ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს ოპოზიციური პარტიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის ლიდერი, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე მიიღონ ოპოზიციური პარტიების გაუქმების გადაწყვეტილება. პრემიერმა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა. „აქ საუბარია საკონსტიტუციო სარჩელის შეტანაზე, რასაც სჭირდება დეპუტატების მცირე რაოდენობა. ეს არის აბსოლუტურად საკმარისი. თუ გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ სიარულს, ამ შემთხვევაში შეიძლება […]

ოპოზიციამ სცადა ქუჩაში რაღაც წარმატების მიღწევა, თუმცა არჩევნებში წარმატებასა და ქუჩაში წარმატებას სჭირდება ერთი და იგივე რესურსი, ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა, რაც მათ არ აქვთ

ოპოზიციამ სცადა ქუჩაში რაღაც წარმატების მიღწევა, თუმცა არჩევნებში წარმატებასა და ქუჩაში წარმატებას სჭირდება ერთი და იგივე რესურსი, ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა, რაც მათ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა არის ხელისუფლების, მმართველი გუნდის მხარეს, ოპოზიციის მხარეს კი, პრაქტიკულად ნულოვანი მხარდაჭერა, მთავარი ეს არის – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა […]

გრივნას კურსის დასაჭერად, უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა წელს $27 მილიარდი გაყიდა

უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა მიმდინარე წლის 10 თვეში გრივნას გაცვლითი კურსის დასაჭერად $26.9 მილიარდი დოლარი გაყიდა. ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ინტერვენციების საჭიროება ყველაზე მაღალი ოქტომბერში იყო, როდესაც ჯამში გაყიდვებმა 3.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა ომის დაწყების შემდეგ ფიქსირებული სავალუტო რეჟიმი შემოიღო. 2022 წლის თებერვლიდან 2022 წლის ივნისამდე ერთი დოლარი 29.6 გრივნა ღირდა. შემდეგ პერიოდში, 2022 […]

ბრიტანელი ადმირალი: ოქტომბერში რუსეთის არმიის შემადგენლობაში ყოველდღიურად 1500-მდე სამხედრო იღუპებოდა ან იჭრებოდა

ოქტომბრის თვეში რუსეთის არმიის შემადგენლობაში ყოველდღიურად 1500-მდე სამხედრო იღუპებოდა ან იჭრებოდა, რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის ყველაზე მძიმე მაჩვენებელია დანაკარგების მხრივ – აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელი, ადმირალი ენტონი რადაკინი. მოსკოვი არ ასაჯაროებს უკრაინის ომში განცდილ დანაკარგებს. რადაკინის თქმით, რუსეთი თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე ხარჯავს საჯარო თანხების 40 პროცენტზე მეტს, რაც “უზარმაზარი ზეწოლაა” ქვეყანაზე. რუსეთის წარმომადგენლები […]

თბილისს თანამედროვე პოლიტიკისგან ჩამოწერილი ევროპარლამენტარები სტუმრობენ, რომელთაც პარლამენტი შესაბამისი პასუხით ხვდება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ევროპარლამენტარების საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „რევოლუციის წამახალისებელი ევროპარლამენტარები კვლავ საქართველოში იმყოფებიან, იქნებ როგორმე ქუჩა აადუღონ, მაგრამ ქუჩის ნაცვლად ჯერჯერობით მხოლოდ მათი თავების დუღილს ვხედავთ“- წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ოპოზიციისა და მათი უცხოელი პატრონების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის ხანა დასრულდა და საქართველოში ოპოზიციის აქციები მათი უკანასკნელი ტრიბუნაა. […]

დონალდ ტრამპი გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ელის სტეფანიკს წარადგენს

დონალდ ტრამპი გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ელის სტეფანიკს წარადგენს , – ამის შესახებ CBS News-ს აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განუცხადა. „ჩემთვის დიდი პატივია ჩემი კაბინეტის შემადგენლობაში გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე თავმჯდომარე ელის სტეფანიკი წარვადგინო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ელის სტეფანიკი, რომელიც 2021 წლიდან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკური პარტიის“ კონფერენციის […]

საქართველოს სასკოლო – სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გეზრბენში გორის მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა

საქართველოს სასკოლო – სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გეზრბენში გორის მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეჯიბრებაში 2008-2010 წლებში დაბადებულმა გოგონებმა და ვაჟებმა მიიღეს მონაწილეობა. “შეჯიბრების გამარჯვებულები გოგონებში სკრის, ხოლო ბიჭებში ძევერის საჯარო სკოლა გახდა. შეჯიბრება საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა. გარდა […]

საპენსიო დანაზოგმა ₾5.8 მილიარდს გადააჭარბა

2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 5.8 მილიარდ ლარს მიღწია, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.3 მილიარდ ლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით აკუმულირებული ამონაგებით, როგორც ნომინალურ ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს. 2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 18.28% შეადგინა, იმავე პერიოდში […]

ილჰამ ალიევთან ვისაუბრეთ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე – პრემიერი

ილჰამ ალიევთან ვისაუბრეთ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მეგობრულ ურთიერთობებზე, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხო დარგობრივ თანამშრომლობას და სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. „მონაწილეობას ვიღებთ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში. კონფერენციის ფორმატში გვექნება ასევე შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა. დღეს მოხარული ვარ, […]

კობახიძე: ევროპელი პარლამენტარების ვიზიტი არ ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ რვა ქვეყნის პარლამენტარების საქართველოში ვიზიტი, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურება. მისი თქმით, დელეგაციის წევრები არიან ადამიანები, რომლებიც არღვევენ საარჩევნო პრინციპებს, რადგან ჩართული იყვნენ საარჩევნო აგიტაციაში. „ყველა შემთხვევაში, ამ ვიზიტის სულისკვეთება, სამწუხაროდ, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათ პირდაპირ ჰქონდათ საუბარი პრესკონფერენციაზე ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებაზე. ეს არ […]