“ოცნების” სიაში 16 მილიონერია – მედია

ცოლის დაქალი, ცოლის დაქალის ქმარი, ბიძაშვილის შვილი, ოლიმპიური ჩემპიონები, ბიზნესმენები, ერთი მილიარდერი და 16 მილიონერი – “მთავარი არხის” ინფორმაციით, ასე გამოიყურება “ოცნების” საპარლამენტო სია. 13- წლიანი არსებობისა და ოთხი საპარლამენტო არჩევნების განმავლობაში, ერთადერთი მილიარდერი, პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, პირველადაა საარჩევნო სიაში, – პირველ ნომრად. “ოცნების” საპარლამენტო სიაშია ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინე ხვედელიძის დაქალი და […]

თავისუფლების ქანდაკების ორიგინალი საფრანგეთში დარჩება

ფრანგი მოქანდაკის ოგიუსტ ბარტოლდის მიერ შესრულებული თავისუფლების ქანდაკების ორიგინალი საფრანგეთში დარჩება და საჯარო მუზეუმის კოლექციაში შეინახება. ქანდაკება, სრული სახელწოდებით “თავისუფლება ანათებს მსოფლიოს” 1886 წელს ნიუ-იორკში გაიხსნა და საფრანგეთმა ის შეერთებულ შტატებს აჩუქა. ბართოლდიმ ქანდაკების მოდელი პარიზთან ახლოს საკუთარ სახელოსნოში შექმნა. მან 49 სანტიმეტრის სიმაღლის პატარა თიხის მოდელი აჩუქა მწერალს ედუარ დე ლაბულიეს, რომელმაც შესთავაზა ქანდაკების […]

10 ნოემბრის დილით მოსკოვის ოლქზე დრონებით ფართო შეტევა განხორციელდა

რუსეთში, მოსკოვის ოლქზე 10 ნოემბრის დილით ათეულობით დრონით განხორციელდა იერიში. ცნობით, რომელიც გაავრცელა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა, სულ მცირე 32 დრონი საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო რამენკის, დომოდედოვოს და კოლომნის თავზე. მერი ამტკიცებს, რომ დრონების სამიზნე მოსკოვი იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის სხვადასხვა რეგიონის თავზე ჩამოგდებულია 70 დრონი, მათგან 34 მოსკოვის ოლქში. მოსკოვის დომოდედოვოს და […]

პრემიერი კობახიძე ბაქოში დაესწრება COP29-ს, გაეროს კლიმატის კონფერენციას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 11-13 ნოემბერს ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში (COP29) მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის ადმინისტრაციის პრესცენტრის ცნობით, COP29-ში კობახიძესთან ერთად დელეგაციაში იქნებიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი. ბაქოში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან. ასევე, […]

უკრაინა SCALP-ის და „მისტრალს“ რაკეტებს მიიღებს – საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ხელი მოაწერა უკრაინისთვის SCALP-ის ათამდე რაკეტის გადაცემას, რომელსაც ქვეყანას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დაჰირდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „უნდა შევინარჩუნოთ დახმარება გრძელვადიან საფუძველზე, რადგან ეს ასევე საშუალებას მისცემს უკრაინის ხელისუფლებას, განიხილოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები, როდესაც ისინი ამას გადაწყვეტენ. სამხედრო მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და მაშინაც კი, როცა ომი დამთავრდება, ჩვენ […]

ტრამპი, ამ ახალ ვადაში, სულ სხვა პრეზიდენტი იქნება – ესტონეთის საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე

ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუს) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარკო მიჰკელსონის თქმით, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ის, სავარაუდოდ, სრულიად განსხვავებული პრეზიდენტ იქნება, ვიდრე 2016-2020 წლებში, პირველი ვადით მმართველობის დროს იყო. „ეს იქნება განსხვავებული ტრამპი, მაგრამ მაინც მისთვის დამახასიათებელი არაპროგნოზირებადობითა და სიურპრიზებით“, – აღნიშნა მიჰკელსონმა ტელეარზე ETV-ის დილის გადაცემა „Terevisioon“-ში: „დრამა და დაძაბულობა გარანტირებულია“. რაც […]

ინდოეთი-ირანი-სომხეთის სატრანსპორტო დერეფანი საქართველოსთვის მომგებიანი არ იქნება – პაატა ცაგარეიშვილი

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორის პაატა ცაგარეიშვილის აზრით, ირანის, სომხეთის და ინდოეთის მიერ ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ გაცხადებული პროექტი ტექნიკურად რთულად განსახორციელებელია. როგორც მან bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ეს პროექტი ახალი არაა და ამ საკითხის პერიოდულად წინ წამოწევა ხდება. ამასთან, ცაგარეიშვილის განცხადებით, ეს რუსეთის სტრატეგიაა, რათა ჩრდილოეთ-სამხრეთის მყარი სატრანსპორტო ღერძი შექმნას. „ამ პროექტის ორ ასპექტზე […]

“55 მილიონი რაში გადაიხადეს, პასები რომ აკეთოს?” – კასანომ სერია A-ს ნახევარმცველი გააკრიტიკა

ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ, Viva el Futbol-თან ინტერვიუში “იუვენტუსის” ახალწვეულის, ტეუნ კოპმეინერსის შესახებ ისაუბრა. “რეალის” ყოფილი ფორვარდის თქმით, ნიდერლანდელი მატჩებში განსხვავებას ვერ ქმნის. “მოთამაშემ, რომელშიც 55 მილიონს ვიხდი, განსხვავება უნდა შექმნას. ყველა ადამიანის მესმის, ვინც მას აკრიტიკებს, ვიმეორებ, მასში 55 მილიონია გადახდილი და ჯერ კიდევ ვერ გავიგე რა როლი აქვს მოედანზე. ახლოსაც არაა იმ ფეხბურთელთან, […]

ოფიციალურად: ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

“სენტ-ეტიენის” შემტევი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ზურიკომ ოქტომრის თვეში ჩატარებულ 3 მატჩში, ჯამში 5 გოლის გატანა მოახერხა. შეგახსენებთ, “სენტ-ეტიენი” დღეს, 10 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე, გიორგი მიქაუტაძის “ლიონს” დაუპირისპირდება.

უკრაინულმა დრონებმა ბრიანსკში საბრძოლო მასალის საცავებს დაარტყეს

უკრაინელებმა რუსეთის ბრიანსკის ოლქში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრზე დრონებით იერიში მიიტანეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე, სულ მცირე, 8 აფეთქება და ძლიერი ხანძარი დაფიქსირდა. ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტპრიაზე 70 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 14 ბრიანსკის ოლქში.­