უკრაინის ნაკრების წამყვანმა ფეხბურთელმა შეიძლება საქართველოსთან ვერ ითამაშოს

თავდამსხმელი არტიომ დოვბიკი შეიძლება უკრაინის ნაკრებს საქართველოსთან და ალბანეთთან ერთა ლიგის მატჩებში ვერ დაეხმაროს. დღეს დოვბიკი ეროვნულ გუნდს ბელეკში შეკრებაზე შეუერთდა, მაგრამ მუხლის ტრავმა აქვს. “კორიერე დელო სპორტის” ცნობით, ის “რომას” ბოლო შეხვედრაში დაშავდა, სერიოზული არაფერი სჭირს, მაგრამ მისი თამაში მაინც საეჭვოა. დოვბიკის მდგომარეობას ნაკრების სამედიცინო შტაბი შეამოწმებს და შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება – დარჩება […]

„პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს“ – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით საარჩევნო კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს არც პარტიების მიერ მომართვის და არც პირადი განცხადებით მომართვის შემთხვევაში. „კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ „მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულმა მხარეებმა ზედმიწევნით იციან რომ კანონმდებლობით ეს შეუძლებელია, მათ, ამ საკითხთან დაკავშირებითაც, ისევე როგორც არჩევნების შეფასებისას, მანიპულაციის გზა […]

თბილისში ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილების ასაკი 25 წლამდეა, მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ნეტგაზეთს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გუმისთის ხიდი გახსნილია – RESPUBLICA – Netgazeti • აფხაზეთი • Netgazeti.ge

ტელეგრამ არხ “RESPUBLICA-ს” ინფორმაციით, გუმისთის ხიდზე მოძრაობა უკვე აღდგა. სოხუმში შესასვლელი გუმისთის ხიდი, რომელიც დასავლეთ აფხაზეთს სოხუმთან აკავშირებს, ამ დრომდე დაბლოკილი იყო აფხაზური ოპოზიციის მხარდამჭერთა მიერ. ამასთან, დაიბლოკა კოდორის ხიდიც, რომელიც სოხუმს აღმოსავლეთ რეგიონებთან აკავშირებს. უკანასკნელი ინფორმაციით გაათავისუფლეს კიდევ ერთი დეპუტატი – ალმასხან არძინბა. საპროტესტო ტალღის ფონზე, წინა დღეს დაკავებული ოთხი ოპოზიციონერი, ასლან გვარამია, ომარ […]

ხიდების გახსნის მიზნით, აფხაზეთში დაპატიმრებული ოპოზიციონერები გაათავისუფლეს – აფხაზური მედია

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე საპროტესტო ტალღის ფონზე, წინა დღეს დაკავებული ოთხი ოპოზიციონერი, ასლან გვარამია, ომარ სმირი, რამაზ ჯოპუა და გარი კოკაია გაათავისუფლეს. “პროტესტის მონაწილეები ემზადებიან გადასასვლელის გასახსნელად (გუმისთის ხიდის), მაგრამ ჯერ დაკავებულების გათავისუფლებას ელიან”,- წერს “RESPUBLICA”. ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია 11 ნოემბერს დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, […]

გახარიას პარტია განმარტავს, რატომ არ მიმართავს ცესკოს საარჩევნო სიის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით

მას შემდეგ, რაც ორმა კოალიციამ ცესკოს მათი საარჩევნო სიის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართა, პარტიის “გახარია – საქართველოსთვის” წევრებმა განმარტეს, რატომ არ აკეთებენ ისინი იმავეს. ნათია მეზვრიშვილმა და ბექა ლილუაშვილმა განმარტეს, რომ კანონმდებლობა მსგავს პროცედურას არ ითვალისწინებს. მეზვრიშვილმა სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას “იურიდიული ნონსენსი” უწოდა, ლილუაშვილმა კი ისინი პოპულიზმში დაადანაშაულა. ამის მიუხედავად ორივე მათგან ხაზგასმით ამბობს, […]

მეზვრიშვილი: არ არსებობს “სიების ჩახსნა”, კი, ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ უნდა ჰქონდეს

პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობაბდე “სიების ჩახსნა” არ არსებობს. მან ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. მეზვრიშვილის თქმით, ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ უნდა ჰქონდეს. “არ არსებობს არც „სიების ჩახსნა“ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე (საარჩევნო კოდექსის მუხლი 120) და არც ცესკოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმა (საარჩევნო კოდექსის მუხლი 131). […]

ბორელი: საქართველოს ძლიერი ცვლილება სჭირდება, რათა კვლავ EU-ის კანდიდატად ჩაითვალოს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის თქმით, საქართველოს სჭირდება ძლიერი ცვლილება იმისთვის, რომ კვლავ ჩაითვალოს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად. ამის შესახებ მან უკრაინულ გამოცემა Европейская правда-სთან ინტერვიუში ისაუბრა. “უპირველეს ყოვლისა, საქართველოსა და უკრაინას შორის ვერანაირ მსგავსებას ვერ ვხედავ. საერთოდ. უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა სრულად ჩართულია ევროკავშირში გაწევრიანებაში, ისევე, როგორც უკრაინული საზოგადოება. უკრაინის […]

2023 წელს სავაჭრო ცენტრ “გალერიას” შემოსავალი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა

გალერია თბილისი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის შემადგენელი კომპანიაა, 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს სავაჭრო ცენტრ გალერიას მთლიანმა შემოსავალმა 40 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 3.1 მილიონი ლარით მეტი იყო. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ჯგუფის წმინდა მოგება 4.7 მილიონ ლარს შეადგენდა.

ოფიციალურად: ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებში 2028 წლამდე იმუშავებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. ახალი კონტრაქტის თანახმად ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებში 2028 წლის ჩათვლით იმუშავებს. ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, 42 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 20 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 16-ჯერ დამარცხდა. ვილი სანიოლს […]