სენატს რესპუბლიკელები გააკონტროლებენ – ვინ იქნება უმრავლესობის ლიდერი?

აშშ-ში, 5 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, პრეზიდენტთან ერთად, სენატორთა ნაწილი და წარმომადგენელთა პალატის წევრებიც აირჩიეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ შტატში ხმის დათვლის პროცესი დასრულდა, რამდენიმე შტატში პროცესი კვლავ გრძელდება. არსებობს მოლოდინი, რომ რესპუბლიკური პარტია, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, კონგრესის ორივე პალატას გააკონტროლებს. ამერიკის სენატი 5 ნოემბერს, ამერიკელთა ნაწილი, პრეზიდენტთან ერთად 34 სენატორს ირჩევდა. 33-ის ვინაობა […]
აუცილებელია ფაროსანასთან ბრძოლის ღინისძიებებში ცვლილებები შევიდეს – ექსპერტი

ფაროსანა, როგორც დაუმარცხებელი პრობლემა – მავნებლის მხრიდან წარმოქმნილ გამოწვევებზე ამჯერად ციტრუსის ფერმერები საუბრობენ. ამბობენ, რომ წელს, მანდარინი ფაროსანას მიერ არის მასიურად დაკბენილი. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა კვლავინდებურად უწევთ მეთხილეებსაც. ფერმერები აცხადებენ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან პერიოდული შეწამვლითი სამუშაოები საკმარისი აღარ არის. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ექსტენციის ცენტრის დირექტორი გიორგი მახარაძე ამბობს, რომ ქიმიურ შეწამლვებს თავისი […]
მთავარია დავიბრუნოთ ის, რაც აქამდე გვქონდა – ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. 11 ნოემბერს, ჩვენი გუნდი საგურამოში შეიკრიბა და არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, გურამ კაშია, სოლომონ კვერკველია, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ალექსანდრე კალანდაძე, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე. შეკრების პირველი […]
ნიდერლანდები სახმელეთო საზღვარებზე კონტროლს აწესებს

ნიდერლანდები სასაზღვრო კონტროლს აწესებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრის, მარჯოლინ ფაბერის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, ნიდერლანდების მიგრაციის სამინისტროში განაცხადეს, რომ სახმელეთო საზღვრებზე კონტროლი 9 დეკემბრიდან დაწესდება და იგი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ნიდერლანდების მთავრობის ცნობით, თავშესაფრის მაძიებლეთა დიდი რაოდენობის გამო კონტროლი გამართლებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რამდენად მკაცრი იქნება ქვეყნის საზღვრებზე […]
ანა დოლიძე თავისუფლების მოედანზე მასსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზს განმარტავს

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე განმარტავს, რა გახდა თავისუფლების მოედანზე მასსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი. დოლიძის თქმით, პოლიციამ ხელოვნური კორდონით მოახდინა გზის პარალიზება. როგორც მან აღნიშნა, არ აპირებს „რუსეთის საოკუპაციო ჯარს გზა დაუთმოს“. “აქციიდან მოვდიოდი, ლეონიძის ქუჩაზე გადმოვდიოდი და აღმოჩნდა, რომ ათობით დიდი ავტობუსით პოლიცია ჰყავდათ პარლამენტთან მობილიზებული აქციისთვის და გააჩერეს როგორც […]
სურსათის მსოფლიო ფასები 18 თვის მაქსიმუმზეა – FAO

სურსათის მსოფლიო ფასები ოქტომბერში გაიზარდა 18 თვის მაქსიმუმამდე, რადგან მცენარეულმა ზეთებმა გამოიწვია საკვები პროდუქტების უმეტესობის მატება, ამის შესახებ ინფორმაციას, გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით Reuters-ი აქვეყნებს. ფასების ინდექსი, რომელიც ხსნის ახალ ჩანართს, რომელიც შედგენილია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ, რათა თვალყური ადევნოთ მსოფლიოში ყველაზე მეტად ვაჭრობისას ყველაზე მეტად გამოყენებულ სასურსათო საქონელს, გაიზარდა 127,4 პუნქტამდე […]
ჰარისი, არჩევნებში დამარცხების აღიარების შემდეგ, საჯაროდ პირველად გამოჩნდა

ამერიკის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ვეტერანების დღის აღსანიშნად, დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს. ეს დემოკრატი ლიდერების პირველი საჯარო გამოჩენა იყო მას შემდეგ, რაც ამომრჩევლისადმი მიმართვისას, კამალა ჰარისმა არჩევნებში დამარცხება აღიარა, ჯო ბაიდენმა კი ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების პირობა დადო. არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე, პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს. დემოკრატების ნაწილი, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, შედეგების მიზეზების […]
მიჰკელსონი: საქართველო ევროპის ნაწილია და რუსეთი ვერ გაიმარჯვებს

თბილისში ვიზიტით მყოფი ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი სოციალურ ქსელ X-ზე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს. “საქართველო ევროპის ნაწილია და რუსეთი ვერ გაიმარჯვებს. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვართ დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში”- წერს ის. საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან რვა ევროპული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები. ისინი რუსთაველის […]
ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციონერები დააკავეს – სოციალური ქსელები

ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია გუდაუთიდან, საზოგადოებრივი შეკრებიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც დააკავეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს. ამის შესახებ „რესპუბლიკა“ ავრცელებს ინფორმაციას. გამოცემა იუწყება, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ დაკავებულების ნათესავები, საზოგადოების და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგებლები შეიკრიბნენ: “დაკავების მიზეზების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. სამართალდამცავებიდან […]
პაატა დავითაია – ოპოზიციის გადაწყეტილება სადღეგრძელოების დონეზეა, რომელსაც ათწლეულებია ვუსმენ, ვიცი, ვინ იქნება თამადა და როგორ დალევენ დაშლა-არმოშლის სადღეგრძელოს, რაც პარლამენტში შესვლას ნიშნავს

ოპოზიციის გადაწყეტილება სადღეგრძელოების დონეზეა, რომელსაც ათწლეულებია ვუსმენ, ვიცი, ვინ იქნება თამადა და როგორ დალევენ დაშლა-არმოშლის სადღეგრძელოს, რაც პარლამენტში შესვლას ნიშნავს, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. დავითაიამ ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ასევე შეაფასა ბარიერგადალახული ოპოზიციის გეგმები და ქმედებები. როგორც დავითაიამ აღნიშნა, თუ გინდა პარლამენტი არ შედგეს, „მეტროსთან […]