ცესკოსთან ქალების აქცია ხმაურის და პოლიციის მობილიზაციის ფონზე იმართება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციის ჩასატარებლად მისულ ქალებს ცესკოს შენობასთან დახვდათ რკინის ბარიერები და მობილიზებული პოლიცია, რომელიც მათ საარჩევნო ადმინისტრაციის ეზოსა და შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდა. ქალებს, რომელთა შორის არიან პოლიტიკოსებიც, სურდათ ცესკოსთვის ინდივიდუალური საჩივრებით მიემართათ. ამ საჩივრებით ისინი უკვე ჩატარებული არჩევნების გაუქმებას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ხმის ფარულობის უფლება 26 […]

“რას აკეთებ, გაიგუდება” – ვინ არის მაღალჩინოსანი, ვისაც აქციის მონაწილეები ძალადობაში ადანაშაულებენ

ტვ პირველის ინფორმაციით, პოლიციელი, რომელსაც აქციის მონაწილეების თქმით მათზე ძალადობდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ლაშა სალუქვაძეა, არ გრცხვენია, რას აკეთებ?! კარებში მოყვება, გაიგუდება! – მიმართავდნენ ლაშა სალუქვაძეს აქციის მონაწილეები. http://

“პოლიციამ იძალადა, გვახრჩობდნენ” – აქციის მონაწილე

ფოტო – ტვ პირველი ცესკო პოლიციის ალყაშია – რამდენიმე წუთის წინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. აქციის მონაწილე ამბობს, რომ პოლიციამ მათძე იძალადა. იძალადეს, ხელებით გვახრჩობდნენ და ისე გავყავდით ამ კარიდან. ყველანაირი კონსტიტუციური უფლება ფეხქევშ გაგვითელეს. ხალხო გთხოვთ ყველას, ცესკოსთან მოდით, დაგვეხმარეთ”, – ამბობს აქციის მონაწილე. ადგილზე შეკრებილებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში შესვლა უნდოდათ […]

პენტაგონის საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის საქმეზე ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მასაჩუსეტსის შტატის ფედერალურმა სასამართლომ საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული მასალების გასაჯაროებაში დამნაშავედ ცნო ამავე შტატის ეროვნული გვარდიის ინტერნეტ-ტექნოლოგიების სპეციალისტი, 22 წლის ჯეკ ტეიშეირა. მას 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ტეიშეირა 2023 წლის აპრილში დააკავა. იუსტიციის მინისტრ მერიკ გარლანდის თანახმად, ჯეკ ტეიშეირამ სოციალურ ქსელებში არაერთხელ გაავრცელა სამხედრო შინაარსის საიდუმლო […]

სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში გაიმართება პრეზიდენტის არჩევნები – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტის არჩევნები სავარაუდოდ იანვრის დასაწყისში გაიმართება. „ყველაფერი არის მშვიდად, წყნარად, შეჯამდება არჩევნების შედეგები, აქედან მეათე დღეს გაიმართება პარლამენტის სხდომა, ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო ცხოვრება. აქედან ძალიან მალევე, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში გაიმართება პრეზიდენტის არჩევნებში, ამის შემდეგ შედგება პრეზიდენტის ინაუგურაცია. ქვეყანა ჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებას, გრძელდება არაერთი პროექტის განხორციელება, ვიწყებთ […]

„ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატი გიორგი ნაროუშვილი – შეგრძნება მქონდა, რომ შრომა და სწავლა დამიფასდა

სტუდენტური ცხოვრება უამრავი გამოწვევითაა სავსე. ეს გახლავთ სწავლისა და საკუთარი თავის ძიების პერიოდი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ადამიანის მომავალ ცხოვრებას. სწორედ ამიტომ სტუდენტობის თითოეული მიზანი, მიღწევა, მარცხიც კი ძალიან მნიშვნელოვანია. „ნიკორა ჯგუფი“, რომელიც წარმოების რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს, უკვე რამდენიმე წელია, ცდილობს კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები სახელობითი სტიპენდიით წაახალისოს და მოტივაცია გაუძლიეროს, რომ უკეთ ისწავლონ და პროფესიონალები […]

ანა ნაცვლიშვილი – რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის დამნაშავის რეაქცია, როგორ იცავს დამნაშავე ცესკო და დამნაშავე ხელისუფლება თავს

რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის დამნაშავის რეაქცია, როგორ იცავს დამნაშავე ცესკო და დამნაშავე ხელისუფლება თავს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი განმარტებით, აქციის მონაწილეებს ცენტრალური საარჩევნო კომისია არ აძლევს უფლებას, რომ ინდივიდუალურად შეიტანონ განცხადება და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვონ. „მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს […]

ეკა გიგაური – კითხვები აღარაა, რომ ბევრი პრობლემა იყო და სხვადასხვა სქემა გამოიყენებოდა არჩევნების გასაყალბებლად – დასავლელი პარტნიორები კარგად არიან ინფორმირებულები და საუბარია იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს

კითხვები აღარ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების დროს ძალიან ბევრი პრობლემა იყო და გამოიყენებოდა სხვადასხვა სქემა, რომ გაყალბებულიყო არჩევნები – ჩვენი დასავლელი პარტნიორები კარგად არიან ინფორმირებულები და დღეს უკვე საუბარია იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ელჩთან საუბრისას მესამე […]

გურამ მაჭარაშვილი – ყოველთვის ვამბობდით, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამერიკული საზოგადოების უმრავლესობას არ გამოხატავდა და აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვას შევძლებდით

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამერიკული საზოგადოების უმრავლესობას არ გამოხატავდა და აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვას შევძლებდით – როდესაც იყო კითხვები, რისი იმედი გაქვთ, სწორედ ამერიკული საზოგადოების იმედი გვქონდა და ამ იმედმა გაამართლა! – ეს განცხადება პარლამენტში, უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა. მაჭარაშვილის შეფასებით, აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე ტრამპის არჩევით ამერიკის საზოგადოება სიმართლის, მშვიდობისა და ტრადიციების მხარეს […]

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული რაკეტები და 40-მდე დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული რაკეტები და 40-მდე დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვის ძალებმა კიევის, პოლტავის, ჟიტომირის, სუმის, ჩერკასის, ზაპოროჟიეს, ჩერნიგოვისა და კიროვოგრადის ოლქებში ორი Х-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა, ორი ისკანდერ-M ტიპის ბალისტიკური რაკეტა და 37 დრონი ჩამოაგდეს. რუსული ძალების მიერ გაშვებული 47 […]