თავისუფლების ქანდაკების ორიგინალი საფრანგეთში დარჩება

ფრანგი მოქანდაკის ოგიუსტ ბარტოლდის მიერ შესრულებული თავისუფლების ქანდაკების ორიგინალი საფრანგეთში დარჩება და საჯარო მუზეუმის კოლექციაში შეინახება.
ქანდაკება, სრული სახელწოდებით “თავისუფლება ანათებს მსოფლიოს” 1886 წელს ნიუ-იორკში გაიხსნა და საფრანგეთმა ის შეერთებულ შტატებს აჩუქა.
ბართოლდიმ ქანდაკების მოდელი პარიზთან ახლოს საკუთარ სახელოსნოში შექმნა. მან 49 სანტიმეტრის სიმაღლის პატარა თიხის მოდელი აჩუქა მწერალს ედუარ დე ლაბულიეს, რომელმაც შესთავაზა ქანდაკების იდეა, რომელიც შთაგონებულია ამერიკის სამოქალაქო ომში მონობის წინააღმდეგ მებრძოლი ძალების გამარჯვებით.
საუკუნენახევრის შემდეგ ლაბულიეს შთამომავლებს სურდათ ამ მოდელის გაყიდვა პარიზში გამართულ აუქციონზე და მის მიმართ ინტერესი შეერთებულ შტატებში გამოიჩინეს. მაგრამ ერთმა ფრანგმა პატრონმა გადაწყვიტა, რომ მოდელი საფრანგეთში დარჩენილიყო და აუქციონის დაწყებამდე იყიდა. ტრანზაქციის ზუსტი ოდენობა არ სახელდება.
მოდელი ახლა კოლმარის ბარტოლდის მუზეუმს გადაეცემა, სადაც მოქანდაკე დაიბადა.
ორიგინალი მოდელი განსხვავდება თავად ქანდაკებისგან არა მხოლოდ ზომით: მაგალითად, თავისუფლების ქანდაკება შეიცავს აშშ-ს კონსტიტუციას, ხოლო მოდელს უჭირავს გატეხილი ჯაჭვი.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი – 4 წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს, ამ ფონზე ჩნდება კითხვა: ნუთუ ერთი ავარია საკმარისია, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?