შენგელიას 16 ქულა და ვირტუსის გამარჯვება “მაკაბისთან” ევროლიგაში

თორნიკე შენგელიას ლიდერობით “ვირტუს ბოლონიამ” ევროლიგაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ბოლონიელებმა იტალიაში თელ-ავივის “მაკაბის” უმასპინძლეს და 84:77 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24:23 წუთი გაატარა. მის ანგარიშზე 16 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა. თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი […]

შეიცვლება თუ არა საქართველო-ამერიკის ეკონომიკური ურთიერთობები ტრამპის პრეზიდენტად დაბრუნების შემდეგ?

აშშ-ს არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება საქართველოსთან პოლიტიკურ ურთიერთობას უფრო შეეხება, ვიდრე ეკონომიკას. მოსალოდნელია, რომ აშშ-დან მკაცრი ტონი შერბილდეს, რაც საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებით იყო განპირობებული. როგორც ქართველი ანალიტიკოსები აცხადებენ, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირი შენარჩუნდება, ეს ეხება ინვესტიციებსაც, რომელიც აშშ-დან განსაკუთრებული მოცულობის არც ყოფილა. ასე რომ, არსებული დინამიკა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობა არ […]

გერმანიის საელჩო საქართველოში რევოლუციაზე აკეთებს მინიშნებას და წამახალისებელ განცხადებას ავრცელებს

გერმანიის საელჩო საქართველოში რევოლუციაზე აკეთებს მინიშნებას და წამახალისებელ განცხადებას ავრცელებს “მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს. ათწლეულების განმავლობაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ჩაკეტილი ჰყავდა მოქალაქეები ჩაგვრისა და ძალადობის სისტემაში. გდრ-ის მოქალაქეებმა, გამოიჩინეს რა გამბედაობა და სურვილი, თავად განესაზღვრათ საკუთარი ბედი და ეცხოვრათ თავისუფლებაში, მიაღწიეს ბერლინის კედლის დანგრევას. ამით მათ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის […]

ლაშა ბაქრაძე – მნიშვნელოვანია ყოველდღიურად იყოს პროტესტი – უახლოეს მომავალში ვემზადებით ორი მნიშვნელოვანი თარიღისთვის – ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების გამოცხადება და არალეგიტიმური პარლამენტის პირველი სხდომის დღე, სადაც ბევრნი უნდა ვიყოთ

მნიშვნელოვანია ყოველდღიურად იყოს მსგავსი პროტესტი და უახლოეს მომავალში ვემზადებით ორი მნიშვნელოვანი თარიღისთვის – ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების გამოცხადება და არალეგიტიმური პარლამენტის პირველი სხდომის დღე, სადაც უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, რადგან საჭიროა ადამიანებმა იბრძოლონ თავიანთი მომავლისათვის – ეს არის გზა ხსნისა, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებას გამოღვიძება […]

ლევან ცუცქირიძე – ჩვენ თუ გავჩერდებით, ეს ქვეყანაც გაჩერდება და დამყარდება ერთპარტიული დიქტატურა, რომელიც იქნება კორუმპირებული “რუსკი მირის” ნაწილი

ჩვენ თუ გავჩერდებით, ეს ქვეყანაც გაჩერდება და დამყარდება ერთპარტიული დიქტატურა, რომელიც იქნება რუსული, კორუმპირებული “რუსკი მირის” ნაწილი. აღარ იარსებს თავისუფლება, ეკონომიკური განვითარება და ვიქნებით ჩამორჩენილი სახელმწიფო, რომელიც ქართველ ხალხს არ დაუმსახურებია, – ამის შესახებ საპროტესტო მსვლელობისას კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა. მისი თქმით, საგარეო და საშინაო ლეგიტიმაციის დაკარგვა “ქართულ ოცნებას” ხელისუფლების შენარჩუნების […]

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეჩერების შემდეგ, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ფილარმონიასთან იმყოფებიან

მეტროსადგურ “მარჯანიშვილის” მიმდებარე ტერიტორიიდან წამოსული მსვლელობის მონაწილეები, რომლებიც ცოტა ხნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეჩერდნენ, ფილარმონიასთან იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, ფილარმონიასთან შეჩერებული აქციის მონაწილეები მეტროსადგურ “უნივერსიტეტიდან” დაძრულ მეორე მსვლელობის მონაწილეებს ელოდებიან, რის შემდეგაც მსვლელობები გაერთიანდება, თუმცა შემდეგი ლოკაციის ადგილი ამ ეტაპზე უცნობია.

მიხაილ როთი – ძვირფასო ირაკლი კობახიძე, ჩვენს კანცლერზე ნუ ნერვიულობთ – მსურს თბილისში თქვენს საყვარელ კაფეში მოგიწვიოთ, თავისუფალი იქნებით ორშაბათს?

ძვირფასო ირაკლი კობახიძე, ჩვენს კანცლერზე ნუ ნერვიულობთ, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. როთი ირაკლი კობახიძის სიტყვებს ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ “ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს” და არ იცის, “როგორ მოიცალა საქართველოსთვის”. “ძვირფასო ირაკლი კობახიძე, ჩვენს კანცლერზე ნუ ნერვიულობთ. მაგრამ ჩვენ ვნერვიულობთ საქართველოში თავისუფლებასა და […]

სამხრეთ ლიბანში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ ლიბანში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელმა საჰაერო იერიში ლიბანის სანაპირო ქალაქ, ტვიროსში განახორციელა, რასაც 7 ადამიანი ემსხვერპლა და სულ მცირე, 46 დაშავდა. სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირის გავლით ფილარმონიის მიმართულებით გადაადგილდებიან

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეჩერების შემდეგ, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირის გავლით ფილარმონიის მიმართულებით გადაადგილდებიან. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეზღუდულია. პარალელურად, აქციის მონაწილეები შემხვედრ მოქალაქეებს მსვლელობაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ. მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად მსვლელობას საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება. რაც შეეხება მეორე მსვლელობას, რომელიც მეტროსადგურ “უნივერსიტეტიდან” დაიძრა, ისინი ცოტა ხნით სუს-ის შენობის წინ შეჩერდნენ.