დონალდ ტრამპმა Fox News-ის წამყვანი და არმიის ვეტერანი პიტ ჰეგსეტი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე აირჩია

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ის წამყვანი და არმიის ვეტერანი, პიტ ჰეგსეთი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაასახელა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „პიტმა მთელი ცხოვრება გაატარა, როგორც მეომარმა ჯარებისა და ქვეყნისთვის. პიტი მკაცრი, ჭკვიანი და ჭეშმარიტად სწამს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. პიტის სათავეში ყოფნით ამერიკის მტრები გაფრთხილებულები არიან – ჩვენი არმია კვლავ დიდი იქნება და ამერიკა არასოდეს […]
დონალდ ტრამპმა ილონ მასკი „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ ხელმძღვანელად დაასახელა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ელონ მასკი და ვივეკ რამასვამი „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს“ უხელმძღვანელებენ, – ინფორმაციასCNN-ი ავრცელებს. „ეს ორი მშვენიერი ამერიკელი ერთად გახსნის გზას ჩემი ადმინისტრაციას სამთავრობო ბიუროკრატიის დაშლის, ჭარბი რეგულაციების შემცირების, უსარგებლო ხარჯების შემცირებისა და ფედერალური სააგენტოების რესტრუქტურიზაციისკენ“, – აღნიშნა ტრამპმა. მისი თქმით, დეპარტამენტი მუშაობა დასრულდება არაუგვიანეს 2026 წლის 4 ივლისისა. „მცირე […]
ფიფას პრეზიდენტი საქართველოს სპეციალური ვიზიტით ესტუმრა [VIDEO]

ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო, საქართველოს სპეციალური ვიზიტით ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, 13 ნოემბერს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი, ფიფას დელეგაციასთან ერთად, შეხვედრებს გამართავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან. ასევე დაგეგმილია საფეხბურთო ინფრასტრუქტურის დათვალიერება, მათ შორის, ყოფილი ავაზას ტერიტორიაზე მიმდინარე სფფ-ის დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დათვალიერება, რომელიც ფიფას თანადაფინანსებით მიმდინარეობს. სტუმრები ასევე ეწვევიან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს. GFF.GE
,, ბატონო ირაკლი, თქვენც რომ მიგეხედათ საკუთარი თავისთვის ბოსტნის საფრთხობელასავით კი არ ივლიდით” – ვიკა ბუკია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: ,,სამშობლოს გამყიდველი და გარუსებული კობახიძე დასცინის მათ, ვინც საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობას პატივს სცემს და უვლის. ბატონო ირაკლი, თქვენც რომ მიგეხედათ საკუთარი თავისთვის ბოსტნის საფრთხობელასავით კი არ ივლიდით. მე არ ვიცი სამშობლოს რატომ ყიდით, იმიტომ რომ ბავშვობაში ფრინველის შიში ვერ დაძლიეთ თუ იმიტომ რომ საკუთარი მენტალური მდგომარეობა დაიკიდეთ. ჩემი აზრით, […]
ენტონი ბლინკენი ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, სამშაბათს ბრიუსელში გაემგზავრა. ვაშინგტონი, ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის ბოლო კვირებში, ეძებს გზებს, „გაზარდოს“ უკრაინის სამხედრო დახმარება. ოთხშაბათს, მდივანი ბლინკენი მონაწილეობას მიიღებს ნატოსა და ევროკავშირში დაგეგმილ დისკუსიებში, რომლის მიზანი უკრაინის მხარდაჭერის კოორდინაციაა. დროის დაახლოებით იმავე მონაკვეტში, ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტი ბაიდენი, არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უმასპინძლებს. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შეხვედრაზე […]
ისრაელმა ბეირუთის გარეუბნებზე და ჰეზბოლას ობიექტებზე მიიტანა იერიში შუა ლიბანში – აცხადებს არმია

ისრაელის სამხედროებმა 12 ნოემბერს საჰაერო თავდასხმა განახორციელეს ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე და ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეტევა განახორციელეს დღისით ჰეზბოლას კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის თავდასხმებმა ლიბანის შუაგულში 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ისრაელის არმიამ დაახლოებით ათამდე დარტყმა მიაყენა სამხრეთის გარეუბნებს. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ სოციალურ მედიის გზით გაფრთხილეს მშვიდობიანი მოსახლეობა. ცნობით, ისრაელს […]
ნატოს ხელმძღვანელი თვლის, რომ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის კავშირები ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასა და ირანთან

რუსეთის მზარდი თანამშრომლობა ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან საფრთხეს უქმნის ევროპას, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონს და ჩრდილოეთ ამერიკას, განაცხადა 12 ნოემბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რიუტემ. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებების წინ პარიზში გამოსვლისას რიუტემ ხაზი გაუსვა ტრანსატლანტიკური ერთიანობის და უკრაინის მუდმივ მხარდაჭერის მნიშვნელობას. რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებზე საუბრისას, ნატოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პეკინი მხარს […]
გაირკვა რატომ შეუერთდა კვარაცხელია ნაკრებს მოგვიანებით [PHOTO]

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე უკრაინასთან და ჩეხეთთან გადამწყვეტი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს, nakrebi.ge-ზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე კი ხვიჩა კვარაცხელია არ ჩანს, თუმცა მიზეზი გაირკვა. ხვიჩა საღამოს შეუერთდა “ჯვაროსნებს” და დღეიდან ვარჯიშს შეუდგება. “ხვიჩაც შემოგვიერთდა და ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა”, – წერია ნაკრების “ფეისბუქის” გვერდზე.
გაირკვა რატომ შეუერთდა კვარაცხელია ნაკრებს მოგვიანებით

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე უკრაინასთან და ჩეხეთთან გადამწყვეტი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს, nakrebi.ge-ზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე კი ხვიჩა კვარაცხელია არ ჩანს, თუმცა მიზეზი გაირკვა. ფეხბურთელის მეუღლემ, ნიცა თავაძემ თავის “ინსტაგრამზე” პოსტი სურათითურთ გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მათ ვაჟიშვილი, დამიანე მონათლეს. ხვიჩა საღამოს შეუერთდა “ჯვაროსნებს” და დღეიდან ვარჯიშს შეუდგება. “ხვიჩაც შემოგვიერთდა და ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა”, […]
ჩეჩენი ბლოგერების დაპატიმრებულ დედას ახალი ბრალდებები წაუყენეს

რუსეთის ჩრდილო კავკასიის რეგიონის, ჩეჩნეთის, გამომძიებლებმა ახალი საქმე აღძრეს სამი ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერის დაპატიმრებული დედის, ზარემა მუსაევას წინააღმდეგ. მუსაევას ადვოკატმა, ალექსანდრ სავინმა, 11 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის გამოძიება მიმდინარეობს “მცველზე თავდასხმისა” და ციხეში წესრიგის “დარღვევის” გამო და რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას დამატებით ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება. 55 წლის მუსაევა, რომელსაც უფლებადამცველი […]