შვედი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შვედური ონლაინ სამოგზაურო ჟურნალის Freedom Travel.se-ის რედაქტორებსა და ბლოგერს უმასპინძლა. გამოცემას სკანდინავიის ქვეყნებში 1.5 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს. პრესტური შვედეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა.
პრესტურის ფარგლებში შვედური მედიის წარმომადგენლებმა თბილისი, მცხეთა, თელავი, ყაზბეგი, უფლისციხე, ბორჯომი და ბათუმი მოინახულეს. უცხოური მედიის წარმომადგენლები ქართულ გასტრონომიას, ღვინოს, სათავგადასავლო ტურისტულ პროდუქტებს, სამთო კურორტებსა და კულტურულ ტურიზმს გაეცნენ. მედიის წარმომადგენლები საქართველოს შესახებ სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ, როგორც Freedom Travel.se-ის მკითხველებისთვის, ასევე სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე: სინამდვილეში გილაური არაფერ შუაშია, მას სხვა მიზნისთვის გლაგნიან ტალახში. ეს პლინტუს დაბლა ქცევა პირდაპირი გაგრძელებაა იმ ბოდვის თითქოს კოალიცია წინასაარჩევნოდ ხალხს ატყუებდა 4-იანი და 5-იანი ერთი და იგივეაო

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები – მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება