რამდენი მილიონის Apple-ის, Microsoft-ის, Nvidia-ს, Amazon-ისა და სხვა აქციებს ფლობს საპენსიო სააგენტო

საქართველოდან გლობალური აქციების უმსხვილეს ინსტიტუციურ ინვესტორს საპენსიო სააგენტო წარმოადგენს, რომლის 5.8 მილიარდიანი დანაზოგების პორტფელიდან 1 მილიარდი ლარი განთავსებულია გლობალური საფონდო ბირჟის წამყვან ინდექსებში. იქიდან გამომდინარე, რომ თავად ამ ინდექსების შემადგენლობაში შედის უმსხვილესი კომპანიების აქციები, საპენსიო სააგენტოც აღნიშნული ინდექსების გავლით ფლობს უმსხვილესი კომპანიების აქციებს. უფრო დეტალურად, საპენსიო სააგენტოს 1 მილიარდი ლარის ღირებულების აქციების პორტფელიდან, ყველაზე მეტი […]

უკრაინელთა წამყვანმა ფეხბურთელმა შეიძლება საქართველოსთან ვერ ითამაშოს

თავდამსხმელი არტიომ დოვბიკი შეიძლება უკრაინის ნაკრებს საქართველოსთან და ალბანეთთან ერთა ლიგის მატჩებში ვერ დაეხმაროს. დღეს დოვბიკი ეროვნულ გუნდს ბელეკში შეკრებაზე შეუერთდა, მაგრამ მუხლის ტრავმა აქვს. “კორიერე დელო სპორტის” ცნობით, ის “რომას” ბოლო შეხვედრაში დაშავდა, სერიოზული არაფერი სჭირს, მაგრამ მისი თამაში მაინც საეჭვოა. დოვბიკის მდგომარეობას ნაკრების სამედიცინო შტაბი შეამოწმებს და შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება – დარჩება […]

პრეზიდენტმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი მეომრები ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი მეომრები ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაჯილდოების ცერემონია დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართა. „საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და სამშობლოს წინაშე მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის, საქართველოს ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის […]

ელენე ხოშტარია – “ქართული ოცნების” მოღალატეობრივი რიტორიკა “გლობალური ომის პარტიისა” და “მეორე ფრონტის” შესახებ, რუსეთის ხელში, მნიშვნელოვან იარაღად იქცა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ უკვე აქტიურადაა გამოყენებული

“ქართული ოცნების” მოღალატეობრივი რიტორიკა “გლობალური ომის პარტიისა” და “მეორე ფრონტის” შესახებ, რუსეთის ხელში, მნიშვნელოვან იარაღად იქცა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ უკვე აქტიურადაა გამოყენებული, – ამის შესახებ “ კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, 6 ნოემბერს, ჟენევის მოლაპარაკებების 62-ე რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, […]

კობახიძის განცხადების გამო მოლდოვის საგარეოში საქართველოს წარმომადგენელი დაიბარეს

მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადების გამო, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის საქმეთა დროებითი რწმუნებული დავით ბოჭორიშვილი დაიბარეს. ეს ინფორმაცია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. “საქართველოს ელჩის საქმეთა დროებითი რწმუნებული მოლდოვაში დავით ბოჭორიშვილი იყო დაბარებული დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის მოლდოვაზე გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით. მას აცნობეს მოლდოვის […]

კობახიძის განცხადების გამო მოლდოვის საგარეოში საქართველოს საქმეთა რწმუნებული დაიბარეს

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული. დავით ბოჭორიშვილის დაბარება უკავშირდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ბუდაპეშტში გაკეთებულ განცხადებას მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების გამოძიებასთან დაკავშირებით. ინფორმაცია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზეა გამოქვყენებული. “მოლდოვაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დავით ბოჭორიშვილი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ მოლდოვაზე გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადებების სერიის […]

ოკუპირებულ სოფელ წნელისთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ წნელისის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. უწყებაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს აცნობეს. “ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა […]

სტარტაპებისთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ EU-ს ნაწილი და დასავლეთიდან ინვესტიცია შემოვიდეს – ანანო დოლაბერიძე

Phubber-ის თანადამფუძნებლის, ანანო დოლაბერიძის შეფასებით, დღესდღეობით ქვეყანაში არსებული ვითარება ქართველი სტარტაპერებისთვის დასავლური ინვესტიციების მოზიდვას კიდევ უფრო გაართულებს. მან ამის შესახებ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა. ანანო დოლაბერიძე აღნიშნავს, რომ Phubber-მა 2023 წელს 1 მლნ აშშ დოლარი მოიზიდა და სამომავლოდაც გეგმავს დაფინანსების ახალი რაუნდის გამოცხადებას ინვესტიციების მოზიდვისთვის, რაც პლატფორმის ახალ ბაზრებზე განვითარებას მოხმარდება. BM.GE დაინტერესდა, როგორ აისახება ქვეყანაში […]

“კომპანიას დათმობაზე წამოსვლა მოუწევს” – “ევოლუშენის” თანამშრომლების გაფიცვა 124 დღეა გრძელდება

12 ივლისს დაწყებული “ევოლუშენ ჯორჯიას” 4 000-ზე მეტი თანამშრომლის გაფიცვა ამ დრომდე გრძელდება. პროფკავშირ “ლაბორის” ხელმძღვანელი, გიორგი დიასამიძე BM.GE-სთან ადასტურებს, რომ გაფიცულ დასაქმებულთა მოთხოვნები კვლავ იგივე რჩება. “მოთხოვნები იგივე რჩება. ამ დროის განმავლობაში “ევოლუშენმა” ძალიან დიდი ფინანსური დანაკარგი მიიღო. საერთაშორისო მხარდაჭერა ამ პროცესს ძალიან დიდი აქვს, ამიტომ გრძელდება და გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე”, – აცხადებს გიორგი […]

საქართველო ერთგულია 2050 წლამდე ნახშირბადის ნულოვანი მაჩვენებლის მიღწევის იდეისადმი – პრემიერი

საქართველო ერთგულია გლობალური ენერგეტიკული გარდაქმნის დაჩქარებისა და 2050 წლამდე ნახშირბადის ნულოვანი მაჩვენებლის მიღწევისიდეისადმი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP29-ის ფარგლებში გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე – Energy: Advancing Climate Mitigation Action განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო აფართოებს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას, აუმჯობესებს ერგოეფექტურობას, აერთიანებს ქსელს მეზობელ ქვეყნებთან და მოქმედებს კლიმატურ ცვლილებებთან გამკლავების გლობალური […]