ტრამპმა შეიძლება წინადადება წამოაყენოს, რუსეთსა და უკრაინას შორის ბუფერული ზონის შექმნაზე

-ის არჩეული პრეზიდენტი შეიძლება წინადადებით გამოვიდეს, რომ ევროპულმა და ბრიტანულმა ჯარებმა – ორ ქვეყანას შორის სამხედრო მოქმედებების გაყინვის გეგმის ჩარჩოებში – უზრუნველყონ ათასზე მეტი კილომეტრის ბუფერული ზონა რუსეთისა და უკრაინის არმიებს შორის.
ამის შესახებ წერს The Telegraph-ი ტრამპის გარემოცვიდან წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემასთან მოსაუბრეთა თქმით, გეგმა ითვალისწინებს, ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გაყინვას, ხოლო უნდა დათანხმდეს, რომ არ შეეცდება ნატოში გაწევრიანებას 20 წლის განმავლობაში.
ამის სანაცვლოდ, ვაშინგტონი უზრუნველყოფს კიევს იარაღის დიდი რაოდენობით, რათა შეაკავოს , არ განაახლოს ომი. -ის ჯარი არ იქნება ბუფერული ზონის პატრულსა და დამცველებს შორის და არც ამ მისიას დააფინანსებს, ნათქვამია სტატიაში.
გაზეთის თანახმად, ეს გეგმა ერთ-ერთია იმ რამდენიმედან, რომელსაც ტრამპი განიხილავს. შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულება 24 საათში შეუძლია. ამასთან, ტრამპს დეტალურად არასდროს განუმარტავს, კონკრეტულად როგორ აპირებს ამის გაკეთებას.
The Telegraph-ი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბუფერული ზონის შექმნის შესახებ გეგმის დეტალები გაჩნდა მალევე მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, ბუდაპეშტში, განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ “დათმობები” მიუღებელია უკრაინისთვის და რომ ეს “თვითმკვლელობა” იქნება ევროპისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა