ბადრი ჯაფარიძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა მტკიცებულებებს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით წარადგენს

„ძლიერი საქართველოს“ წევრი, ბადრი ჯაფარიძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, დაკითხვას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გეგმავს, რადგან, ჯაფარიძის აზრით, პროკურატურას არჩევნების გაყალბების გამოძიება არ აქვს მიზნად დასახული, არამედ „ყალბი პროცესის შექმნა“ სურს. „გენერალური პროკურატურიდან დამიკავშირდნენ არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე! დამოუკიდებელი პროკურატურა პოლიტიკოსების გამოკითხვით […]
თურქეთთან საფინანსო ინფრასტრუქტურის პირდაპირ ინტეგრაციაზე ვმუშაობთ – ეროვნული ბანკი

ინტეგრირებული და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინტექის ეროვნული სტრატეგია მოამზადა. სტრატეგიის ერთ-ერთი პუნქტი საქართველოს მიღმა“ („Beyond-Georgia“) ფინტექ-ეკოსისტემის ხელშეწყობაა. ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარლამ ებანოიძე საქმის კურსში სტუმრობისას აცხადებს, რომ შუა დერეფნის როლის ზრდის გათვალისწინებით აუცილებელია არსებული პროცესების კიდევ უფრო მოქნილობა, რისთვისაც ეროვნული ბანკი კონკრეტულ პროექტებში უკვე ჩაერთო. […]
„შედეგები გავაორმაგეთ“ – როგორია Phubber-სთვის 2024 წელი?

Phubber-ის თანადამფუძნებლის, ანანო დოლაბერიძის შეფასებით, მიმდინარე წელი პლატფორმისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა. მან ამის შესახებ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა. BM.GE დაინტერესდა, როგორია 2024 წელი, Phubber-სთვის, რეკორდული 2023 წლის შემდეგ, როდესაც ბრუნვამ 6 მლნ ლარს მიაღწია.
მეტეხის ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით, ორმხრივად შეიზღუდება. 11:00-დან 21:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება აეკრძალებათ ევროპის მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით. გორგასლის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები გადაადგილდებიან კოტე აფხაზის ქუჩის საშუალებით, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ევროპის მოედნიდან მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეეზღუდებათ მეტეხის ხიდის მიმართულებით, ხოლო წრიული მოძრაობა […]
უკრაინელმა აქტივისტებმა საერთაშორისო ფორუმზე იულია ნავალნაიას გამოსვლა გააპროტესტეს

უკრაინელმა აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს ლისაბონში, ტექნოლოგიების საერთაშორისო კონფერენცია WebSummit 2024-ზე რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ქვრივის, იულიას გამოსვლის დროს. უკრაინელმა აქტივისტებმა დარბაზში ჩართეს საჰაერო განგაშის სიგნალი და ინგლისურად სკანდირებდნენ: „შეაჩერეთ რუსეთი, შეაჩერეთ ომი, რუსეთი ტერორისტია“. უკრაინელმა აქტივისტმა კრისტინა ჟუკმა სოციალურ ქსელ Х-ში დაწერა, რომ ნავალნაიას გამოსვლა ჩაშალეს და რუსეთის მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მსგავსი […]
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – კიევის რეჟიმმა რუსეთის ტერიტორიას დრონებით შეუტია, განადგურებულია 29 დრონი

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ წუხელ ექვს ოლქში 29 უკრაინული დრონი გაანადგურა, რომლითაც კიევის რეჟიმმა რუსეთის ტერიტორიას შეუტია, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „გასული ღამის განმავლობაში, როდესაც კიევის რეჟიმი ცდილობდა ტერორისტული თავდასხმების განხორციელებას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 29 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა“, – აცხადებენ […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ელექტროენერგიის შეზღუდვა დუშეთსა და დუშეთის რაიონის სოფლებს შეეხება. “ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს 10:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთში და დუშეთის რაიონის სოფლებში – ჟინვალი, ბიჩნიგაურები, ჩინთი, თანდილაანთკარი, ფიტავი […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 13 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

13 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის, ქერჩის და მოსულიშვილის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ოქროყანის, სოფელი კრწანისის და სოფელი კოჯრის მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების […]
საფრანგეთის მთავრობამ უკრაინისთვის Mirage 2000-5F ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის მიწოდება ოფიციალურად დაადასტურა

საფრანგეთის მთავრობამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Mirage 2000-5F ტიპის 6 მოიერიშე თვითმფრინავის მიწოდება ოფიციალურად დაადასტურა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწის მოადგილე თავდაცვის ინვესტიციების საკითხებში, აშშ-ის არმიის გადამდგარი გენერალ-მაიორი გორდონ დევისი აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საფრანგეთი მზად არის უზრუნველყოს როგორც თვითმფრინავების მიწოდება, ასევე პილოტების მომზადება. შეგახსენებთ, ივნისში საფრანგეთის პრეზიდენტმა, […]
ტრამპმა თავდაცვის მინისტრად Fox News-ის წამყვანი წარადგინა, მასკს ეფექტიანობის მართვა დაავალა

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 12 ნოემბერს დაასახელა რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც ახალ ადმინისტრაციაში თანამდებობებს დაიკავებენ. ტრამპმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარადგინა ტელეკომპანია Fox News-ის წამყვანი, ყოფილი სამხედრო პიტ ჰეგსეთი. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, მკაცრი და ჭკვიანი ჰეგსეთის ხელმძღვანელობით არმია ისევ დიადი გახდება და ამერიკა უკან არასდროს დაიხევს. ტრამპის მიერ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის დასახელების […]