“მამა საუბნო კომისიებს ათვალიერებდა, თეონა ჯაფარიძემ მიაყენა წარმოუდგენელი შეურაცხყოფა… 46 წუთში გარდაიცვალა” – ქეთევან თურაზაშვილი

საბურთალოს საოლქო-საარჩევნო კომისიის გარდაცვლილი წევრის ალექსანდრე თურაზაშვილის ოჯახი გამოძიების მხრიდან გულგრილობაზე საუბრობს. მათი თქმით, საგამოძიებო ორგანოები ხელს აფარებენ კომისიის წევრ თეონა ჯაფარიძეს, რომელიც ზეწოლას ახდენდა და რომელთან საუბრის შემდეგაც, 40 წუთში თურაზაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა. გარდაცვლილის შვილი, ქეთევან თურაზაშვილი კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრია. მისი თქმით, მამის საქმეზე, რომელიც პოლიტიკურ ზეწოლას ემსხვერპლა, გამოძიება 3 კვირაა არაფერს […]
თურაზაშვილი საბურთალოს საოლქოს წევრის თეონა ჯაფარიძის გათავისუფლებას ითხოვს

„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ქეთევან თურაზაშვილი საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. ქეთევან თურაზაშვილის თქმით, 23 ოქტომბერს, მამამისს, ალექსანდრე თურაზაშვილს თეონა ჯაფარიძემ ტელეფონით დაურეკა და შეურაცხყოფა მიაყენა. მისი თქმით, ამ სატელეფონო საუბრიდან, დაახლოებით, ერთ საათში მამამისი გარდაიცვალა. როგორც ქეთევან თურაზაშვილი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, ჯაფარიძის მიმართ […]
ირაკლი ნადარეიშვილი – ვებ-სამიტში მონაწილეობა ქართული სტარტაპ ეკოსისტემის გლობალური პოზიციონირების საუკეთესო საშუალებაა

ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომელიც ქალაქ ლისაბონში მიმდინარე ვებ-სამიტზე საქართველოს დელეგაციას ვებ სამიტზე ხელმძღვანელობს. მისივე თქმით, აღნიშნული პოლიტიკის ნაწილია ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მიმზიდველობის და კონკურენტუნარიანობის გლობალური პოზიციონირება. […]
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაში – Web Summit 2024 მონაწილეობს

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაში – Web Summit 2024 მონაწილეობს. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, საქართველო ღონისძიებაზე მათი სააგენტოსა და „აწარმოე საქართველოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, მასშტაბური სივრცით არის წარმოდგენილი. ამასთან, მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა StartUP in Georgia-ს ინიციატივით დაიგეგმა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე სტარტაპების განვითარებას უწყობს ხელს. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ინიციატივა აერთიანებს […]
სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და სსიპ იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და სსიპ იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და სსიპ იუსტიციის სახლს შორის მომხმარებლისათვის სააგენტოს სერვისების მიწოდების შესახებ თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ და სსიპ იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ლაშა ლობჟანიძემ. თანამშრომლობის ფარგლებში, 2024 წლის 1 დეკემბრიდან, იუსტიციის სახლებში დაიწყება […]
ცესკოთან აქციაზე მყოფმა ქალებმა არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვეს

ქალებმა, რომელიც ცესკოსთან აქციას მართავდნენ, არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართეს. პოლიციელების ჯგუფი შენობის შესასვლელთან იდგა და მხოლოდ ერთ ადამიანს აძლევდნენ შიგნით შესვლის უფლებას. „განცხადება მინდა შევიტანო, განცხადება“, – მიმართავდა ქალი პოლიციელებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს ცესკოს თანამშრომლის გამოჩენამდე შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ქალები ცესკოსთან 12:00 საათისთვის შეიკრიბნენ. თავდაპირველად ეზოში შესვლა მხოლოდ ნაწილმა […]
ცესკო: საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა
ცესკო: საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ქეთევან თურაზაშვილის განცხადებას, რომელიც საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. როგორც საჯარო განცხადებებიდან ირკვევა, ქეთევან თურაზაშვილის მამის, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გამო მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მიუხედავად იმისა, რომ არ […]
საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა – ცესკო
საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ქეთევან თურაზაშვილის განცხადებას, რომელიც საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. როგორც საჯარო განცხადებებიდან ირკვევა, ქეთევან თურაზაშვილის მამის, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გამო მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მიუხედავად იმისა, რომ არ დასრულებულა გამოძიება, გრძელდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების […]
ცხინვალი მიიჩნევს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების გადატანა ნაირობიში შეიძლება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველმა კონსტანტინ კოჩიევმა დაასახელა ქალაქები, სადაც, მისი მოსაზრებით, ჟენევის მოლაპარაკებების გადატანა შეიძლება. „ესენია ე.წ. გაეროს ცენტრები: არის ნაირობი, კენია, არის ასტანა ყაზახეთში. ჩვენთვის მოსახერხებელი იქნებოდა ფორმატი მინსკში, მაგრამ ბელარუსის დედაქალაქი არ არის გაეროს ერთ-ერთ ქალაქი“, – განაცხადა მან. გაეროს განყოფილება ნაირობიში, როგორც გაეროს ოფიციალური შტაბ-ბინა აფრიკაში, 1996 წელს გაიხსნა. ესაა […]
სევასტოპოლში აფეთქების შედეგად რუსეთის საზღვაო ძალების უფროსი ოფიცერი დაიღუპა

სევასტოპოლში აფეთქების შედეგად რუსეთის საზღვაო ძალების პირველი რანგის კაპიტანი ვალერი ტრანკოვსკი დაიღუპა. იგი იმ მანქანაში იმყოფებოდა, რომელიც მაღაზიის წინ, პარკირების ადგილზე, აფეთქდა. როგორც ქალაქის რუსმა ხელმძღვანელმა მიხეილ რაზვოჟაევმა ტელეგრამში დაწერა, აფეთქება ტარას შევჩენკოს ქუჩაზე დაახლოებით დილის 10 საათზე მოხდა. მანქანის მძღოლი, რუსული არმიის მოსამსახურე, სასწრაფო დახმარების მისვლისთანავე გარდაიცვალა. სააგენტო “რია ნოვოსტი” იუწყება, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები […]