საქართველოში Mercedes-Benz-ის შემოსავლები 212 მილიონ ლარამდე გაიზარდა

საქართველოში გერმანული გიგანტის, Daimler-ის, იგივე “მერსედესის” გენერალური დისტრიბუტორია კომპანია “აკა”. კომპანიამ 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს კომპანიის გაყიდვები 60%-ით გაიზარდა და მან 212.6 მილიონ ლარს მიაღწია. გაზრდილია კომპანიის წმინდა მოგებაც. თუკი 2022 წელს შპს “აკას” მოგება 18.8 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 33.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 78%-იანი […]
საუდის არაბეთის პრინცი – საუდის არაბეთი პალესტინასა და ლიბანში თავისი ძმების მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს – საერთაშორისო საზოგადოებამ ისრაელი უნდა დაავალდებულოს, რომ ირანის სუვერენიტეტს პატივი სცეს

საუდის არაბეთი პალესტინასა და ლიბანში თავისი ძმების მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს, – ამის შესახებ საუდის არაბეთის პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა რიადში, არაბული ქვეყნების ლიგისა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის გახსნისას განაცხადა. „საუდის არაბეთი პალესტინასა და ლიბანში თავისი ძმების მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს, რათა ისრაელის მიმდინარე აგრესიით გამოწვეული დამღუპველი ჰუმანიტარული შედეგები დაძლიონ“, – განაცხადა […]
ილია დარჩიაშვილი – ოპოზიციას ყოველდღე ახალ-ახალი ულტიმატუმები აქვს, გაგვიჭირდება გავყვეთ ამ დინამიკაში – ვისურვებდით, ყველამ იაზროვნოს რაციონალურად; დარწმუნებული ვარ, დასხდებიან დიალოგის მაგიდასთან

ვისურვებდით, რომ ყველამ იაზროვნოს რაციონალურად; დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკოსებიც, რომლებიც დღეს ხელოვნურად შექმნილ კონიუნქტურაში სხვადასხვა ტიპის მოთხოვნებს თუ გაუგებარ პრეტენზიებს უყენებენ ჩვენს ქვეყანას, ადრე თუ გვიან მიხვდებიან და დასხდებიან დიალოგის მაგიდასთან , – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. ილია დარჩიაშვილის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია მთავრობის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია და ყველაფერი გაკეთდება […]
თენგო თევზაძე – 12 ნოემბერს დამიბარეს სასამართლოში გამოკითხვაზე, ჩემგან აინტერესებთ, როგორც გაყალბდა არჩევნები

“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი თენგო თევზაძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ თევზაძე სოციალურ ქსელში წერს. “ხვალ, 12:00-ზე დამიბარეს სასამართლოში გამოკითხვაზე. არჩევნები როგორ გაყალბდა ჩემგან აინტერესებთ, საინტერესოა არჩევნებში რამდენად ერკვევიან. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს ექნება ადეკვატური დასასრული და გამყალბებლები მართლა დაისჯებიან!”, – წერს თენგო თევზაძე “ფეისბუკის” პირად გვერდზე.
მოლდოვა გმობს რუსეთის დრონების “აგრესიულ” შეჭრას თავის ტერიტორიაზე

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსეთის “აგრესიული” ნაბიჯები მას მერე, რაც რუსეთის ორი დრონი 10 ნოემბერს მოლდოვის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და მის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ერთ-ერთი დრონი პოლიციამ აღმოაჩინა ჩრდილოეთ მოლდოვის სოფელ ბოროსენი-ნოიში, რომელიც 45-მდე კილომეტრითაა დაშორებული უკრაინის საზღვრიდან. მეორე დრონს მიაგნეს სამხრეთის სოფელ ფირლადენიში, რომელსაც 40 კილომეტრი აშორებს უკრაინის საზღვარს. ორივე იყო ე.წ. იმიტირებული დრონი, […]
“თხილის ხარისხის გაუარესების 60% ფაროსანასთან არის დაკავშირებული” – მერაბ ჭითანავა

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, მერაბ ჭითანავა ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ ღონისძიებებს თავისი ეფექტი ჰქონდა. მისი შეფასებით, ამის მიუხედავად პროცესებში აუცილებელია ფერმერების ჩართულობაც, რომელთა დიდი ნაწილი წამლობას ისევ არ ახორციელებს, რის გამოც თხილის ხარისხი ისევ პრობლემურ საკითხად რჩება. “იმ ფერმერებმა, რომლებიც იყვნენ პროგრამაში ჩართული და ჩაატარეს წამლობა, ცალსახად მიიღეს მაღალი ხარისხის პროდუქცია, […]
კობახიძე ოპოზიციური პარტიების გაუქმებით “საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც” იმუქრება

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ოპოზიცური პარტიების გაუქმებით ისევ იმუქრება. კობახიძე არ გამორიცხავს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე მიიღონ. ის ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, “კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლაში” ადანაშაულებს. “ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო პერიოდში საუბარი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე. ჩვენ ამას ვუკავშირებდით საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას, თუმცა თუ ასე გააგრძელეს ამ ადამიანებმა, შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობის […]
ოქტომბერში რუსეთის ჯარს ყველაზე მეტი მსხვერპლი ჰქონდა – ბრიტანელი ადმირალი

ბრიტანელი ადმირალი, თავდაცვის ძალების მეთაური ტონი რადაკინი ამბობს, რომ ოქტომბერში რუსეთს, ორწელიწადნახევრიანი სრულმასშტაბიანი ომის პირობებში, ყველაზე დიდი მსხვერპლი ჰქონდა. მისი თქმით, გასულ თვეში, დღეში, საშუალოდ, 1 500 რუსი ჯარისკაცი კვდებოდა ან იჭრებოდა. “რუსეთს, დაახლოებით, 700 000 მსხვერპლი ჰყავს – მოკლული თუ დაჭრილი – უდიდესი ტკივილი და ტანჯვა, რისი განცდაც რუს ერს უწევს [პრეზიდენტ ვლადიმირ] პუტინის […]
„ესენი არიან უსაქმური ადამიანები“ – კალაძე ევროპელ დეპუტატებზე

ამ ადამიანების განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს, – ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებს. მისი თქმით, მათ საქართველოს მოსახლეობას თავი სიცრუით დაამახსოვრეს. „ესენი არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან ერთ, ხან სხვა ქვეყანაში ჩადიან. ჩვენ გვახსოვს მათი ჩამოსვლა, როდესაც ოპოზიციის აქციები იყო, სიტყვით გამოსვლებიც ჰქონდათ. […]
კობახიძე კვლავ საუბრობს ოპოზიციის შესაძლო აკრძალვაზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, მმართველმა გუნდმა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადება საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც სცადოს. „წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ გვქონდა საუბარი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე. ჩვენ ამას ვუკავშირებდით საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას, თუმცა თუ ასე გააგრძელეს ამ ადამიანებმა, შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც გადავდგათ ეს ნაბიჯი. თუ ისინი გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლას, მოამწიფებენ შესაბამის გადაწყვეტილებას“, — […]