თბილისში გრეტა თუნბერგის ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს

თბილისში, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შვედი ეკოაქტივისტის, გრეტა თუნბერგის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. შვედ აქტივისტს თან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ახლავს, რომლებიც ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერებით არიან წარმოდგენილები, წარწერებით; “მეცხოველეობის ინდუსტრია ანადგურებს ჩვენს პლანეტას”. ასევე, აქტივისტები აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტებისა და აქტივისტების გათავისუფლებასაც ითხოვენ. შვედი ეკოაქტივისტი აზერბაიჯანში მიმდინარე კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციას აპროტესტებს. აქტივისტების თქმით, […]
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს ,,ჩვენ ვართ ევროპა” – აქციის მინაწილეებმა რუსთაველის გამზირი უკვე გადაიკეტა. გავრცელებული ინფორმაციით, შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ თბილისში მყოფი 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები. აქციაზე ელოდებიან სალომე ზურაბიშვილსაც
„დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ის ხალხი, რომელიც მსგავსი უხეში ფორმით ერევა ქვეყნის შიდა საკითხებში, მიხვდება, რომ ეს არ არის ურთიერთობის მისაღები ფორმა“ – ილია დარჩიაშვილი

„დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ის ხალხი, რომელიც მსგავსი უხეში ფორმით ერევა ქვეყნის შიდა საკითხებში, მიხვდება, რომ ეს არ არის ურთიერთობის მისაღები ფორმა“ – ილია დარჩიაშვილი დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორები მიხვდებიან და დარწმუნდებიან იმაში, რომ მსგავსი ტიპის ინტერვენციები, მსგავსი ტიპის მიკერძოებული დამოკიდებულება და უპატივცემულობა, რომელსაც ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვხედავთ და გვესმის, ჩვენთვის მიუღებელია, – […]
12-წლიანი სასჯელი, უკრაინის დასახმარებლად გაღებული $51-ის გამო

უკრაინისთვის 2022 წელს შეწირული $51-ის დახმარების გამო, რუს-ამერიკელ ქსენია კარელინას, 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. საქმე რუსეთში, ეკატერინბურგის სააპელაციო სასამართლომ განიხილა და კარელინა სახელმწიფოს ღალატში დამნაშავედ ცნო. 33 წლის კარელინა, 2015 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, 2021 წელს კი ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. რუსეთში ცასული, მიმდინარე წლის იანვარში, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. დაკავების შემდეგ კი მას ღალატის მუხლი […]
რუსეთის თავდასხმის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ოფიციალური პირების თქმით, ორშაბათს რუსეთი დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით, უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ქალაქებს დაესხა თავს. შედეგად, სულ მცირე, 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაახლოებით 30 დაშავდა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა მშვიდობიანი მოსახლეობის ტერიტორიებზე, თავდასხმები გააძლიერა, რაც, მისი თქმით, უკრაინელების აშკარა დაშინების მცდელობაა, რათა დანებებისკენ უბიძგოს. რუსეთ-უკრაინის […]
ოლაფ შოლცი მთავრობის ნდობის საკითხის წლის ბოლომდე დაყენებას არ გამორიცხავს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი არ გამორიცხავს, მთავრობის ნდობის საკითხი ბუნდესტაგში შობამდეც კი დააყენოს, თუმცა თავდაპირველად ამ პროცედურის განხორციელებას 2025 წლის იანვრის შუა რიცხვებში გეგმავდა, – „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ შოლცმა გერმანულ მედიასთან საუბარში განაცხადა. შოლცის თქმით, ეს არ „ებღაუჭება თანამდებობას, მაგრამ შესაძლო ვადამდელი არჩევნებისთვის მზადებისას ყველა ფორმალობა დაცული უნდა იყოს. ცნობისთვის, გერმანიის მმართველი კოალიცია […]
საქართველოში 1 039 აზარტული ბიზნესია რეგისტრირებული – აქედან 100 ბიზნეს სუბიექტის წარმომავლობა, საერთოდ უცნობია

2024 წლის ბოლო მონაცემებით საქართველოში 1 039 სათამაშო ბიზნესი რეგისტრირებული. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, bpn.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა. ამათგან 88% ადგილობრივი კერძო საკუთრებაა. უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებული 1 039 სათამაშო ბიზნესიდან, 916 ადგილობრივი საკუთრებაა, 92 – კერძო უცხოური საკუთრება, 1 – სახელმწიფოს საკუთრება, 1 – შერეული, […]
ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მოსამზადებლად ეროვნულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც მომავალი სანაკრებო თამაშებისთვის 14 მოთამაშეს შეარჩევს. სწორედ მათგან, თამაშების წინა დღეს დაასახელებს მთავარი მწვრთნელი იმ 12 კალათბურთელს, რომლებიც ოფიციალურ მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდს 21 და 24 ნოემბერს ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩები ელის. ჩვენი ნაკრები 3 დღის ინტერვალით ორივე მატჩს […]
ილია დარჩიაშვილი – დარწმუნებული ვარ, პარტნიორები მიხვდებიან, რომ ინტერვენციები, მიკერძოებული დამოკიდებულება და უპატივცემულობა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ვხედავთ და გვესმის, ჩვენთვის მიუღებელია

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორები მიხვდებიან, რომ ინტერვენციები, მიკერძოებული დამოკიდებულება და უპატივცემულობა, რომელსაც ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვხედავთ და გვესმის, ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. როგორც ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, პარტნიორებმა აუცილებლად უნდა მოისმინონ და გაიზიარონ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. „მე მოვისმინე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება [ევროპელი დეპუტატების […]
ჯივიპი გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს – გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს. ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტში კომპანია 20 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. “გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე ეტაპზე განახლდა 8.5 კმ-მდე სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, 2.6 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების ქსელი, […]