თბილისში, სტუდენტების ცხედრები იპოვეს

თბილისის ცენტრში ორი სტუდენტი გარდაცვლილი ნახეს. ცხედრები ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაშია აღმოჩენილი. ახალგაზრდების სამძებრო ოპერაცია პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც მასთან ოჯახი და მეგობრები კავშირზე ორი დღის განმავლობაში ვერ გადიოდნენ. რა გახდა სტუდენტების გარდაცვალების მიზეზი გაურკვეველია. შსს-ს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. 23 წლის ბიჭი 21 წლის გოგო ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს. (ტვ პირველი)
ოკუპირებულ აფხაზეთში სამი დაკავებული აქტივისტის წინააღმდეგ საქმე შეწყდა

სოხუმის ე.წ. საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის სამი დაკავებული აქტივისტის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებული საქმე შეწყვიტა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „დანაშაულებრივი ქმედებები არ გამოიკვეთა. ხუთი დაკავებულიდან სამის საქმე დაიხურა“, – განაცხადეს ე.წ. სასამართლოში. შეგახსენებთ, აფხაზეთის ე.წ. „ოპოზიციის“ ხუთი აქტივისტი 11 ნოემბერს საღამოს ე.წ. პარლამენტის წევრთან შეხლა-შემოხლაში მონაწილეობის შემდეგ დააკავეს. საპროტესტო ტალღა სოხუმში მას შემდეგ დაიწყო, რაც […]
ჯოზეფ ბორელი – ჩვენ საქართველოს მთავრობას ვეუბნებოდით, რომ ისინი ევროპული გზიდან უხვევდნენ – მათ ძლიერი ცვლილებები სჭირდებათ, თუნდაც იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატებად ჯერ კიდევ ჩაითვალონ

უკრაინასა და საქართველოს შორის მსგავსებას ვერ ვხედავ, მათ ძლიერი ცვლილებები სჭირდებათ, თუნდაც იმისთვის, რომ ჯერ კიდევ ჩაითვალონ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატებად, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, არის თუ არა მსგავსება უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს შორის ჯოზეფ ბორელმა უპასუხა, რომ უკრაინასა და საქართველოს […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7329 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7329 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7329 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7288 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9018 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9138 ლარს შეადგენდა. […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7329 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7329 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7329 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7288 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9018 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9138 ლარს შეადგენდა. […]
გრეტა თუნბერგი: საქართველოს მთავრობა ბლოკავს დემოკრატიის გზას და იღებს რუსული სტილის კანონებს

შვედი ეკოაქტივისტი გრეტა თუნბერგი უერთდება ქართული სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მოწოდებას საარჩევნო დარღვევების გამოძიებისა და ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ. გრეტა თუნბერგი საქართველოში ვიზიტს ვრცელი პოსტით აჯამებს და ამბობს, რომ მსოფლიომ ქართველი ხალხის სათქმელი უნდა გაიგონოს. „ბოლო კვირა გავატარე საქართველოში, ვესაუბრე მამაც აქტივისტებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც დემოკრატიის ეროზიის ეწინააღმდეგებიან. ისინი აპროტესტებენ მთავრობას, რომელმაც გააყალბა ბოლო არჩევნები და […]
CrossKultur ფესტივალი ბერლინში 5 ქართველ რეჟისორ ქალს მასპინძლობს

22-24 ნოემბერს ბერლინში ფესტივალი გაიმართება, რომელიც 5 რეჟისორ ქალს უმასპინძლებს საქართველოდან. კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება ელენე ნავერიანის, ანნა ძიაპშიპას, სალომე ჯაშის, მარი გულბიანისა და ნანა ექვთიმიშვილის ფილმები. 22 ნოემბერი · ელენე ნავერიანი „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ 23 ნოემბერი · ანნა ძიაპშიპას „თმა“, „ძიაპშიპად ყოფნის შესახებ“ და „ავტოპორტრეტი ზღვარზე“ · სალომე ჯაშის „მათი ვერტმფრენი“ და „მოთვინიერება“ 24 ნოემბერი […]
ბორელი: საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება კანდიდატის სტატუსის შესანარჩუნებლადაც კი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელი უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ “კანდიდატის სტატუსის შესანარჩუნებლადაც კი საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება”. გამოცემასთან ინტერვიუში ბორელი ამბობს, რომ ვერავითარ მსგავსებას ვერ ხედავს საქართველოსა და უკრაინას შორის. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, მთავრობა და საზოგადოება ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწაფიან და არ არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ […]
ცესკო განმარტავს, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ამ ეტაპზე რეგისტრაციას ვერ გაუუქმებს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც საჯაროდ განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე უარი, რეგისტრაციას ამ ეტაპზე ვერ გაუუქმებენ. „მოქმედი კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს. არ ითვალისწინებს როგორც პარტიების მომართვის, ასევე პირადი განცხადების შემთხვევაში“, – ამბობს ცესკოს იურიდიული სამსახურის უფროსი გიორგი სანტურიანი. დღეს, 11 […]
ანა ბუჩუკური სიების ჩახსნაზე – ძველი და ახალი „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ასეთი პოპულისტური ინიციატივები ამომრჩევლის იმედგაცრუებას გამოიწვევს – რასაც კანონი არ ითვალისწინებს, იმაზე დადგეს სპექტაკლი

ძველი და ახალი „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ასეთი პოპულისტური ინიციატივები, სამწუხაროდ, ამომრჩევლის დამატებით იმედგაცრუებას გამოიწვევს – რასაც კანონი არ ითვალისწინებს, იმაზე დადგეს სპექტაკლი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც სიების გასაუქმებლად, ცესკოსადმი „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიმართვა შეაფასა. მისი თქმით, მსგავსი გაუაზრებელი სპექტაკლი მისი პარტიის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს. […]