რა ჯდება საქართველოში ხაჭაპურის მომზადება – ინდექსი ისევ გაიზარდა

2024 წლის ოქტომბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6.62 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ISET-ი ავრცელებს და წერს, რომ ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 2%-ით გაიზარდა. ხოლო, წლიურ ჭრილში, 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით ზრდამ 8% შეადგინა.
“თვიურ ჭრილში, ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა თელავში დაფიქსირდა, სადაც ხაჭაპურის ინდექსი 6.6%-ით გაიზარდა. კერძოდ, თელავში, მიმდინარე თვეში, ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 7.17 ლარი შეადგინა, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 8.4%-ით აღემატება. აღნიშნული ზრდა უკავშირდება კახეთის საშემოდგომო სეზონს, განსაკუთრებით რთველის პერიოდს, რომელიც აგვისტოს ბოლოს იწყება და რამდენიმე კვირა გრძელდება. რთველის დღესასწაულები იწვევს ტურისტული ნაკადების გადანაცვლებას შავი ზღვის სანაპიროდან თელავისა და მიმდებარე რეგიონებისკენ. ტურისტების სეზონური მატება ზრდის ადგილობრივ მოთხოვნას, რაც ფასების მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს. წლიურ ჭრილში, თითქმის ყველა ინგრედიენტის ფასმა განიცადა ინფლაცია, გარდა კვერცხისა, რომლის ფასიც 1.5%-ით შემცირდა. საფუარის ფასმა ყველაზე დიდი წლიური ზრდა (21.8%) აჩვენა, შემდეგ მოდის კარაქი 16.4%-ით, რძე 13.2%-ით, ყველი 8.6%-ით და ფქვილი 4.6%-ით. ინგრედიენტების უმეტესობისთვის ფასები თვიურ ჭრილშიც გაიზარდა, ამ შემთხვევაში გამონაკლისს რძე წარმოადგენს, რომლის ფასიც 1.9%-ით შემცირდა. რძის მიწოდების სეზონური შემცირების გამო, მოსალოდნელია ყველისა და რძის – ხაჭაპურის ძირითადი ინგრედიენტების – ფასების შემდგომი ზრდა მომდევნო თვეებში,” – წერს ISET-ი.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა