ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციონერები დააკავეს – სოციალური ქსელები

ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია გუდაუთიდან, საზოგადოებრივი შეკრებიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც დააკავეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს. ამის შესახებ „რესპუბლიკა“ ავრცელებს ინფორმაციას.
გამოცემა იუწყება, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ დაკავებულების ნათესავები, საზოგადოების და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგებლები შეიკრიბნენ:
“დაკავების მიზეზების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. სამართალდამცავებიდან შეკრებილებთან არავინ გამოსულა. შენობაშიც არავის უშვებენ. ვითარება იძაბება. შეკრებილები ახსნა-განმარტებას მოითხოვენ”.
სოციალურ ქსელში ვრცელდება დაკავების კადრებიც. თვითაღიარებული რესპუბლიკის ოფიციალური სტრუქტურები ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ოპოზიცია 15 ნოემბერს საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს. ამ დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას გეგმავს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ