ნია შუშანაშვილის ფილმმა “სატყუარა” ფესტივალზე – Action Thriller Crime Adventure Film Festival Private Room სამ ნომინაციაში გაიმარჯვა

GAFA-ს კურსდამთავრებულის ნია შუშანაშვილის ფილმმა “სატყუარა” ფესტივალზე – Action Thriller Crime Adventure Film Festival Private Room სამ ნომინაციაში გაიმარჯვა. ინფორმაციას ქართულ-ამერიკული კინოაკადემია ავრცელებს.
პირველადი მოხმარების პროდუქტების ბაზარზე გამსხვილება გაგრძელდება – რითეილ-ექსპერტი

რითეილ-ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე ვარაუდობს, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტების (FMCG) ბაზარზე გამსხვილება გაგრძელდება. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა #წერტილში სტუმრობისას “დეილის”, “მაგნიტის”, “გვირილას”, “სპარის” და “იოლის” ერთ ჰოლდინგში გაერთიანების შეფასებისას განაცხადა. მირანდა მანჯაგალაძე ვარაუდობს, რომ ახალი ჰოლდინგი „გაერთიანებული ძალებით შეეცდება, კარგი პირობები შესთავაზოს მომხმარებელს“. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნეს-გარიგების შედეგად შექმნილი მსხვილი ჯგუფი ორგანიზებული ბაზრის, დაახლოებით, […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7374 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7374 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7374 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7329 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0045 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9058 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9018 ლარს შეადგენდა. […]
ცესკოს ოპოზიციონერი წევრი – სალომე ზურაბიშვილს ინფორმაცია მივაწოდეთ, თუ როგორ ვმუშაობდით ადმინისტრაციაში და როგორ არ გვეძლეოდა საშუალება გვქონოდა წვდომა სხვადასხვა ინფორმაციაზე

ჩვენ სალომე ზურაბიშვილს ინფორმაცია მივაწოდეთ, თუ როგორ ვმუშაობდით ადმინისტრაციაში და როგორ არ გვეძლეოდა საშუალება გვქონოდა წვდომა სხვადასხვა ინფორმაციაზე, – ამის შესახებ ცესკოს ოპოზიციონერმა წევრმა, ანა კობახიძემ ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტს განუმარტეს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები არ იყვნენ ჩართული ადმინისტრაციულ და ლოჯისტიკურ საქმიანობაში, რომელიც უკავშირდებოდა […]
ბათუმი „გასტრო ბათუმს“ უკვე მეორე უმასპინძლებს

16-17-18 ნოემბერს, ბათუმი მეორე საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმს“ უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში ბათუმს მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფები და გასტრონომიის საერთაშორისო ექსპერტები საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან და შვეიცარიიდან ესტუმრებიან. „ფორუმის პირველ დღეს, ისინი ცნობილ ქართველ შეფებთან და ექსპერტებთან ერთად ავთენტიკური კულინარიისა და თანამედროვე გასტრონომიის შესახებ ისაუბრებენ, […]
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს“ – ამ მოთხოვნით ცესკო-ს შენობასთან შეკრებილმა ქალებმა, „ძლიერი საქართველოს“ ინიციატივით, ცესკო-ს სახელზე ინდივიდუალური განცხადებები დაწერეს და არჩევნების შედეგების ბათილობა მოითხოვეს

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს“ – ამ მოთხოვნით ცესკო-ს შენობასთან შეკრებილმა ქალებმა, „ძლიერი საქართველოს“ ინიციატივით, ცესკო-ს სახელზე ინდივიდუალური განცხადებები დაწერეს და არჩევნების შედეგების ბათილობა მოითხოვეს. „ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, აღნიშნული განცხადებები პოლიტიკური პარტიების ლიდერმა ქალებმა და აქციის მონაწილეებმა ცესკო-ს კანცელარიას ჩააბარეს. „მოვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას. განცხადების შეტანაც კი აფრთხობთ ცესკო-ში, როდესაც ხედავენ ერთი იდეით და ერთი მიზნით გაერთიანებულ […]
Web Summit 2024-ზე ქართული სტენდია წარმოდგენილი

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – Web Summit 2024 მიმდინარეობს, სადაც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ქართული სტენდია წარმოდგენილი. ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს. მათივე ცნობით, მიმდინარე წელს საქართველოს მთავარი მესიჯია Start up in Georgia / Invest in Georgia, რომელიც სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერის, სერვისების ინტერნაციონალიზაციის, IT სექტორის პოპულარიზაციისა […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ნოემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ნოემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ნოემბერს, 06:00 საათიდან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მსხალდიდი, ზემო ლისი, წოდორეთი, შვინდების მიწა და მიმდებარე სოფლებში; 10:00 საათიდან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ჩანადირთკარი, საკრამული, მლაშე, ბაგა, ბოდორნა […]
Reuters – ყირგიზეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავეს

ყირგიზეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები კვირას გასამართი ადგილობრივი არჩევნების წინ არეულობის მოწყობას გეგმავდნენ. „17 ნოემბერს ძალაუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მიზნით, ისინი ეროვნული სპორტული თამაშების გამოყენებით ძალადობრივი და არაკონსტიტუციური აქტებისკენ მოწოდებებს გეგმავდნენ“, – ნათქვამია […]
პრემიერ-მინისტრი ფიფას პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, ფიფას პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ფეხბურთის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს, მათ შორის, დაგეგმილი ახალი, საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის მშენებლობის საკითხს, რომელიც 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი. ასევე განიხილეს საქართველოს განაცხადი […]