სპეციალისტის სამსახურთ “ნიუკასლი” ინტერესდება და თუ “კაჭკაჭები” ახლანდელ დამრიგებელ ედი ჰაუს გაუშვებენ, “განსაკუთრებულიც” მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი იქნება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნისლიან ალბიონზე დაბრუნების წინააღმდეგი არც პორტუგალიელია და მას “ნიუკასლის” მფლობელთან ძალიან კარგი ურთიერთობაც აქვს.