ირაკლი ქადაგიშვილი ევროპელი დეპუტატების ვიზიტზე – ესენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არამართლზომიერად ჩართული პიროვნებები არიან, რომლებიც საქართველოში საკუთარი მარცხის დასატირებლად ჩამოვიდნენ

ესენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არამართლზომიერად ჩართული პიროვნებები არიან, რომლებიც საქართველოში საკუთარი მარცხის დასატირებლად ჩამოვიდნენ, – ასე აფასებს ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი. ევროპელი დეპუტატების ვიზიტზე საუბრისას ქადაგიშვილმა ისიც განაცხადა, რომ „მათ საქართველო და ქართველი ხალხი ნაკლებად აინტერესებთ, აქვთ პოლიტიკური მიზანი, რასაც დემოკრატიული არჩევნების გზით ვერ […]
„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ წარმომადგენლებმა, მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა და თეთრიწყაროს მცხოვრებლებმა აჭარის არასახიფათო ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტი დაათვალიერეს

„ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის” ფარგლებში, შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” წარმომადგენლებმა, მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არასახიფათო ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტი დაათვალიერეს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის მთავარი მიზანი, ქვემო ქართლის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის ადგილმდებარეობის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის […]
ირაკლი კობახიძე – საქართველო ერთგული რჩება კლიმატის კრიზისის დაძლევის იდეისადმი და განაგრძობს ეფექტური ზომების მიღებას პოზიტიური ცვლილებების მხარდასაჭერად

საქართველო ერთგული რჩება კლიმატის კრიზისის დაძლევის იდეისადმი და განაგრძობს ეფექტური ზომების მიღებას პოზიტიური ცვლილებების მხარდასაჭერად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია მნიშვნელოვანი მოვლენაა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. „ჩემთვის პატივია მონაწილეობა ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა სამხრეთ კავკასიის […]
ფინეთის პრეზიდენტი – დონალდ ტრამპი უკრაინის შესახებ სამშვიდობო შეთანხმების რაც შეიძლება მალე მიღწევის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი

დონალდ ტრამპი უკრაინის შესახებ სამშვიდობო შეთანხმების რაც შეიძლება მალე მიღწევის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა. „ჩვენ ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში უნდა გავიგოთ, რომ დონალდ ტრამპი სამშვიდობო შეთანხმების რაც შეიძლება მალე მიღწევის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი. ამ მოლაპარაკებებისთვის შესაძლებლობების ფანჯარა არჩევნებსა და ინაუგურაციის დღეს შორის არსებობს“, – განაცხადა ფინეთის […]
ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

ჩრდილოეთმა კორეამ მოახდინა რატიფიცირება რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებისა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებს ერთმანეთის სამხედრო დახმარებას ავალდებულებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. შესაბამის განკარგულებას, როგორც შეტყობინებაშია ნათქვამი, ხელი მოაწერა სახელმწიფოს მეთაურმა კიმ ჩენ ინმა. უფრო ადრე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს მიერ ორმხრივი ხელშეკრულების რატიფიკაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა რუსეთის […]
მარტივი კითხვაა – რა ეზეიმებოდათ თუ არჩევნები გაყალბდა – კახა კალაძე
„ბუნებაში არ არსებობს მსგავსი რამ. რა მტკიცებულებებზეა საუბარი? ამას ვამბობთ ამდენი ხანია. არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა და მას შემდეგ მიდის საუბარი ამაზე. ჯერ იზეიმეს 20:00 საათზე, მთელი ტაშ-ფანდური ჰქონდათ გამართული. მარტივი კითხვაა – რა ეზეიმებოდათ თუ არჩევნები გაყალბდა? მთელი კამპანიის განმავლობაში ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, იგებდნენ რაღაც გაუგონარი კვლევებით, ეგზიტპოლებით, შეცდომაში შეჰყავდათ და დღეს ძალიან მძიმე […]
კახა კალაძე – რა უნდა შესთავაზონ საზოგადოებას და თუნდაც თავიანთ მხარდამჭერებს ხაზარაძემ, გვარამიამ, მელიამ? ვინ არიან, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში? ჩვეულებრივი „ლუზერები“ არიან

რა უნდა შესთავაზონ საზოგადოებას და თუნდაც თავიანთ მხარდამჭერებს? რა უნდა შესთავაზოს ხაზარაძემ, გვარამიამ, მელიამ? ვინ არიან ეს ადამიანები, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციონერების გეგმასთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა. კალაძის შეფასებით, მამუკა ხაზარაძემ, ნიკა გვარამია და ნიკა მელია „ჩვეულებრივი „ლუზერები“ არიან“. „[ოპოზიციამ] რა უნდა შესთავაზონ საზოგადოებას და […]
სახალხო დამცველი – მომრავლდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების მიმართ სტერეოტიპების ხელშემწყობი განცხადებები – მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სტიგმის გამაძლიერებელი განცხადებებისგან

სამწუხაროდ, განსაკუთრებით მომრავლდა სხვადასხვა ფორმატით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების მიმართ სტერეოტიპების ხელშემწყობი განცხადებები, რაც არღვევს ადამიანის ღირსების დაცვის ფუნდამენტურ პრინციპებს და ხელს უწყობს დისკრიმინაციის წახალისებას,- ამის შესახებ სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებაშია ნათქვამი. ომბუდსმენის ოფისის განმარტებით, აღნიშნული განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა დამამცირებლად მოხსენიებისა და სტიგმის შემცველი დამოკიდებულების გამოხატვის ბოლო […]
ირაკლი კობახიძე, ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში (COP29) მონაწილეობს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მასპინძლობენ. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერების კლიმატის ქმედებათა სამიტის გახსნის სესიას და სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა მაღალი დონის შეხვედრის გახსნას დაესწრო. სამიტის მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებმა, ტრადიციულად, ერთობლივი […]
კახა კალაძე – საქართველოს რომ აშანტაჟებენ, ეს არახალია და ჩვენ ამას ვხედავთ

საქართველოს რომ აშანტაჟებენ, ეს არახალია და ჩვენ ამას ვხედავთ,- ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ უკავშირებენ პარტნიორები ე.წ. ლგბტ პროპაგანდისა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს საქართველოს ევროპულ მომავალს და შეიძლება თუ არა ეს ერთგვარ შანტაჟის ენად ჩაითვალოს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მიზანია, ხელისუფლებაში „აგენტურა“ ჰყავდეთ, რათა დავალებები კითხვის დასმის გარეშე შეასრულონ. […]