საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 32 წელი შესრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 32 წელი შესრულდა. საზეიმო ღონისძიება ვაზიანში, საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. სამწყობრო მოედანზე შეკრებილ პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა. მან არტილერისტებს სამშობლოს წინაშე ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. აღმოსავლეთის სარდალმა და ბრიგადის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით […]
უკრაინის გადასაწყვეტია, როდის და რა პირობებით დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან – ჯოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ კიევში მისი ვიზიტის მიზანია აშშ-ის არჩევნების შემდეგ უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის დადასტურება. ვიზიტის მიზანზე ბორელმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიჰასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, საჭიროა უკრაინის დახმარების გაზრდა და დაჩქარება. „ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი და უფრო სწრაფად. მეტი სამხედრო მხარდაჭერა, […]
ადიგენის მერია “ზარზმობის” აღსანიშნავად 14 580 ლარს დახარჯავს

11 ნოემბერს, ადიგენის მუნიციპალიტეტში სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ზარზმობა“ აღინიშნება. ღონისძიების ორგანიზებისთვის, ადიგენის მერიამ ტენდერი 14 580 ლარზე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტების თანახმად, მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა ინდივიდუალურმა მეწარმემ, გოიკო გაბედავამ მიიღო და იგივე თანხით გაიმარჯვა. წმინდა სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სოფელი ზარზმის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა 10:00 საათზე აღევლინება. მისი დასრულების შემდეგ ტაძრის […]
ამერიკაში არალეგალურად შესვლა გართულდება – ტრამპის პოლიტიკა ცნობილია

ამერიკის 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკა არალეგალი მიგრანტებისადმი ყველასათვის ცნობილია და ახალი ამბავი არ არის. გაპრეზიდენტების შემდეგ ერთ-ერთი საკითხი რაზეც ტრამპის ადმინისტრაცია იმუშავებს, სწორედ არალეგალი მიგრანტები არიან და ითქვა, რომ აშშ-დან ყოველწლიურად დაახლოებით მილიონ მიგრანტს გამოაძევებენ. ოკეანის გაღმა ქართველებიც მრავლად ცხოვრობენ, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ტრამპის პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხოს. ამერიკას, საერთო ჯამში, 13 […]
ფინეთში მარტოხელა მოხუცები საშობაო ბარათებს წელსაც მიიღებენ

ფინეთში მარტოხელა მოხუცები კვლავ მიიღებენ საშობაო ბარათებს. ფინელები უკვე მონაწილეობენ კამპანიაში, რომელიც გულისხმობს მიიტანონ ღია ბარათები სპეციალურ შეგროვების პუნქტებში. ეს ღია ბარათები დაურიგდებათ პენსიონერებს, რომლებიც ცხოვრობენ მოხუცთა თავშესაფარში ან სარგებლობენ შინ მოვლის სერვისით. კამპანია ფინეთში მე-12-ედ იმართება. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ზოგიერთ მოხუცს აოჯახი და მეგობრები საერთოდ არ ჰყავთ, ამიტომ ღონისძიების მონაწილეთა ღია ბარათები შეიძლება იყოს […]
ცესკოში გრძელდება საჩივრების განხილვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა გრძელდება. 10 ნოემბერს, დილის 11:30 საათისთვის დაიწყო ცესკოს მორიგი სხდომა, სადაც კვლავ განიხილავენ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებს. მათ შორის არის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციი“, ასევე პარტიების – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ საჩივრები. ისინი მიიჩნევენ, რომ არჩევნები უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაზე ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევით ჩატარდა, […]
ბაიდენმა ტრამპი თეთრ სახლში მიიწვია

აშშ-ს ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ახალარჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრს სახლში მიიწვია. ადმინისტრაციის ინფორმაციით ისინი ერთმანეთს ოთხშაბათს, 11:00 საათზე, ოვალურ კაბინეტში შეხვდებიან. 5 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ის მეორედ გახდა აშშ-ს პრეზიდენტი. „მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს განსაკუთრებული პატივისთვის, რომ ამირჩიეს 47-ე და 45-ე პრეზიდენტად… ყოველდღე […]
კატარმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შუამავლობა შეწყვიტა

კატარმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეაჩერა , – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქვეყნის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ მუშაობას მაშინ განაახლებენ, როდესაც „ჰამასი“ და ისრაელი მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას გამოავლენენ. „კატარმა შეთანხმების მიღწევის ბოლო მცდელობისას, 10 დღის წინ მხარეებს განუცხადა, რომ შეაჩერებდა ძალისხმევას „ჰამასსა“ და ისრაელს შორის შუამავლობის […]
ლიეტუვას სურს, რუსეთის ან ბელარუსის ორმაგი მოქალაქეების მქონე პირებს ჯარში სამსახური აუკრძალოს

ლიეტუვას თავდაცვის მინისტრმა და პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში რუსეთის ან ბელარუსის მოქალაქეობის მქონე პირთა სამსახურის შესაძლებლობას გამორიცხავს. კანონპროექტის თანახმად, ლიეტუველებს, რომლებსაც რუსეთის ან ბელარუსის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, არ მიიღებენ პროფესიულ სამხედრო სამსახურში, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ან ნებაყოფლობითი არამუდმივი სამხედრო სამსახურის სტრუქტურებში, ასევე არ გაიწვევენ სავალდებულო სამხედრო […]
ნოტრდამის ტაძართან დაკავშირებული ხუთი გამორჩეული თარიღი

2019 წლის დამანგრეველი ხანძრის შემდეგ, ერთ თვეში ისევ გაიხსნება ნოტრდამის (იგივე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის) კარები. მანამდე კი, მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი პარიზის ამ ღირსშესანიშნაობის კაშკაშა ისტორიის ხუთ გამორჩეულ თარიღს: 1160 წელი: საძირკვლის ჩაყრა 1160 წელს დაიწყო და თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ დასრულდა. 2023 წელს ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პროექტს პარიზის ამბიციური ეპისკოპოსი, მორის […]