საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ქუთაისი-სოხუმის მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ქუთაისი-სოხუმის მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 14 ნოემბერს 09:00-დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებს შეუწყდებათ. „გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 97.0 და 103.0 კილომეტრებზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, […]

პრემიერი – 8 ქვეყნის პარლამენტარის აქციაზე სიტყვით გამოსვლა ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ უდიერი დამოკიდებულების გამოვლენაა, თუმცა ეს არის საჩუქარი ჩვენთვის, მმართველი გუნდისთვის

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ძალიან მალე შეიქმნება ყველა პირობა იმისთვის, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ­ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-თან. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ გვჭირდება ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-თან. ჩვენ ამ გადატვირთვას ვუკავშირებდით სამ მოვლენას: 1. არჩევნები საქართველოში. 2 არჩევნები აშშ-ში და 3. ომის დასრულება უკრაინაში. ორი არჩევნები უკვე დასრულდა და დასრულდა […]

ირაკლი კობახიძე – არის ზეპირი საუბრები ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, სწორედ ამიტომ ვერ მიდიან პროკურატურაში გამოკითხვაზე – არ არსებობს არავითარი არგუმენტი

ცესკომ მიმართა პროკურატურას, რომელსაც მყისიერი რეაგირება ჰქონდა და დაიწყო გამოძიება. შემდეგ იყო მოწოდება იგივე სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ მას შესაბამისი ჩვენება მიეცა პროკურატურისთვის, თუმცა ამისგან სალომე ზურაბიშვილმა თავი შეიკავა, ამას ერთადერთი ახსნა აქვს, არის ზეპირი საუბრები ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, სწორედ ამიტომ ვერ მიდიან პროკურატურაში გამოკითხვაზე. არ არსებობს არავითარი არგუმენტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ […]

კალაძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპელ პარლამენტარებს უსაქმურები უწოდა

მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში იმყოფებიან, უსაქმურები უწოდა. ამ საკითხზე ჟურნალისტებისთვის მიცემული კომენტარი თბილისის მერიის პრესსამსახურმაც გაავრცელა. „ესენი არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან ერთ, ხან სხვა ქვეყანაში ჩადიან. ჩვენ გვახსოვს მათი ჩამოსვლა, როდესაც ოპოზიციის აქციები იყო, სიტყვით გამოსვლებიც ჰქონდათ… ევროკავშირი […]

კობახიძე აცხადებს, რომ ალიევთან პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა

ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში [COP29] მონაწილეობისთვის ჩასული ირაკლი კობახიძე აცხადებს, უკვე შეხვდა ილჰამ ალიევს და პროდუქტიული საუბარი ჰქონდათ. “მოხარული ვარ, რომ მქონდა შეხვედრის შესაძლებლობა ბატონ ილჰამ ალიევთან, სადაც ვისაუბრეთ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მეგობრულ ურთიერთობებზე, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას. საუბარი გვქონდა მათ შორის, დარგობრივ თანამშრომლობაზე, სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე. […]

„არ დამარეკინოთ ტრამპთან“ – ირაკლი ზარქუა

ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან აცხადებს: „უგულავამ ომი გვინდა, უნდა ვიომოთო. უსუფამ ჩემს შვილებს ვერ ვაომებ, მაგრამ თუ საჭიროა, უნდა ვიომოთო. რა მორალის კაცია? – ვისაც უნდათ, იმას მიმართონ. სხვათა შორის, ტრამპს გამარჯვებას ვულოცავ. მან ის ღირებულებები გაახმოვანა, რაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო მესიჯები იყო – ოჯახური ღირებულებები, ოჯახური სიწმინდე, ქალი და კაცი. ამ ფსევდოლიბერალებსა და ფაშისტებს ხაზი […]

ნუცა წიქარიძე კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია

ქართველი კინორეჟისორის, ნუცა წიქარიძის “მცხუნვარე მზე” კოტბუსის კინოფესტივალის გამარჯებული გახდა. ფილმმა მთავარი პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მიიღო. ფესტივალის გამარჯვებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამაში სამკაციანმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ კრიტიკოსები და ჟურნალისტები: ზილარდ ბერნატი (უნგრეთი), ეგელე ვერტელიტე (ლიტვა) და მაგდალენა ილიევა (ბულგარეთი). “მცხუნვარე მზე” – ეს არის ფილმი არდადეგებზე სოფლად წასულ ბავშვებზე, რომელთაც მოულოდნელი თავგადასავალი […]

15 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში კი 13 ნოემბერს მცირე ნალექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,15 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში კი 13 ნოემბერს ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 12 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ნოემბერს კი მოიღრუბლება და მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13-14 ნოემბერს დღის საათებში +12, […]

ბიტკოინმა ერთ ვაჭრობაზე რამდენიმე ისტორიული რეკორდი დაამყარა

ბიტკოინი $82 000–იან ნიშნულსაც ასცდა და ახალი ისტორიული მაქსიმუმი აჩვენა, რითაც კიდევ უფრო მეტად მიიპყრო ინვესტორების ყურადღება. კრიპტოვალუტის ზრდა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. დღეს კი ბიტკოინმა 82 ათასი დოლარის ზღვარი გადალახა, რაც იმას ნიშნავს რომ ერთ კვირაში 16%-ზე მეტად მოიმატა.

ირაკლი კობახიძე 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციაზე – თავი შევიკავეთ ამ ადამიანებთან შეხვედრისგან, რადგან მათი ნაწილი პირდაპირ ჩართული იყო საარჩევნო აგიტაციაშია და თავად არღვევდა უხეშად საარჩევნო პრინციპებს

ჩვენ თავი შევიკავეთ ამ ადამიანებთან შეხვედრისგან ერთი მარტივი მიზეზის გამო – ამ დელეგაციის წევრთა ნაწილი იყო პირდაპირ ჩართული საარჩევნო აგიტაციაშია და თავად არღვევდა უხეშად საარჩევნო პრინციპებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებზე საუბრისას განაცხადა. საქართველოს პრემიერი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში […]