ირაკლი კობახიძე – ბიუროკრატიის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შთამბეჭდავია, რაც მსოფლიო ბანკმა შესაბამის ინდექსში ასახა

ყველა ობიექტური ინდექსი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს ფართო რეგიონში, არამედ ძალიან ხშირად უსწრებს, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბიუროკრატიის ინდექსის მიხედვით, საუკეთესო ქვეყნებს შორის მე-20 ადგილზე საქართველოს დასახელებას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, რომ ყველა მომსახურება, რომელსაც […]
ირაკლი კობახიძე – უკრაინაში ომი დასრულდება ძალიან მალე და შეიქმნება ყველა პირობა იმისათვის, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან

გვჭირდება ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან და ჩვენ ამ გადატვირთვას ვუკავშირებდით არჩევნებს საქართველოში, არჩევნებს აშშ-ში და მესამე იყო ომის დასრულება უკრაინაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინაში ომი დასრულდება ძალიან მალე და შეიქმნება ყველა პირობა იმისათვის, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან. „ჩვენ […]
პრემიერი – ჩვენი მოსახლეობის 90%-ზე მეტი მხარს უჭერს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონს, გახარიას პარტია ერიდებოდა ამ კანონის წინააღმდეგ გამოსვლას წინასაარჩევნო პერიოდში, ახლა კი უფრო თამამად ასრულებენ გარე დავალებებს

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა არის ძალიან დიდი და ძალიან ძლიერი, ჩვენი მოსახლეობის 90%-ზე მეტი მყარად უჭერს მხარს ამ კანონს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა. კითხვაზე, თუ რატომ ისმის გახარიას პარტიისგან მოწოდებები „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით ახლა, როცა წინასაარჩევნო კამპანიის […]
პრემიერი – მას შემდეგ, რაც ცვლილებები მოხდა აშშ-ში, თავად ამერიკელები აპირებენ იმ ტიპის კანონის მიღებას, რაც მივიღეთ საქართველოს პარლამენტში, საქმე ეხება ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას

მას შემდეგ, რაც ცვლილებები მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავად ამერიკელები აპირებენ იმ ტიპის კანონის მიღებას, რაც ჩვენ მივიღეთ საქართველოს პარლამენტში, აქ საქმე ეხება ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეალურად, ეს არის კიდევ უფრო მძაფრი პრობლემა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამომდინარე იქიდან, რომ […]
ირაკლი ზარქუა – ჟიგიმანტასები და როთები თქვენს სახელმწიფოებში მიბრძანდით! თქვენს ქვეყანას მიხედეთ! არ დამარეკინოთ ტრამპთან!

მინდა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მივულოცო! მან ის ღირებულებები გაახმოვანა, რაც „ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის მესიჯები იყო – ჟიგიმანტასები და როთები თქვენს სახელმწიფოებში მიბრძანდით! თქვენს ქვეყანას მიხედეთ! არ დამარეკინოთ ტრამპთან! , – ამის შესახებ მედიასთან „ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, რომ დარეკოს, რა მოხდება, ზარქუამ განმარტა: “დასჯის ჰუმანურად. ზარქუას თქმით, “ფსევდო ლიბერალებსა და […]
თვის ბოლომდე გაიმართება პარლამენტის პირველი შეკრება და ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში დამტკიცდება მთავრობის ახალი შემადგენლობა – პრემიერი

საზოგადოების მხარდაჭერა არის ხელისუფლების, მმართველი გუნდის მხარეს, ოპოზიციის მხარეს კი, პრაქტიკულად ნულოვანი მხარდაჭერა, მთავარი ეს არის – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციამ სცადა ქუჩაში რაღაც წარმატების მიღწევა, თუმცა არჩევნებში წარმატებასა და ქუჩაში წარმატებას სჭირდება ერთი და იგივე რესურსი, ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა, რაც მათ არ […]
პრემიერი – პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას ვუკავშირებდით, თუმცა ამ ადამიანებმა თუ ასე გააგრძელეს, შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც გადავდგათ ეს ნაბიჯი

პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას ვუკავშირებდით, თუმცა ამ ადამიანებმა თუ ასე გააგრძელეს, შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც გადავდგათ ეს ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, საუბარია საკონსტიტუციო სარჩელის შეტანაზე, რასაც მისივე განმარტებით, დეპუტატების მცირე რაოდენობა სჭირდება. ამის პარალელურად, კობახიძე ამბობს, რომ მერე მხრივ, დღეს იმდენად არის დასუსტებული […]
ირაკლი ზარქუა – მივმართავ როთს და დანარჩენ „როთებს“: თქვე გზააბნეულებო, თუ საქართველოს ნახვა გინდათ, ამ უსამშობლოებთან დგომით ვერაფერს იზამთ! – მობრძანდით, გაიარ-გამოიარეთ და მიბრძანდით უკან!

რომ დგახართ და მათხოვრობთ: შეგვხვდით და შეგვხვდითო, არ შეგხვდებით, რადგან დრო თქვენისთანებისთვის არ რჩება – მშვიდობიანად მობრძანდით, გაიარ-გამოიარეთ და მიბრძანდით უკან! ჩვენს ხალხს თქვენი ღირებულებებისა და მორალის განცხადებები არ სჭირდება! – ეს განცხადება სახელისუფლო პარტიის „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ საქართველოში ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტის შეფასებისას გააკეთა. ზარქუას თქმით, „საქართველოში […]
ირაკლი კობახიძე – გვარამია აცხადებდა, რომ მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, თუმცა იმკურნალა და დაძლია – ირკვევა, რომ არავითარი პრობლემები არ მოუგვარებია

გვარამია აცხადებდა, რომ მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, თუმცა იმკურნალა და დაძლია ეს მდგომარეობა. ირკვევა, რომ … აბსოლუტურად სერიოზულად ვგულისხმობ – რეალურად გაირკვა, რომ არავითარი პრობლემები არ მოუგვარებია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარტია „ახალის“ლიდერთან, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით განუცხადა. ამასთან, ირაკლი კობახიძემ ზოგადად ოპოზიციის განცხადებებზეც ისაუბრა, რომლის თანახმად, ბარიერგადალახული პარტიები ახალი მოწვევის პარლამენტში არ […]
მიხაილ როთი – ევროპის მომავალი საქართველოშიც გადაწყდება: რუსული იმპერიალიზმი კიდევ ერთ ახალგაზრდა დემოკრატიას გაანადგურებს თუ თავისუფლება და სუვერენიტეტი გაიმარჯვებს

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი აცხადებს, რომ ევროპის მომავალი საქართველოშიც წყდება და რომ ევროკავშირმა არ უნდა აარიდოს თვალი, როდესაც კანდიდატ სახელმწიფოში დემოკრატიას შეურაცხყოფენ. „ხშირად მეკითხებიან, რატომ ვმოგზაურობთ ისევ საქართველოში. იმიტომ, რომ ევროპის მომავალი აქაც გადაწყდება: რუსული იმპერიალიზმი კიდევ ერთ ახალგაზრდა დემოკრატიას გაანადგურებს თუ თავისუფლება და სუვერენიტეტი გაიმარჯვებს. ევროკავშირმა არ უნდა აარიდოს თვალი, […]