ჯემალ გამახარია – 15 ნოემბერს, აფხაზეთში დიდი შეტაკება და წინააღმდეგობაა მოსალოდნელი

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, 15 ნოემბერს, „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების” შესახებ ე.წ. კანონპროექტის რატიფიკაციისას, აფხაზეთში „დიდი შეტაკება და წინააღმდეგობაა“ მოსალოდნელი. როგორც ჯემალ გამახარიამ განაცხადა, ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, მოხდება თუ არა დოკუმენტის რატიფიცირება, თუმცა თუ ასე იქნება, გამახარიას აზრით, ამას მინიმუმ, დე-ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ ხელისუფლებას დაკარგვა მოჰყვება. „ასეთი […]

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – თავისი ხელით აკეთებენ იმ საქმეს, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა – ეს ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით

ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია – თავისი ხელით აკეთებენ იმ საქმეს, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა. ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, რომ ოპოზიციონერები არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე არ მიდიან. მისი თქმით, დღეს არსებული ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს „ახალი, […]

სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა“ და სსიპ „იუსტიციის სახლს“ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა“ და სსიპ „იუსტიციის სახლს“ შორის მომხმარებლისათვის სააგენტოს სერვისების მიწოდების შესახებ თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორმა, ლევან გამყრელიძემ და სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარემ, ლაშა ლობჟანიძემ მოაწერეს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, თანამშრომლობის ფარგლებში, 2024 წლის 1 დეკემბრიდან, იუსტიციის სახლებში დაიწყება ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, ასევე, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო […]

საია-ს წარმომადგენელი – ევროკავშირის ელჩთან ვისაუბრეთ არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებზე – ვუთხარით, რომ ქართველი ხალხი არ უნდა მიატოვონ და პარტნიორობა გააგრძელონ

ევროკავშირის ელჩთან ვისაუბრეთ არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებზე – რაც მათ ვუთხარით ისაა, რომ ქართველი ხალხი მაქსიმალურად არ უნდა მიატოვონ და უნდა გააგრძელონ პარტნიორობა, რაც ქართველ ხალხთან ჰქონდათ, – ამის შესახებ საია-ს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა, ნანუკა ყრუაშვილმა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საუბარი შეეხებოდა, მათ შორის, იმას, თუ რა უნდა გააკეთოს საერთაშორისო […]

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკო-ს წინააღმდეგ „ძლიერი საქართველოს“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და საია-ს გაერთიანებული სარჩელების განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკო-ს წინააღმდეგ „ძლიერი საქართველოს“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და საია-ს გაერთიანებული სარჩელების განხილვა მიმდინარეობს. სარჩელები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხება, რითაც მხარეები ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას ითხოვენ. „ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლის, თორნიკე ართქმელაძის განცხადებით, მათი სარჩელი მოიცავს იმას, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ბიულეტენებისა და ჩარჩო კონვერტის ფორმა ვერ უზრუნველყოფდა ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის […]

უნგრეთის დედაქალაქში „ბუდაპეშტის პროცესის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა

უნგრეთში „ბუდაპეშტის პროცესის“ მონაწილე ქვეყნების მინისტერიალი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, მინისტრთა დეკლარაცია და მისი განხორციელების 2025-2030 წლების სამოქმედო გეგმა იქნა მიღებული. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მინისტრთა კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც ღონისძიებაზე მინისტრთა დეკლარაციით გათვალისწინებულ საკითხებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მიგრაციის მართვის ჭრილში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას როგორც გლობალურ, […]

ბოკუჩავა: ცესკომ ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სრულიად უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით სმარტმატიკის ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რომელაც დღეს სასამართლოზე მტკიცებულების სახით წარადგენს. “ჩვენ მტკიცებულების სახით წარვადგენთ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან რაღაცას და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ არჩევნების შედეგების სრულ ბათილობას, მათ შორის კონსტიტუციის სამი პრინციპის დარღვევის საფუძველზე, ეს არის […]

თინა ბოკუჩავა: ცესკომ არჩევნების წინა დღეს ჩაანაცვლა „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერები

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, მათ მოიპოვეს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, ცესკომ ელექტრონული ტექნოლოგიების მიმწოდებელი კომპანია “სმარტმატიკის” ბრენდირებული მარკერები არჩევნების წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით. ამის შესახებ ბოკუჩავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიასთან კომენტარში თქვა. ისინი სასამართლოზე ამ მტკიცებულების წარდგენის შუამდგომლობას დააყენებენ. სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობა” ითხოვს ყველა საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმების ბათილობას, შესაბამისად, 27 ოქტომბრის […]

რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანიამ კუნძულ ბალიზე ორმხრივი ფრენები გააუქმა

რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანიამ კუნძულ ბალიზე ორმხრივი ფრენები გააუქმა ვულკანის განმეორებით ამოფრქვევის შემდეგ, რომლის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. 3 ნოემბერს, ლევოტობი ლაკი-ლაკის ამოფრქვევამ, რომელიც კუნძულ ბალიდან დაახლოებით 800 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს,

ლევან სილაგავა – დღეს ქვეყანაში არის ხორბლის 2-თვიანი მარაგი – შემოსატანი ფასები და ფქვილის ფასიც სტაბილურია

დღეს ქვეყანაში არის ხორბლის 2-თვიანი მარაგი – შემოსატანი ფასები და ფქვილის ფასიც სტაბილურია, – ამის შესახებ „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლევან სილაგავამ ყაზახეთიდან ხორბლის შემოტანაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მოსავალი მაღალი აქვთ მათ, თუმცა ლოჯისტიკური ჯაჭვი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დიდი რაოდენობა შემოვიდეს ქვეყანაში. „ყაზახეთთან მიმართებაში, პულსზე […]