ირაკლი კობახიძე – COP29-ის კონფერენციის ფარგლებში, საუბარი გვქონდა არაერთ ლიდერთან იმ თემებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას და პოლიტიკურ პროცესებს, ეს ფორმატი ამისთვის მაქსიმალურად გამოვიყენეთ

ჩვენი მონაწილეობა COP29-ის კონფერენციაში სხვადასხვა კუთხით იყო მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, კონფერენციის ფარგლებში, პრემიერმა ისაუბრა როგორც გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებზე, ასევე, საშუალება ჰქონდა პარტნიორებთან ერთად განეხილა სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემა, მათ შორის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. „მთავარ თემებზე გვქონდა საუბარი, რაც უკავშირდება გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებს, […]
ირაკლი კობახიძე – საქართველო მზადაა, 2025 წლისთვის წარადგინოს ახალი – მესამე თაობის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რაც მიზნად ისახავს გლობალური დათბობის შენარჩუნებას 1.5 ზღვრული გრადუსის ფარგლებში

საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, შეასრულოს ეროვნული ვალდებულებები პარიზის შეთანხმების განხორციელებისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP29-ის ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიზნით, საქართველო მზადაა, 2025 წლისთვის წარადგინოს ახალი – მესამე თაობის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რაც მიზნად ისახავს გლობალური დათბობის შენარჩუნებას 1.5 ზღვრული გრადუსის ფარგლებში და ხედვის განხორციელების […]
ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას, ეს ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით და რეალურად აქეთკენ მიჰყავთ საკუთარი ხელით პროცესები

ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას, ეს ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით და რეალურად აქეთკენ მიჰყავთ საკუთარი ხელით პროცესები ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდ ხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას. ეს ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით და რეალურად აქეთკენ მიჰყავთ საკუთარი ხელით პროცესები, – ამის შესახებს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი […]
რუსეთმა კიევზე ბოლო 73 დღის განმავლობაში პირველი კომბინირებული იერიში მიიტანა

დღეს, 13 ნოემბერს, დილით რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევს და კიევის ოლქს რაკეტებით და დრონებით შეუტიეს. საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე გამოცხადდა. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს იყო კიევზე ბოლო 73 დღის განმავლობაში განხორციელებული პირველი კომბინირებული შეტევა, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. თავდასხმის გამო ამოქმედებული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა. მოგერიებული რუსული დრონების […]
ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტი მინისტრთა კაბინეტისა და პრემიერის“ პოსტის გაუქმებაზე მსჯელობს

ოკუპირებული აფხაზეთში განიხილება „კონსტიტუციურ კანონში“ ცვლილებები, რომელიც „მინისტრთა კაბინეტისა და პრემიერის“ პოსტის გაუქმებას ითვალისწინებს, რასაც „პრემიერ- მინისტრისა და ვიცე პრემიერის“ თანამდებობის გაუქმება უნდა მოჰყვეს. ამჟამად, დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ პრემიერის თანამდებობას ალექსანდ ანქვაბი იკავებს. 11 ნოემბერს „საკონსტიტუციო ცვლილებები“ ე.წ. პარლამენტის სახელმწიფო-სამართლებრივი პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. დოკუმენტი მომზადდა „საკონსტიტუციო რეფორმის კომისიის“ მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე. ე.წ. […]
ამომრჩეველთა სიაში შეუსაბამობების ასახსნელად ISFED-ი კვლავ ითხოვს მკაფიო პასუხს ცესკოსგან

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” არასაკმარისად მიიჩნევს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტებებს ამომრჩეველთა სიასთან და ამომრჩეველთა საეჭვო ქცევასთან დაკავშირებულ კითხვებზე და ითხოვს, მეტად მკაფიო განმარტებებს და დეტალურ სტატისტიკას. 13 ნოემბერს ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ მათ ჯერაც არ მიუღიათ ცესკოდან გამოთხოვილი ინფორმაცია სპეციალური სიების შესახებ. ამ მონაცემებში შეიძლება ყოფილიყო პასუხი კითხვაზე, როგორც მოხდა რიგ უბნებზე იმაზე მეტი […]
მეორეული საბურავების და ჯართის განთავსება-რეალიზაციის წესის ამოქმედება გადავადდება

მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსება-რეალიზაციის წესის ამოქმედება გადავადდება. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, ახალი წესები 2025 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, სავარაუდოდ, 2026 წლის 1-ელ იანვარს შევა ძალაში. მან განმარტა, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული […]
სპორტის სასახლის რეაბილიტაცია მალე დაიწყება — კალაძე

ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერის თქმით, რეაბილიტაცია მოიცავს სასახლის იატაკის საფარს, სავარძლების, კედლების, ვიზიტორების საცირკულაციო სივრცეების, გასახდელების, VIP-შემოსასვლელის, ავეჯისა და სხვა სივრცეების მოწესრიგებას. შენარჩუნდება ისტორიული მასალები და სპორტის სასახლე აღიჭურვება საჭირო მოწყობილობებითა და სისტემებით, განათების, ხმის, ვიდეო, ეკრანის, სცენის, იატაკის საფარის, რიგირების, ტრანსლაციის, გამყოფ, სპეციალური ეფექტებისა და სხვა ტიპის სისტემებისა და მოწყობილობების […]
ტრამპმა თავდაცვის მდივნად Fox News-ის წამყვანი დაასახელა, ილონ მასკისთვის ახალი თანამდებობა შემოიღო

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივნის პოსტზე ტელეკომპანია Fox News-ის წამყვანი, ვეტერანი სამხედრო პიტ ჰეგსეტი დაასახელა. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ახალი დირექტორის პოსტზე წარდგენილია ჯონ რეტკლიფი — ტეხასის ყოფილი კონგრესმენი და ტრამპის ეროვნული დაზვერვის დირექტორი. შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს სამხრეთ დაკოტას გუბერნატორი კრისტი ნოემი უხელმძღვანელებს. ამასთან, ტრამპის ადმინისტრაციაში იქმნება ახალი, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელსაც მილიარდერი […]
ამომრჩეველთა გენდერულ მონაცემებში შეუსაბამობებზე ცესკოს განმარტებები არასაკმარისია – ISFED

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) განცხადებით, ამომრჩეველთა გენდერულ მონაცემებში არსებულ მნიშვნელოვან შეუსაბამობებზე ცესკოს განმარტებები არასაკმარისია. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო), ჩატარებული ორი ბრიფინგის მიუხედავად, ვერ უპასუხა იმ მთავარ კითხვებს, რაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ 7 ნოემბრის განცხადებაში დასვა. ISFED-ის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია, მის მიერვე წარმოებულ და გამოქვეყნებულ სტატისტიკაში არსებული შეცდომებისა და […]