ტრამპმა 2017 წლის შემდეგ პირველი საუბარი გამართა პალესტინელთა ლიდერთან

აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა 2017 წლის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი გამართა პალესტინელთა ავტონომიის მეთაურთან, მაჰმუდ აბასთან, იტყობინება Axios-ი. ორ პოლიტიკოსს შორის კონტაქტი გაწყდა მას მერე, რაც აშშ-მა ისრაელის დედაქალაქად აღიარა იერუსალიმი და აშშ-ის საელჩო იქ გადაიტანა. პალესტინელთა ავტონომიის მოხელეთა თანახმად, საუბარმა დადებითად ჩაიარა. ტრამპმა გამოხატა სურვილი, ხელი შეუწყოს ღაზის სექტორში ომის დასრულებას. აბასმა ტრამპს […]
რას სთავაზობს მომხმარებელს სტარტაპი Aviafy?

დაახლოებით 2 თვეა ბაზარზე ახალი სტარტაპი, Aviafy გამოჩნდა. როგორც სტარტაპის სოციალური მედიის მენეჯერი, სოფია ჭითანავა BM.GE-სთან აცხადებს, ეს არის CRM (მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი) სისტემა ტურისტული სააგენტოებისთვის, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით(AI), კომპანიებს პროგრამულად უზრუნველყოფს და ბიზნესის ყველა ოპერაციას ერთ სივრცეში აქცევს. „Aviafy არის მარტივი და ძლიერი პროგრამული გადაწყვეტა ტურისტული სააგენტოებისთვის, რომელიც მათ ეხმარება, რომ ეფექტურად მართონ […]
ბრწყინვალე ტექსტი და დროული განცხადებაა – მიშა მშვილდაძე გერმანიის საელჩოს მხრიდან რევოლუციის მოწოდებაზე

კონტრასტების ქვეყანაო, ვინმემ რომ მკითხოს, გერმანიას ვეტყვი – ქნირშის მერე ეს კაცი რომ გამოუშვეს, სასწაულია, – წერს მიშა მშვილდაძე, რომელიც გერმანიის საელჩოს მიერ “მშვიდობიანი რევოლუციის” შესაძლებლობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმიანება. მშვილდაძე ბრწყინვალეს და დროულს უწოდებს საელჩოს განცხადებას, სადაც ვკითხულობთ, რომ “მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს.” მისივე თქმით, როცა უსამართლობა ხდება კანონი, […]
პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა ცესკოს მიერ არჩევნების ადმინისტრირება შეაფასა ცალსახად დადებითად. შესაბამისად რადიკალური ოპოზიციის მიზანია, როგორმე დასავლეთში ეს აღქმები გააქარწყლონ
პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა ცესკოს მიერ არჩევნების ადმინისტრირება შეაფასა ცალსახად დადებითად. შესაბამისად რადიკალური ოპოზიციის მიზანია, როგორმე დასავლეთში ეს აღქმები გააქარწყლონ „ჩანს, რომ რადიკალურ ოპოზიციას უჭირს და ეხლა ემიგრანტები “გაიყვანეს საქმეში.” ისევე როგორც რადიკალური ოპოზიციის, ასევე “მათი ემიგრანტების” შეტევის მთავარი ობიექტი გახდა უკვე ცესკო. მიზეზის ახსნა მარტივია – ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა ცესკოს მიერ არჩევნების ადმინისტრირება შეაფასა […]
საქართველოს სავალუტო რეზერვები ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოსცდა(Fitch) – სებ-ის ქმედებების კანონიერება, მართებულობა და დროულობა

2024 წლის ოქტომბერში, საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდული მოცულობით, 627 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ამ მასშტაბის კლების მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული 4 სავალუტო ინტერვენციაა მიჩნეული, ჯამში 213 მილიონი დოლარის გაყიდვა. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს შესახებ საკუთარი შეფასება რამდენიმე დღის წინ განაახლა, სადაც განმარტებულია, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა, რომლებიც საპარლამენტო […]
როთი კობახიძეს: არ ინერვიულოთ ჩვენს კანცლერზე, ჩვენ საქართველოში დემოკრატია გვაწუხებს

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს X-ზე გამოქვეყნებული სტატუსით ეხმიანება, სადაც ის კობახიძეს მიმართავს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცზე არ ინერვიულოს. “არ ინერვიულოთ ჩვენს კანცლერზე. მაგრამ ჩვენ ძალიან გვაწუხებს საქართველოში თავისუფლება და დემოკრატია. რატომ? შევხვდეთ და ვისაუბროთ! მინდა დაგპატიჟოთ თბილისში თქვენს საყვარელ კაფეში. ორშაბათს თავისუფალი იქნებით?”, – წერს როთი. ** […]
პენტაგონი: აშშ-ს აქვს ვალდებულება უკრაინას დახმარება ადმინისტრაციის ცვლილებამდე გაუგრძელოს

პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილის, საბრინა სინგის თქმით, აშშ-ს აქვს ვალდებულება უკრაინას სამხედრო დახმარება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე გაუგრძელოს. პრესკონფერენციაზე სინგმა ხაზი გაუსვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ვადის ბოლომდე აქტიური დარჩება საპრეზიდენტო დახმარების პაკეტები და უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივა. “უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში კვლავ გვაქვს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი, რომლის გამოყოფაც შეგვიძლია. ამიტომ მომდევნო კვირებში ჩვენ […]
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები გმირთა მოედანზე მივიდნენ

სამი კოალიციის: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, „ძლიერი საქართველოსა“ და „ცვლილებებისთვის“ ლიდერები მხარდაჭერებთან ერთად გმირთა მოედანზე მივიდნენ. მსვლელობა, რომელიც მათ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობის მოთხოვნით, თბილისის სხვადასხვა ადგილებიდან დაიწყეს, საბოლოოდ გმირთა მოედანზე გაჩერდა. აქციის ლიდერებისა და მონაწილეების განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, რის გამოც მისი შედეგები არალეგიტიმურად უნდა იქნეს ცნობილი. ლიდერების […]
ანა დოლიძე – მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოხატავს გულისწყრომას მოპარულ არჩევანთან დაკავშირებით – მთავრობა არალეგიტიმურია, არჩეულები ვართ ჩვენ!

პროტესტი არის უწყვეტი, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადგილზე – მთავარი არის ის, რომ აქ გამოიხატება მოსახლეობის დიდი ნაწილის გულისწყრომა მოპარულ არჩევანთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპროტესტო მსვლელობისას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა. მისი თქმით, პროტესტი გაგრძელდება, ისინი კი მობილიზებული არიან თავიანთი არჩევანის დასაცავად. „ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ფორმით, პროტესტი არის ამის ერთ-ერთი ფორმა და […]
მეტროსადგურ „მარჯანიშვილიდან” და „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ წამოსული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები თსუ-სთან გაერთიანდნენ და გმირთა მოედნისკენ მიემართებიან

მეტროსადგურ „მარჯანიშვილიდან” და „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ წამოსული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანდნენ. მსვლელობის მონაწილეები ერთმანეთს ტაშით შეეგებნენ. ადგილზე უკვე „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის”, კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და „ცვლილებებისთვის“ ლიდერები და მხარდაჭერები არიან. გაერთიანებული მსვლელობა გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილდება. მსვლელობის მონაწილეებს მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.