სპორტის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

სპორტის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერიის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, შენობის განახლების სამუშაოებს, სპორტის სასახლის მმართველი კომპანია ჩაატარებს. „სპორტის სასახლე უკვე ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი ობიექტია. იგი ისტორიულად იყო სპორტული, კულტურული და სოციალური ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი არენა. სპორტის სასახლის შენობა წარმოადგენს მუნიციპალური საწარმოს საკუთრებას, რომელიც 2007 წლის ხელშეკრულების […]
Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7431 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 11:30 საათისთვის ერთი დოლარი 2.7431 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7428 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 12 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7329 ლარი გახდა.
„თბილსერვის ჯგუფს“ გიორგი პაპავა უხელმძღვანელებს, ხოლო თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის თანამდებობას თამაზ ალიბეგაშვილი დაიკავებს

შპს „თბილსერვის ჯგუფს“ გიორგი პაპავა უხელმძღვანელებს, ხოლო თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის თანამდებობას თამაზ ალიბეგაშვილი დაიკავებს. საკადრო ცვლილებების შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „გვაქვს გარკვეული საკადრო ცვლილება. „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობა დატოვა დავით ფაჩულიამ. მინდა, მას მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო სამომავლო საქმიანობაში. მან ძალიან ბევრი სასიკეთო ცვლილება განახორციელა. „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის […]
მეორადი საბურავების, ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების, ამტვერებადი მასალების განთავსებისა და რეალიზაციის წესის ამოქმედება გადავადდება

მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსების და რეალიზაციის წესის ამოქმედება გადავადდება და 2025 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, სავარაუდოდ, 2026 წლის 1-ელ იანვარს შევა ძალაში. აღნიშნულის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა და განმარტა, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული […]
ევროკავშირის ელჩი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ევროკავშირის საელჩოში მიმდინარეობს. „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის თქმით, ელჩს ყველა იმ მტკიცებულებას გადასცემენ, რაც 26 ოქტომბერს დამკვირვებლებმა ასახეს. „ელჩს აქვს მიწოდებული ყველა ის მტკიცებულება დ აშეფასებები, რაც ჩვენ გავაკეთეთ, მაგრამ ახლა ეს იქნება პირისპირ შეხვედრა, რათა დამატებით მივაწოდოთ სხვა დეტალები […]
„თბილისერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობაზე დავით ფაჩულიას გიორგი პაპავა შეცვლის, ხოლო თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის პოსტს თამაზ ალიბეგაშვილი დაიკავებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „თბილისერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობაზე დავით ფაჩულიას გიორგი პაპავა შეცვლის, ხოლო თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის პოსტს თამაზ ალიბეგაშვილი დაიკავებს. აღნიშნულ საკადრო ცვლილებებზე კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. „გვაქვს გარკვეული საკადრო ცვლილება. „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობა დატოვა დავით ფაჩულიამ, რომელმაც ბევრი სასიკეთო ცვლილება გაატარა ამ პოზიციაზე ყოფნის დროს. მინდა, მას მადლობა გადავუხადო […]
დონალდ ტრამპმა Fox News-ის წამყვანი და არმიის ვეტერანი პიტ ჰეგსეტი თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე აირჩია

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ის წამყვანი და არმიის ვეტერანი, პიტ ჰეგსეთი თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე დაასახელა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „პიტმა მთელი ცხოვრება გაატარა, როგორც მეომარმა ჯარებისა და ქვეყნისთვის. პიტი მკაცრი, ჭკვიანი და ჭეშმარიტად სწამს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. პიტის სათავეში ყოფნით ამერიკის მტრები გაფრთხილებულები არიან – ჩვენი არმია კვლავ დიდი იქნება და ამერიკა არასოდეს […]
ირაკლი კობახიძე – კლიმატის ცვლილება სერიოზულად არღვევს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით მოწყვლადი ქვეყნების და ადგილობრივი თემების საარსებო პირობებს

კლიმატის ცვლილება ჩვენს ეპოქაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად ყალიბდება, რაც საჭიროებს გლობალურ, გადაუდებელ ქმედებას და თანამშრომლობას, მისი მრავალმხრივი შედეგების დასაძლევად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP29-ის ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კლიმატის ცვლილება სერიოზულად არღვევს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით მოწყვლადი ქვეყნების და ადგილობრივი თემების საარსებო პირობებს. “ბატონო […]
ისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობებსა და სამეთაურო ცენტრებს დაარტყა

ისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობებსა და სამეთაურო ცენტრებს დაარტყა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სარაკეტო იერიშების განხორციელებამდე მათ მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ათეულობით სარაკეტო გამშვებ პუნქტს დაარტყეს, საიდანაც გუშინ „ჰეზბოლამ“ ნაჰარიას მიმართულებით რაკეტები გაუშვა, რის შედეგადაც […]
ირაკლი კობახიძე – საქართველოს კონსტიტუცია გარემოს დაცვის უფლებას ადამიანის ძირითად უფლებებს შორის აღიარებს

საქართველოს კონსტიტუცია გარემოს დაცვის უფლებას ადამიანის ძირითად უფლებებს შორის აღიარებს, მაშინ, როდესაც წამყვანი ქვეყნების კონსტიტუციებში სიცოცხლის უფლება აღიქმება გარემოს დაცვის უფლებად, ასეთი მიდგომა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP29-ის ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მტკიცე ერთგულება გლობალური სათბური აირების ემისიის განახევრების ვალდებულებისადმი, […]