მედია – ისრაელმა ბეირუთში მაღალსართულიან შენობას, რესტორანსა და სამედიცინო კომპლექსს დაარტყა

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის დაჰიეს რაიონზე ათზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელა, – ინფორმაციას The Guardian-ი საინფორმაციო სააგენტო WAFA-ზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ეს ქალაქის ყველაზე ინტენსიური საჰაერო დაბომბვა იყო ბოლო კვირების განმავლობაში. WAFA-ს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რაკეტები მაღალსართულიან შენობას ანადგურებენ. The Guardian-ის ცნობით, განადგურებულ ადგილებს შორისაა რესტორანი და სამედიცინო კომპლექსი. მანამდე, ისრაელის თავდაცვის […]
ილია დარჩიაშვილი – ბაქოში კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობს

წარმატებით გრძელდება ბაქოში გარემოს კლიმატის ცვლილების კონფერენცია, რომელსაც განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში. „პრემიერ-მინისტრს ერთი მხრივ, ჰქონდა კოლეგებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, მეორე მხრივ, მონაწილეობა მიიღო მრგვალ მაგიდაში. მრგვალი მაგიდა ეძღვნებოდა […]
საქართველოში მოქმედი აუდიტორული კომპანიების რეიტინგი

2023 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი 15 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიის შემოსავალი უშუალოდ აუდიტორული მომსახურების გაწევიდან 11%-ით გაიზარდა და მან 55.4 მილიონი ლარი შეადგინა. აუდიტორული საქმიანობით დაკავებულმა კომპანიებმა 2023 წლის შედეგები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეგულირების სამსახურს წარუდგინეს. სამსახურის მონაცემთა ბაზაში სულ 275 კომპანია არის რეგისტრირებული. აუდიტორული კომპანიები შემოსავალს სხვადასხვა წყაროდან იღებენ. ესაა კლიენტებისთვის ფინანსური და […]
BBC: რუსეთში გაუქმდა 250-ზე მეტი რეპრესირებულის რეაბილიტაცია

რუსეთში მასიურად ეუბნებიან უარს საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის განაცხადებს. 2020 წლიდან სამხედრო საკასაციო სასამართლომ 250-ზე მეტი ადამიანზე დაადგინა, რომ არ ექვემდებარება რეაბილიტაციას. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური იტყობინება, რომელმაც სასამართლო გადაწყვეტილებები შეისწავლა. ეს გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა პროკურატურის მოთხოვნით, რომელმაც ყველაზე ხშირად სასამართლოს მიმართა 2023 წელს – უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წელს. ამ […]
ლევან დავითაშვილი – შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი უდიდეს როლს შეასრულებს ენერგეტიკული სისტემების ინტეგრაციასა და ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის გაძლიერებაში

ბაქოში, მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის შეთანხმების ფარგლებში, მე-9 მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მინისტერიალის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, რუმინეთისა და ბულგარეთის […]
სახალხო დამცველი მოუწოდებს პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა სტიგმატიზაციისგან

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, “არ დაუშვან ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშნით პირთა არათანასწორ პირობებში ჩაყენება და თავი შეიკავონ სტიგმის გამაძლიერებელი განცხადებებისგან”. ომბუდსმენმა ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელა, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა გვარამიაზე საუბრისას “ფსიქიკურ პრობლემებზე” გააკეთა აქცენტი და ამ საკითხის მიმართ აგდებული და ირონიული დამოკიდებულება გამოხატა. “გვარამია აცხადებდა, რომ მას […]
პოლონეთის პრეზიდენტმა ლუკაშენკოს გამო საერთო ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ბაქოში კლიმატის სამიტზე ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გამო საერთო ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია polsatnews დუდას გარემოცვაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ეს იყო პრეზიდენტის შეგნებული გადაწყვეტილება. საოჯახო ფოტო ოჯახური ფოტო, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ არ სურდა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საოჯახო ფოტოს გადაღება“, – წერს გამოცემა. სხვა ლიდერებთან ერთად, სამიტის საერთო ფოტო […]
,, არასოდეს მოგვიტყუებიხართ. ვერც ახლა მოგატყუებთ” – რატომ არ ჩახსნა სიები გახარიას პარტიამ

გახარიას პარტიის წევრი, ნათია მეზვრიშვილი კოალიციების – ცვლილებებისთვისა და ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის მიერ სიების ჩახსნას ასე ეხმაურება: ,,არ არსებობს არც „სიების ჩახსნა“ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე (საარჩევნო კოდექსის მუხლი 120) და არც ცესკოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმა (საარჩევნო კოდექსის მუხლი 131). როცა იურიდიულ ნონსენსზე მიდიხარ, რბილად რომ ვთქვა, იწვევ ამომრჩევლის დამატებით იმედგაცრუებას. კი, ამ პარლამენტს […]
,, პარლამენტი არ შედგება” – გიორგი თავდგირიძე

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე: ,,ოპოზიციამ სიების ჩახსნა დაიწყო. პარლამენტი არ შედგება. გაყალბებას ვეღარ დააკანონებენ. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. შემდეგი ნაბიჯი სხდომის არ ჩანიშვნაა და იმედი მაქვს პრეზიდენტი არ ჩანიშნავს. ერთი ნაბიჯი, თანაც მნიშვნელოვანი გადაიდგა. ჯერ მხოლოდ ორმა პარტიამ განაცხადა, მაგრამ ორი დანარჩენიც ჩახსნის.”
სანუკვარი ოცნება ახდა – კიევში ლგბტ პროპაგანდის ფესტივალი ჩატარდება

ორგანიზაცია „კიევ პრაიდი“ 23-24 ნოემბერს უკრაინის დედაქალაქ კიევში ქვიარ პროპაგანდის ფესტივალს ჩაატარებს. „უქმეები არსებობს იმისთვის, რათა საინფორმაციო სივრცეში ქვიარის შესახებ ბალანსი აღვადგინოთ და ცოდნა ავიმაღლოთ”, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის სტუმრებს ლექციები და სხვა აქტივობა ელით, რომლის შესახებაც მათ დაწვრილებით მოგვიანებით აცნობებენ. ფესტივალის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მომდევნო კვირას გახდება ცნობილი. ღონისძიებაში […]