ქვევრის ღვინის მწარმოებელი რვა კომპანია ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში “RAW Wine 2024” მონაწილეობდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს და აშშ-ში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი რვა კომპანია ქალაქ ნიუ-იორკში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში “RAW Wine 2024” მონაწილეობდა. გამოფენა ,,RAW Wine”, რომლის ორგანიზატორი ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონია, თავს უყრის მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინოებს, წარმოების […]
შვედი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შვედური ონლაინ სამოგზაურო ჟურნალის Freedom Travel.se-ის რედაქტორებსა და ბლოგერს უმასპინძლა. გამოცემას სკანდინავიის ქვეყნებში 1.5 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს. პრესტური შვედეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა. პრესტურის ფარგლებში შვედური მედიის წარმომადგენლებმა თბილისი, მცხეთა, თელავი, ყაზბეგი, უფლისციხე, ბორჯომი და ბათუმი მოინახულეს. უცხოური მედიის წარმომადგენლები ქართულ გასტრონომიას, ღვინოს, სათავგადასავლო ტურისტულ პროდუქტებს, სამთო კურორტებსა და კულტურულ ტურიზმს […]
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა წნელისთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ წნელისის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სუს-ის განცხადებით, ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ […]
საუდის არაბეთის ახალი ქალაქი NEOM-ის ქართული წყლით მომარაგება ჯერ ვერ განხორციელდა

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილის ახალ ბიზნესპროექტს საუდის არაბეთის ინვესტორებთან ერთად დაწყებას გეგმავს და ნატახტარში წყლის წარმოებას აპირებს. როგორც ის რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, საუდის არაბეთის ახალი ქალაქი Neom-ი ქართული წყლით მომარაგდება. როგორც ბიზნესმენი ამბობდა, საქართველოს ის პოტენციალი აქვს, რაც საუდის არაბეთს არ აქვს და ქვეყანამ ეს რესურსი უნდა გამოიყენოს. ქალაქ NEOM-ის პროექტი, საუდის არაბეთში პრინცი – […]
კერხერის ბაღის & ეზოს მოვლის ტექნიკა – მებაღეობის უმაღლესი სტანდარტებისთვის

დღევანდელ სამყაროში მებაღეობა მეტია ვიდრე უბრალოდ მცენარის დარგვა და მორწყვა. კარგად მოვლილი ბაღი ინოვაციურ მიდგომებსა და მაღალი ხარისხის აღჭურვილობას მოითხოვს, რომლებიც უზრუნველყოფენ პროცესის ეფექტურობასა და ეკონომიურობას. Kärcher სთავაზობს მომხმარებელს კომპლექსურ გადაწყვეტილებებს ბაღის მოვლის ყველა ასპექტისთვის. კერხერი არსებობის თითქმის საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში გერმანული ინჟინერიის მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის სინონიმი გახდა. გამონაკლისი არც ბაღის ტექნიკაა – აპარატები […]
ვილი სანიოლთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა – ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებში 2028 წლის ჩათვლით იმუშავებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ნაკრები ავრცელებს. ახალი კონტრაქტის თანახმად ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებში 2028 წლის ჩათვლით იმუშავებს. სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იმედოვნებს, რომ ფრანგი მწვრთნელი ნაკრებთან ერთად მომავალში კიდევ უფრო მეტ შედეგებს მიაღწევს. “მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა […]
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარეს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებების შემდეგ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარეს. ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, განცხადების თანახმად, საქართველოს ელჩის დავით ბოჭორიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. “მოლდოვურმა მხარემ ღრმა უკმაყოფილება გამოხატა დამახინჯებული და არასათანადო მანერის გამო, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე […]
დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება – რა უნდა იცოდეს ბიზნესმა ახალ რეგულაციაზე

დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება – საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ […]
„გახარია საქართველოსთვის“: ნათქვამი გვაქვს, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოპულისტურ ნაბიჯს უწოდებს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებების“ საჯარო განცხადებას, ცესკოსთვის საპარლამენტო სიების გაუქმებაზე მიმართვის შესახებ. პარტიის ლიდერმა ბექა ლილუაშვილმა პარტიის ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ ვიდეოში თქვა, რომ მსგავსი მოთხოვნის დაკმაყოფილება კანონით შეუძლებელია და ამიტომ მსგავსი ქმედებები ამომრჩეველში იმედგაცრუებას იწვევს. „რაც შეგვეხება ჩვენ – ჩვენ ძალიან კარგად ვუსმენთ ჩვენს ამომრჩეველებს და მივყვებით […]
ოკუპირებულ აფხაზეთში გაათავისუფლეს დაკავებული ოპოზიციონერები

სოხუმში დაკავებულმა ოპოზიციონერებმა იზოლატორი დატოვეს. თავისუფალია ხუთივე: ასლან გვარამია, ომარ სმირი, რამაზ ჯოპუა, გარი კოკაია და ალმასხან არძინბა. 12 ნოემბერს სოხუმის საქალაქო სასამართლოს გადაეცა სამი დაკავებულის (გარი კოკაიას, ალმასხან არძინბას და რამაზ ჯოპუას) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები. მათ წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ, მაგრამ სასამართლომ პროცესი შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო – ამის შესახებ ტელეგრამის არხზე წერს ჟურნალისტი […]