კახა კალაძე – 26 ოქტომბრის მერე საუბარი მიდის არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე, ჯერ იზეიმეს, ტაშ-ფანდური ჰქონდათ გამართული, თუ არჩევნები გაყალბებული იყო, მაშინ, რას ზეიმობდნენ?

26 ოქტომბრის მერე საუბარი მიდის [არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე], ჯერ იზეიმეს, 20:00 საათზე მთელი ტაშ-ფანდური ჰქონდათ გამართული, რა ეზეიმებოდათ? მარტივი კითხვაა. თუ არჩევნები გაყალბებული იყო, მაშინ, რას ზეიმობდნენ? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის მისამართით განუცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გააკეთა და ვისაც მტკიცებულება აქვს, […]
Reuters – ისრაელის იერიშების შემდეგ ირანი თეირანში „თავდაცვით გვირაბს“ აშენებს

ისრაელის იერიშების შემდეგ ირანი თეირანში „თავდაცვით გვირაბს“ აშენებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ირანის ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ქვეყანაში პირველად, თეირანში თავდაცვითი შესაძლებლობების მქონე გვირაბი შენდება“, – წერს ირანული მედია. გავრცელებული ინფორმაციით, გვირაბი, რომელიც თეირანის ცენტრში მდებარეობს, ქალაქის მეტროს სადგურს იმამ ხომეინის საავადმყოფოსთან დააკავშირებს. შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს ისრაელმა ირანში სამხედრო ობიექტები დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალების […]
კახა კალაძე – მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა ვერ მივიღეთ, არ გამოვრიცხავთ დავიწყოთ მუშაობა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში მყოფმა პირებმა პასუხი აგონ

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კონსტიტუციური უმრავლესობა ვერ მივიღეთ, არ გამოვრიცხავთ დავიწყოთ მუშაობა იმისთვის, რომ ყველა იმ ადამიანმა აგოს პასუხი, რომელსაც ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი, ვინც წარმოადგენდა „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს, რომელიც უამრავი არსებობს. „[„ნაციონალური […]
„საახალწლო პერიოდში ეროვნულ ბანკს მორიგი ინტერვენციების განხორციელება მოუწევს“ – დავით კიკვიძე

ეროვნულმა ბანკმა ოქტომბრის თვეში განხორციელებული ინტერვენციებით ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება შეძლო, თუმცა ეკონომისტების მოლოდინით, ლარის გაუფასურების მორიგი ტალღა საახალწლო პერიოდში დაიძვრება. ექსპერტები განმარტავენ, რომ ახალი წლის პერიოდში ტრადიციულად, საბიუჯეტო თანხების ხარჯვითი ნაწილი იზრდება. მომხმარებლებიც და ბიზნესიც უფრო მეტს ხარჯავენ, რაც ბაზარზე ლარის მასის მატებას იწვევს. ამას კი ეროვნული ვალუტის კურსის რყევა მოჰყვება. ეკონომისტი დავით კიკვიძე […]
მესტიის მერია მოსახლეობას ე.წ. ბიტკოინის აპარატების გათიშვისკენ მოუწოდებს

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ხაიშისა და ჭუბერის მოსახლეობას მოუწოდებს გათიშო ე.წ. ბიტკოინის აპარატები. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში “კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება”. მერიაში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის ტრანსფორმატორის გადაწვის თავიდან ასაცილებლად, ისინი გათიშულია. მათივე განცხადებით, ამ პირობებში, შეუძლებელი გახდება მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. “აღნიშნულ თემებში [ხაიშსა და ჭუბერში], ელექტროენერგიის მოხმარების სავალალო ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია უკონტროლო კრიპტო მაინინგთან. მოგიწოდებთ მაინერების […]
ტრამპის სავარაუდო სახელმწიფო მდივნის და უსაფრთხოების მრჩევლის პოზიციები საქართველოზე

ამერიკული მედია იმ პირების ვინაობას ასახელებს, რომლებიც რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ორ საკვანძო თანამდებობას – სახელმწიფო მდივნის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოზიციას დაიკავებენ. სხვადასხვა მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სახელმწიფო მდივნის თანამდებობას, სავარაუდოდ, ფლორიდის შტატის სენატორი, 53 წლის მარკო რუბიო დაიკავებს. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, რუბიო იქნება პირველი ლათინო ამერიკელი ამ პოსტზე – […]
2023 წელს “ანაგის” შემოსავალმა 412 მილიონ ლარს გადააჭარბა

საქართველოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა სამშენებლო კომპანია “ანაგმა” 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გასულ წელს ჯგუფის მთლიანი შემოსავლები 16%-ით გაუმჯობესდა და მან 412.6 მილიონ ლარს მიაღწია. ამასთან, ფინანსური ანგარიშის თანახმად, გაუმჯობესდა ჯგუფის წმინდა მოგებაც, რაც გასულ წელს 20 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2022 წელთან შედარებით 16 მილიონი ლარით მეტი იყო. “ანაგის” ჯგუფის შემოსავლის ძირითადი ნაწილი […]
,, პასუხი მარტივია – ხიდებს აწვევინებს…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: ,,რატომ ალანძღინებს ბიძინა ქართული ოცნების მობლატავე სპიკერებს ევროპელ ლიდერებს ასეთ უზრდელურ და თავხედურ სტილში? პასუხი მარტივია – ხიდებს აწვევინებს, რათა არც იფიქრონ რუსეთისკენ მიმავალი გემიდან გადახტომაზე….”
ბაზისბანკის იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელმა 2 მილიარდი ლარი შეადგინა

2024 წლის მესამე კვარტლის ფინანსური შედეგებით, ბაზისბანკის მთლიანი აქტივები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.2%-ით გაიზარდა და 3.8 მილიარდი ლარი შეადგინა. ბაზისბანკის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 2.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან ზრდა 451 მილიონი ლარია. ბაზისბანკი, იურიდიული პირების დაკრედიტებით კვლავ სტაბილურად პოზიციონირებს უმსხვილესი ბანკების სამეულში და მესამე კვარტლის მონაცემებით, ბიზნესის საკრედიტო პორტფელმა 2 […]
გიორგი ვაშაძე – „ქართული ოცნება“ არის თვითმარქვია, ხელისუფლება ვართ ჩვენ – დღევანდელ შეხვედრაზე ამ მთავარ საკითხზე ვიმსჯელეთ, რომ ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლება, როგორ ვაგრძელებთ მოქმედებას

„ქართული ოცნება“ არის თვითმარქვია, ხელისუფლება ვართ ჩვენ – ლეგიტიმაციაა ხალხში და არა იმ თვითმარქვია ადამიანებში, რომლებიც საკუთარ თავს ხელისუფლებას ეძახიან, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ და არჩევნებში მათ შედეგს არავინ აღიარებს. „ერთი რამ უნდა ვიცოდეთ – ხელისუფლება დღეს ვართ ჩვენ და არა თვითმარქვია […]