ნიკოლოზ ბასილაშვილმა კობეს ტურნირზე პირველი შეხვედრა მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა იაპონიის ქალაქ კობეში, ჩელენჯერის ტურნირზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში სამხრეთაფრიკელი ფილიპ ჰენინგი ორ სეტში – 6:3, 6:4 დაამარცხა. კობეს ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად ნიკოლოზს ერთი შეხვედრის მოგება სჭირდება, მისი მეტოქე საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იაპონელი მორია იქნება.
ლეჩხუმში წელს 1000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ გვესოში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საოჯახო მარანი „თამანი“ დაათვალიერა. „მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ მევენახეების და მეღვინეების მხარდამჭერ არაერთ პროექტს ვახორციელებთ. ლეჩხუმი არის ერთ-ერთი გამორჩეული კუთხე მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით. წელს, რთველი აქაც წარმატებით ჩატარდა, […]
მოსკოვის მერი – უკრაინამ მოსკოვზე დრონებით შეტევა განახორციელა – შეზღუდვები დაწესდა აეროპორტებში

საჰაერო თავდაცვის სისტემები დედაქალაქ მოსკოვზე უკრაინული დრონების თავდასხმას იგერიებენ, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი იუწყება. მისი თქმით, ამ დროისთვის მოსკოვის მიმართულებით მფრინავი 32 დრონი განადგურდა. მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, ჩამოგდებული დრონების ნასმხვრევების გამო სტანოვოეს დასახლებაში ორ სახლს და ავტომობილებს ცეცხლი გაიჩნდა. დაშავდა ერთი ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დრონებით […]
ირაკლი ფავლენიშვილი – საერთაშორისო ლეგიტიმაცია ივანიშვილის სპეცოპერაციის შედეგად დამდგარ შედეგს არ გააჩნია, ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა პარტნიორებთან იქნება 26 ოქტომბრის არჩევნები

საერთაშორისო ლეგიტიმაცია ივანიშვილის სპეცოპერაციის შედეგად დამდგარ შედეგს არ გააჩნია. ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იქნება 26 ოქტომბრის არჩევნები ,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ევროპელი პოლიტიკოსების საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია. „რა თქმა უნდა, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ისევე როგორც, სხვა […]
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატმა წყალტუბოში ჩართულობის მორიგი სივრცე გახსნა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, წყალტუბოში ჩართულობის სივრცე გაიხსნა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დროებით დევნილ 50 ბენეფიციარს, არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, 2 თვის მანძილზე შემეცნებითი და საგანმანათლებლო სახის ტრენინგები ჩაუტარდებათ. „გახსნის ღონისძიებას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი ძიგუა, […]
ნუცა წიქარიძის “მცხუნვარე მზე” კოტბუსის კინოფესტივალის გამარჯვებულია

ქართველი კინორეჟისორის, ნუცა წიქარიძის “მცხუნვარე მზე” კოტბუსის კინოფესტივალის გამარჯებული გახდა. ფილმმა მთავარი პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მიიღო. “მცხუნვარე მზის” მთავარი პერსონაჟები ბავშვები არიან, რომლებიც არდადეგებზე სოფელში, წასულები მოულოდნელ თავგადასავლებში გაეხვევიან. კოტბუსის კინოფესტივალი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო ფესტივალია 5-10 ნოემბერს ჩატარდა. ის 1991 წლიდან არსებობს და ძირითადად, აქცენტირებულია პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური ქვეყნების რეჟისორების […]
ბრემენში მკვლელობის ბრალდებით საქართველოს 28 წლის მოქალაქე დააკავეს

გერმანული მედიის ცნობით, ბრემენში მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. გამოცემა Bild-ი წერს, რომ 2024 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ბრემენის ერთ-ერთ უბანში მოკლეს 40 წლის კაცი. მკვლელობაში ბრალდებული კი პოლიციამ ახლა დააკავა. ბრალდებულია 28 წლის კაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. გამოძიება გრძელდება.
რუსეთის დანაკარგები უკრაინაში ახალწვეულთა რაოდენობას აღემატება – ესტონეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი

ესტონეთის თავდაცვის ძალების (SEE) ოპერატიული დეპარტამენტის მეთაურის მოადგილის, ვიცე-პოლკოვნიკ ტოომას ვიალის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის არმიის დანაკარგებმა შევსების მაჩვენებელს გადააჭარბა. მისივე თქმით, რუს ახალწვეულთა მომზადების ხარისხი არადამაკმაყოფილებელია. ესტონურ ტელეარხ ETV-ზე გამოსვლისას, ვიალიმ აღნიშნა: „ზაფხულიდან მოყოლებული, რუსული არმიის დანაკარგები ახალწვეულთა რაოდენობას აღემატება, რომლის მომზადების ხარისხი ძალიან დაბალია“. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთმა დონბასის ფრონტის […]
აშშ-მა, შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის თარიღი და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უახლოეს მომავალში გამოაცხადოს – დონალდ ტუსკი

ამერიკის შეერთებული შტატებიდან უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ველოდოთ განცხადებებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თარიღსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით , – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა. ტრამპის უკრაინის სამშვიდობო გეგმის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, ტუსკმა აღნიშნა, რომ ასეთი გეგმა, მოსამზადებელ ეტაპზეა. მისი აზრით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია დეკლარაცია, კერძოდ ცეცხლის შეწყვეტის თარიღთან დაკავშირებით, […]
დღეს მიქაუტაძე დავითაშვილის წინააღმდეგ ითამაშებს – ხვიჩა ნაკრებში რთული მატჩით მოდის…

სანაკრებო პაუზის წინ ქართველი ლეგიონერების ორი მატჩი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. დღეს, 10 ნოემბერს, ზუსტად ერთ დროს, 23:45 საათზე, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” “ინტერს” ესტუმრება, გიორგი მიქაუტაძის “ლიონი” კი ზურიკო დავითაშვილის “სენტ ეტიენს” მიიღებს. 11 ტურის შემდეგ “ნაპოლი” იტალიის ჩემპიონატის ლიდერია, უახლოეს მეტოქეს ერთი ქულით აღემატება და მის ლიდერობას სერიოზული გამოცდა ელის. ერთი მარცხის შემდეგ კონკურენცია სერიოზულად […]