8 ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტს ხვდება

ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტს ხვდება. 8 წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილთან დახურულ შეხვედრას მართავს. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადება. დელეგაციაში არიან: გერმანია – მიხაილ როთი;ფინეთი – იუკა კოპრა;შვედეთი – ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი;საფრანგეთი – საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ფრედერიკ პეტი;ლიეტუვა – ჟიგიმანტას პავილიონისი;ლატვია – ინარა მურნიეცე;ესტონეთი – […]

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც ბანერები აქვთ გაშლილი, წარწერებით: „სანქციები ივანიშვილს“, „საქართველო არის ევროპა“. აქციას ასევე ორგანიზაცია „დაიტოვეს” წევრებიც შეუერთდებიან. აქციის ორგანიზატორების თქმით, ორბელიანების სასახლესთან აქციის მიზანია, რომ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მყოფ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებს დაანახონ, რომ მოსახლეობა 26-ს ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ […]

სამწლიანი პაუზის შემდეგ, ზვიად პატარიძემ ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა

დაბრუნება დიდ სპორტში – სამწლიანი პაუზის შემდეგ ზვიად პატარიძემ ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ, ამჯერად შეერთებულ შტატებში მოიპოვა. ნიუ-იორკში „ბილ ფარელის” სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, სადაც ქართველი მძიმეწონოსანი, საქართველოს სახელით ტურნირის ჩემპიონი გახდა. პატარიძემ ფინალში ამერიკის დროშის ქვეშ მოასპარეზე კუბელი ფრიმანი 6-0 დაამარცხა, მანამდე კი უკრაინელ ვიშნიცკის და ამერიკელ მესონს უშანსოდ მოუგო. ქართველი მოჭიდავე ამერიკაში […]

ქართველმა სამბისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვეს

ყაზახეთმა სამბოში 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე 6 მედალი მოიპოვა. ჩემპიონობა იზეიმა ჯაბა თურქიამ (71 კგ), რომელმაც ფინალში ყაზახი სპორტსმენი დაამარცხა. ვიცე-ჩემპიონი გახდა ვახტანგ ჩიდრაშვილი (58 კგ); ბრინჯაოს მედლები კი მოიპოვეს მიშიკო ნოზაძემ (88 კგ), დავით ლორიაშვილმა (98 კგ) და გიორგი ქავთარაძემ (+98 კგ); ბრინჯაო მიიღო პარა სამბოში რამინ ყიფშიძემაც. […]

პრეზიდენტი: პოლიტიკური კრიზისი სახეზეა, მეგობრების აქ ყოფნა ნიშანია ევროპული მხარდაჭერის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შედის, ამ დროს კი დელეგაციის ვიზიტი ევროპული მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მეგობრების საქართველოში ვიზიტის მიზანი ქვეყნის კრიზისიგან გამოსვლის გზის მოძებნაა. “მათი აქ ჩამოსვლა დღეს, […]

საქართველოს ნაკრებს გოგლიჩიძე გამოაკლდა – უამინდობა ჩეხეთში “ჯვაროსნების” მასპინძელ ქალაქში…

საქართველოს ნაკრებს ნოემბერში “ერთა ლიგაზე” გადამწყვეტი მატჩები ელის. დასკვნით ტურს ოლომოუცში, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარებთ. უკრაინასთან პოლონეთში მოედნის საფარი ისეთ მდგომარეობაში იყო, ქართველ გულშემატკივრებს ეს საკითხი განსაკუთრებით აღელვებთ. საინტერესოა, რომ “ანდრუვ სტადიონზე” შაბათს უამინდობის გამო შეხვედრა ვერ ჩატარდა. ადგილობრივ “სიგმას” “სლოვაცკოსთვის” უნდა ემასპინძლა, ძლიერი ნისლის გამო, მატჩის ჩატარება ვერ მოხერხდა. ოლომოუცის კლუბის ოფიციალური გვერდი წერს: […]

ათენში პროზაიკოსისა და ღვინის გიდის, ალექსანდრე (ლექსო) პაიკიძის ახალი წიგნების წარდგენა და კულტუროლოგიური ლექცია-საუბარი გაიმართა

9 და 10 ნოემბერს, ათენის კულტურის ცენტრში «კავკასია» გაიმართა თემატური საღამო ქართველი ემიგრანტებისათვის – თანამედროვე ქართველი პროზაიკოსისა და ღვინის გიდის, ალექსანდრე (ლექსო) პაიკიძის ახალი წიგნების: “მსტოვარი” და “ნიკოლოზი” წარდგენა და ქართული ღვინის შესახებ კულტუროლოგიური ლექცია-საუბარი. „არაჩვეულებრივი საღამო გამოვიდა. ათენში, ქართულ დიასპორასთან და ბერძენ “სტუმრებთან” ❤️ ვისაუბრეთ ქართულ ღვინოზე, ისტორიაზე და გვქონდა დეგუსტაცია“, – წერს სოციალურ […]

მშენებლობა ისევ გაძვირდა – სექტორი ფასის ზრდას ლარის კურსის მერყეობას უკავშირებს

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე 2024 შემოდგომაზე მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 5.8%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური გვაუწყებს, რომ ღირებულების ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 20.3 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 4.1 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 3.14 და 2.47 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის […]

სალომე ზურაბიშვილი – კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ვნახოთ ის გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან

კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ვნახოთ, მოვიპოვოთ ის გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან – ქვეყანა გამოვა ამ კრიზისიდან სამართლიანი ფორმით, დავუბრუნდებით ახალ არჩევნებს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ქართული საზოგადოება […]

ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირები, სამეცნიერო და სახელოვნები წრეების წარმომადგენლები, სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციები აშშ-ს, ევროკავშირისა და ბრიტანეთის ლიდერებისადმი ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ

საქართველოს ყოფილი უმაღლესი სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების ყოფილი წევრები, სამოქალაქო მოძრაობები, სამეცნიერო და სახელოვნებო წრეები, პროფესიული გაერთიანებები, ანალიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები თავისუფალი სამყაროს ლიდერებისადმი ერთობლივ მიმართვას ავრცელევენ. მიმართვის ავტორები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარება იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მისი პროდასავლური კურსის საბოლოო მარცხის საწინდარი, ამ კონტექსტში […]